• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Saturday, May 10, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„საბოლოოდ შვილი იმ ქალმა გადამირჩინა, ვისაც ცხოვრება დავუნგრიე..“

by inew
2 March 2023
in საზოგადოება
0
„საბოლოოდ შვილი იმ ქალმა გადამირჩინა, ვისაც ცხოვრება დავუნგრიე..“
0
SHARES
1.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

“როდესაც ცოლის შესახებ ამაზრზენ ამბებს იგებდა, მე ვანუგეშებდი, ვურჩევდი ნერვებს არ აჰყოლოდა, მშვიდად გაერკვია ყველაფერი და თუ საჭირო გახდებოდა, ოჯახური თანაცხოვრებისთვის წერტილი დაესვა”

ჩემი ნაამბობი, თუ გნებავთ, აღსარებად ჩათვალეო, – მითხრა ქალბატონმა ქეთამ, რომელმაც ყველაფერი იღონა, რათა კაცისთვის ოჯახი დაენგრია და მის გვერდით ეცხოვრა. თუმცა, საყვარელი კაცი მაინც დაკარგა.

– ქეთა, იმ კატეგორიას ხომ არ ეკუთვნით, ვინც საკუთარ ბედნიერებას სხვისი უბედურების ხარჯზე აგებს?

– ზოგ ოჯახს პირობითად ჰქვია ოჯახი, თორემ ცოლი თავისთვის ცხოვრობს და ქმარი – თავისთვის. მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ათევენ ღამეს და, შვილების გარდა, არაფერი აკავშირებთ. სარეცლის გაზიარების კი არა, ერთმანეთთან დალაპარაკების სურვილიც არ აქვთ.

ასეთი ქალის ქმარი რომ შეგიყვარდეს და იმან ერთ დღეს თვითონ თქვას უარი ე.წ. ოჯახზე, რომელიც ფარსია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მის უბედურებაზე ააგე საკუთარი ბედნიერება, მაგრამ ჩემთან ყველაფერი სხვაგვარად იყო.

კახას და მის მეუღლეს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ამან ვერ დამახევინა უკან და ყველანაირად ვეცადე, მათთვის ცხოვრება ამერია. ამას ახლა რომ ვიხსენებ, მრცხვენია.

– რამ გაგიღვიძათ სინდისი?

– იმან, როგორც განვითარდა ჩემი და კახას ერთობლივი ცხოვრება. კახას ცოლთან დასაშორებლად ათასნაირი  ხრიკი ვიხმარე. ცოლისთვის სახელის შესაბღალავად კაციც კი დავიქირავე. ცოლზე ჩემი დაქირავებული კაცი ნადირობდა, ქმარზე – მე.

თან ისე ვაკეთებდი, იმ დროს ვყოფილიყავი მასთან, როდესაც ცოლის შესახებ ამაზრზენ ინფორმაციებს მიიღებდა, რომ მენუგეშებინა. მერჩია, ნერვებს არ აჰყოლოდა, მშვიდად გაერკვია ყველაფერი და თუ საჭირო გახდებოდა, წერტილი დაესვა.

თითქოს მე არ ვიყავი ამ სიბინძურის “შემოქმედი”. მიუხედავად იმისა, რომ საშინელებებს ვუწყობდი მის ცოლს, კახას იმდენად  სჯეროდა ცოლისა, რომ დიდი ხანი დამჭირდა მათი კავშირის დასანგრევად, კულმინაცია ბავშვი იყო, რომელსაც მუცლით ვატარებდი.

იმისათვის, რომ  გვერდით საყვარელი კაცი მყოლოდა, ჩემს შვილს კი მამა, სრულიად უდანაშაულო ქალს ცილი დავწამე და კახას სამი შვილი მარტოობისთვის გავწირე. ეგოიზმისგან დაბრმავებულს სინდისი არ მაწუხებდა.

კახას გარდა არავინ და არაფერი მაინტერესებდა. ის ბავშვიც კი, რომელიც მუცელში მყავდა, მხოლოდ ჩემი გეგმის ნაწილი იყო და სანამ განსაცდელში არ ჩავვარდი, ვერც კი გავაცნობიერე, რომ დედის ცოდვების გამო ჩემი პატარა იტანჯებოდა.

– რას გულისხმობთ ბავშვის ტანჯვაში?

– საშინელი დაავადება აღმოაჩნდა. გადარჩებოდა იმ შემთხვევაში, თუ ძვლის ტვინს გადავუნერგავდით. დონორი ვერ ვნახეთ. მშობლებმა ვერ ვივარგეთ დონორებად.

კახას ექიმთან არაფერი უთქვამს, მერე გამენდო, რომ ყოფილ ცოლს დაელაპარაკებოდა. რას ვიფიქრებდი, რომ იმ ქალისგან რაიმე საიმედო პასუხს მივიღებდი – სამივე შვილზე ანალიზის ჩატარების თანხმობა მოგვცა.

– გადაარჩინეთ შვილი?

–  ძმამ გადაარჩინა. მეტიც, იმ ქალმა გადაარჩინა, ვისაც დედამისმა ცხოვრება დაუნგრია. იმ ქალმა თავისი დიდსულოვნებით მეც გადამარჩინა. მე ხომ სული ეშმაკისთვის მქონდა მიყიდული.

– კახა სად წავიდა, როდის, როგორ?

– როდესაც ერთად ვცხოვრობდით, პირველი ცოლი ბავშვებთან ურთიერთობას არ უშლიდა. გულშიაც არ გამივლია, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი კვლავ დაახლოვდებოდნენ. როგორც ჩანს, კახას გული ისევ ყოფილი ცოლისკენ მიუწევდა, ისევ ის უყვარდა, და არა მე.

თურმე კახა აკვირდებოდა, ყოფილ ცოლს რა ღირსეულად გაჰქონდა თავი. ის ყველაფერი, კი, რაც მათი ოჯახის დანგრევამდე ხდებოდა, უცებ გაქრა. აღარავინ ურეკავდა, – შენი ცოლი აქ არის, მის გვერდით ესა და ეს კაცია, ახლა მანქანა გაუჩერა, ერთად წავიდნენო და ა.შ.

დღეს ისინი ერთად არიან. მე კი ჩემს შვილთან და სინდისთან დავრჩი მარტო და ძალიან მაწუხებს ჩემი ცხოვრების ის ექვსი წელი. დრო, როდესაც ბოროტებამ დამიმონა.

არ მინდა ვინმემ გაიმეოროს ჩემი შეცდომა. მართალია, ძლიერი გრძნობაა სიყვარული, მაგრამ ეგოიზმად არ უნდა იქცეს. მაშინ ვეღარ გააკონტროლებ. სიყვარულიდან ბოროტებამდე ხომ ერთი ნაბიჯია…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

სოფო გამრეკელი, კვირსპალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„თურმე ცოლად საკუთარ ბიძაშვილს მივყვებოდი..“

Next Post

საბოლოოდ იმდენად დიდი სისულელე გავაკეთე, რომ ბინაც დავკარგე და ქალის…

Next Post
საბოლოოდ იმდენად დიდი სისულელე გავაკეთე, რომ ბინაც დავკარგე და ქალის…

საბოლოოდ იმდენად დიდი სისულელე გავაკეთე, რომ ბინაც დავკარგე და ქალის...

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In