• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საბოლოოდ მეც ისეთივე მიტოვებულ, ფეხმძიმე ქალად ვიქეცი, როგორც ოდესღაც დედაჩემი..

by inew
2 March 2023
in საზოგადოება
0
საბოლოოდ მეც ისეთივე მიტოვებულ, ფეხმძიმე ქალად ვიქეცი, როგორც ოდესღაც დედაჩემი..
0
SHARES
1.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ჩემი მეგობარი თბილისის  ძველისძველ უბანში ცხოვრობს, მაკას ეზოში დღესაც ცხოვრობს მაგდა, რომელიც ოდესღაც ბავშვთა სახლში მიატოვა დედამ. არ იცის  თავისი ნამდვილი გვარი, არც ის, ზუსტად რამდენი წლისაა და როდის აქვს დაბადების დღე.

5 წლისა  მარტოხელა რუსმა ქალმა იშვილა. რვა წლის შემდეგ დეიდა ტომა სიმსივნით გარდაიცვალა. ბავშვს მან დაარქვა მაგდა, იმ ქართველი ექთანის ხსოვნის პატივსაცემად, რომელმაც ლენინგრადის ბლოკადის დროს სიკვდილს გადაარჩინა.

დეიდა ტომა მაგდას დაბადების დღეს ყოველთვის აღნიშნავდა – ეზოში უზარმაზარი ტორტი იჭრებოდა და მარტო ეზოს ბავშვები კი არა, უბნის გოგო-ბიჭობაც იქ იყრიდნენ თავს.

გარდაიცვალა  დეიდა ტომა და მაგდა კვლავ მარტო დარჩა. იმის გამო, რომ არასრულწლოვანი იყო, ბავშვთა სახლში უნდა მიებრუნებინათ, მაგრამ მეზობლებმა უპატრონეს, ტექნიკუმიც კი დაამთავრებინეს. მერე ფაბრიკაში მოაწყვეს სამუშაოდ.

ბევრი უყურებდა მუშტრის თვალით, ბევრსაც ძალიან მოსწონდა, მაგრამ ამბობდნენ, უთვისტომოა, ცოლად როგორ შევირთავო. შეუჩნდნენ ისე, როგორც იციან კაცებმა. მაგდამ ბევრი მოიგერია, მაგრამ ერთს ვერ მოერია. რომ შეიტყო, ფეხმძიმედ იყო, სასოწარკვეთილი  მეგობართან გაიქცა.

იმან  დამშვიდების ნაცვლად – უთვისტომო ხარ, გინდა ახლა შვილი უქმროდ გააჩინოო? მერე მეზობლებთან დაიჩივლა, – ასე დამემართაო. რა ვქნათ, სანამ შეგვეძლო, გვერდში დაგიდექით, ბავშვი რომ გააჩინო, არც  ვიცით, შევძლებთ კი დახმარებას, ახლა ყველას გვიჭირს, ხომ იცი, რა დროაო…

ექიმთანაც მისულა, იმას უთქვამს, ბავშვს რომ გააჩენ, გაყიდე, დაგეხმარები, კარგ ხელში მოხვდება, შენ კი ფულს აიღებ და ცხოვრებას გაიუმჯობესებო.

შეძრწუნებული წამოვიდა საავადმყოფოდან. იმ დღიდან სახლში ჩაიკეტა.  რამდენიმე დღე რომ არ გამოჩნდა, ისევ მეზობლებმა მიაკითხეს, ძველებურად დაამშვიდეს და მიეფერნენ.

რაც დრო გადიოდა, გოგოს სამსახურში წასვლა მეტად უჭირდა, მაგრამ ერთ დღეს გამოუცხადეს,  ფაბრიკა  იკეტებაო და დარჩა უმუშევარი.

-„ქუჩაში ვიდექი და ვტიროდი, ვფიქრობდი დედაჩემზე, რომელიც არასდროს მენახა. ალბათ ისიც ასეთ დღეში იყო, როდესაც ჩემზე დაორსულდა, ალბათ იმასაც ასე უკიჟინებდნენ, რომ მე, რომელსაც მუცლით მატარებდა, ზედმეტი ბარგი ვიყავი. წარმოვიდგინე, დედა როგორი სუსტი აღმოჩნდა და გამწირა.

იმ წამიდან მტკიცედ გადავწყვიტე, ბავშვი გამეჩინა. ასე კი გადავწყვიტე, მაგრამ  ყველა მკიცხავდა, თუმცა, მეზობლები საჭმელს იკლებდნენ და ჩემთან მოჰქონდათ. მოკლედ,  ვიდექი ქუჩაში  და ისიც არ ვიცოდი, საით წავსულიყავი, რომ ხანში შესული ქალი შევნიშნე, მოწყალებას რომ ითხოვდა.

გვერდით მივუჯექი და თავი კალთაში ჩავუდე. ასე თავჩარგულმა მოვუყევი, რაც მჭირდა, თავი რომ ავწიე, იღიმებოდა. ისეთი თბილი და მშობლიური იყო, ტირილით დაოსებულს მეც გამეღიმა. ჩემთან წამოდიო, – ჩურჩულით მითხრა.

ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. დღისით მათხოვრობდა, საღამოს დაქანცული ბრუნდებოდა. მე თბილ კერძს და დალაგებულ სახლს ვახვედრებდი. დაწოლის წინ გვერდით დამისვამდა, მერე ჩემს მტევნებს თავის სუსტ ხელებში მოიქცევდა და მეტყოდა, – შენნაირ შვილიშვილზე ვოცნებობდიო.

ნათელა ბებიას ერთი შვილი ჰყოლია. ძალიან ახალგაზრდა ჩხუბში მოუკლავთ. ცხოვრება რომ აირია, ძმისშვილები უცხოეთში წავიდნენ, იმათმა ცოლებმა კი  დაივიწყეს და ქალიც იძულებული გახდა, ქუჩაში ხელგაწვდილი დამჯდარიყო.

ბიჭი შემეძინა. კერვა ვისწავლე, კლიენტები გამიჩნდა, შემოსავალი კარგი მქონდა და ბებოს მათხოვრობა ავუკრძალე. ახლა ჩემი შვილი დიდია, ბებო – ძალიან მოხუცი. თავს დავკანკალებ. ასე მგონია, მასშია ყველა, ვინც არასდროს მყოლია, ვისაც შეეძლო, პატარაობიდან ეზრუნა ჩემზე, – მიამბო მაგდამ.

ბიჭის მამა ბავშვის ბედით ხომ არ დაინტერესებულა-მეთქი, – ვკითხე. ბავშვმა თვითონ მოძებნა, –  “ის კი არ მინდა, რომ მამა დაგიძახო, მაინტერესებს, და-ძმა თუ მყავსო.“იმ კაცს ქალ-ვაჟი ჰყავს. ბავშვები ჩვენთანაც მოდიან, ძმასთან მეგობრობენ და მახარებს ეს ამბავი.

მაგდამ ტომასეული სახლი გაარემონტა. მოხუცს მაღალ სართულზე ლიფტით სიარული  აღარ შეუძლია, არადა,  გარეთ ხომ უნდა გავიდესო, ამიტომაც ბავშვობის სახლში, პირველ სართულზე გადავიდა საცხოვრებლად.

მოხუცს ოთახი მოუწესრიგა. მისი თხოვნით სარწეველა სავარძელი დაუდგა და საოცრად ბედნიერია, რომ იმის შესაძლებლობა მიეცა, ამაგი დაუფასოს.  – ასე მგონია, რომ დედა ვიპოვე, ჩემი დაკარგული მშობელი, საუბრის დასასრულს მითხრა მაგდამ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

სოფო გამრეკელი, კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ქმარმა ღალატი მაპატია, მაგრამ თავი მძულს, რომ ასეთ კეთილშობილ ადამიანს ამხელა ტკივილი მივაყენე..“

Next Post

„ფიქრობდ ამ ბავშვით კაცი სულ გამოჭერილი მეყოლება და ცხოვრებას მოვიწყობო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ძალიან მწარედ ცდებოდა..“

Next Post
„ფიქრობდ ამ ბავშვით კაცი სულ გამოჭერილი მეყოლება და ცხოვრებას მოვიწყობო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ძალიან მწარედ ცდებოდა..“

„ფიქრობდ ამ ბავშვით კაცი სულ გამოჭერილი მეყოლება და ცხოვრებას მოვიწყობო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ძალიან მწარედ ცდებოდა..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In