• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საბერძნეთში მდიდარი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა…

by inew
19 March 2023
in საზოგადოება
0
საბერძნეთში მდიდარი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა…
0
SHARES
2.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

თქვენი დახმარება მჭირდება. ძალიან ცუდად ვარ. საბერძნეთში ვცხოვრობ, ჩემი შეყვარებული კი ესპანეთშია და ერთმანეთის ნახვის შესაძლებლობა იშვიათად გვეძლევა. როცა საქართველოში ვიყავით, სულ იმას ამბობდა, ესპანელ და იტალიელ ქალებზე ვგიჟდები, მაგრამ შენ მსოფლიოს ყველა ლამაზმანს მირჩევნიხარო.

ჰოდა, აუხდა ოცნება – ახლა ალბათ, მაგრად “გულაობს”, მე სულელი კი ზოგჯერ თავს ვარწმუნებ, რომ ჩემი ერთგულია და ესპანეთში მყოფი, ქალისკენ არც კი იხედება; რომ ჩემსავით, მთელი დღე მუშაობს და მერე ქანცგაცლილს გართობის კი არა, ჭამის თავიც არა აქვს.

მოკლედ, საზღვარგარეთმაც ვერ მიშველა ისევ ერთი შტერი ქართველი გოგო ვარ… არადა, საბერძნეთში საკმაოდ მდიდარი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა. აღარ იცის, თავი რით მომაწონოს. ხშირად სიურპრიზებსაც მიკეთებს, მე კი ვცდილობ, თავი მოვაჩვენო, რომ ეს ყველაფერი არ მსიამოვნებს. გამუდმებით იმას ვუმტკიცებ, რომ საქმრო მყავს, რომელთან ერთადაც სულ მალე, ჯვარს დავიწერ.

ბერძენი თაყვანისმცემელი მეუბნება: დარწმუნებული ხარ, რომ ის ბიჭი შენი ერთგულია? არ მჯერა, რომ შეყვარებულ ადამიანს არ შეუძლია, საცოლისთვის დრო გამონახოს და თუნდაც, 3 თვეში ერთხელ, შეყვარებული ინახულოსო.

მე და ირაკლი მთელი წელია, ერთმანეთს მხოლოდ “სკაიპით” ვხედავთ. ალბათ მკითხავთ, რატომ წავედი საზღვარგარეთ სამუშაოდ? რატომ მივატოვე საყვარელი ადამიანი ან თავად ის რატომ გავუშვი ესპანეთში? არავინაც არ მიმიტოვებია!

როცა საქართველოში ვიყავით, იმის ფულიც კი არ გვქონდა, რომ კაფე-ბარში შევსულიყავით და ყავა დაგველია. ჰოდა, აბა, ოჯახის შემქნაზე როგორღა ვიფიქრებდით?!. მერე გაგვიჩნდა შანსი, რომ სამუშაოდ საბერძნეთში წამოვსულიყავით. სიმართლე გითხრათ, ბევრი არც გვიფიქრია, ისე გადმოვბარგდით უცხო ქვეყანაში.

გვქონდა იმედი, რომ აქ ფულს დავაგროვებდით და მერე, სამშობლოში დაბრუნებულები რაიმე საქმეს წამოვიწყებდით, უზრუნველ მომავალს შევიქმნიდით. საბედნიეროდ, მე სამსახური მალე ვიშოვე და აქ ჩამოსვლის შემდეგ, ერთი დღეც კი არ დამისვენია.

შესაბამისად, ბლომად მაყუთიც დავაგროვე, მაგრამ ახლა იმის შიში გამიჩნდა, რომ სულ ტყუილად ვიშრომე, რომ უმთავრესს საყვარელ ადამიანს ვკარგავ.

რაც შეეხება ირაკლის: მან ცოტა ხანს იმუშავა, მაგრამ მერე უსაქმოდ დარჩა. საბერძნეთში მამაკაცებისთვის სამუშაო ჭირს, ქალებს კი იცოცხლე, კარგად ასაქმებენ… მოკლედ, ირაკლის თურქმა მეგობარმა უთხრა, სამუშაოდ ესპანეთში მივდივარ.

იქ ჩემი მეგობრები არიან, ბლომად ფულს შოულობენ და თუ გინდა, შენც წამოდიო. ირაკლი ცხადია, არც დაფიქრებულა, ისე მიიღო საბერძნეთიდან წასვლის გადაწყვეტილება. როცა ეს ამბავი მეც შემატყობინა, შევშფოთდი, მაგრამ მისთვის ხელის შეშლაც არ მიფიქრია. მეგონა, ცოტა ხნით წავიდოდა. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, მთელი წელი თუ ვეღარ ვნახავდი.

მოკლედ, წავიდა. დამტოვა უცხო ქვეყანაში იმ ოჯახის იმედად, სადაც ვმუშაობ. ახლა ჩემი ბერძენი თაყვანისმცემელი (ალბათ, იტყვით: რა გაგვიჭირე საქმე ამ შენი “ახალი” კაცითო, მაგრამ მინდა, ჩემზე ყველაფერი იცოდეთ, რათა კარგი რჩევა მომცეთ) ხშირად მეუბნება:

საყვარელ ქალს ასე უპატრონოდ არ მიგაგდებდი. რომ ჰყვარებოდი, შენც წაგიყვანდა ან საერთოდაც, მის ადგილას საზღგვარგარეთ სამუშაოდ მე წავიდოდი, საყვარელ ქალს კი სამშობლოში დავტოვებდი და როცა ფულს დავაგროვებდი, მასთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრებდიო. ვერაფერი ვუთხარი ან რა უნდა მეთქვა?..

ისე არ გამიგოთ, თითქოს მუშაობა მეზარება, მაგრამ ეჭვიანობას ჭკუიდან გადავყავარ. თან – ბოლო დროს “სკაიპშიც” იშვიათად შემოდის. მეუბნება, ინტერნეტკაფეში სიარული ძვირი მიჯდებაო. არადა, ადრე მსგავს რაღაცებზე არ წუწუნებდა.

დავიჯერო, ესპანეთში გაწუწურაქდა? იმედია, ვცდები და უცხოელს არ შეირთავს, მე მშრალზე არ დამტოვებს. მეგობრები (რომლებსაც ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით ვეკონტაქტები) მეუბნებიან: შენს ადგილას, ყველაფერს გავარკვევდით და თუ შენი ეჭვი უსაფუძვლო არ იქნება, იმ ბერძენ თაყვანისმცემელს მაინც არ გავუშვებდით ხელიდანო.

საინტერესოა, თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას? ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ რამე, თორემ შეიძლება, ჭკუიდან შევიშალო და აქ, უცხო ქვეყანაში მყოფი საგიჟეთში გამომამწყვდიონ.

P.S. გამოგიტყდებით და, საკუთარი თავიც მაშინებს. ზოგჯერ ვხვდები, რომ მდიდარი თაყვანისმცემლის საქციელი გულს მითბობს. როცა ის ჩემთან მოდის, ჩემს შეყვარებულზე კიდევ უფრო მეტად ვბრაზობ და სურვილი მიჩნდება, მეც ვუღალატო. თუმცა ცხადია, სურვილი სურვილადვე რჩება, ამას საკუთარ თავს ვერ ვაკადრებ… ნინი

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

როგორ გაიგო მის შესახებ და როგორ ესაუბრა ჩემი ცოლი ჩემს საყვარელს

Next Post

მშობლებმა ისეთ ადამიანთან დამტოვეს, რომელიც მძულს

Next Post
მშობლებმა ისეთ ადამიანთან დამტოვეს, რომელიც მძულს

მშობლებმა ისეთ ადამიანთან დამტოვეს, რომელიც მძულს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In