• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, July 3, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„საბოლოოდ ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჩემი დედამთილი აღმოჩნდა.. ვაკანსიის გასაუბრებაზე რომ მივედი და გოგო დამინახეს, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა”

by inew
14 March 2022
in საზოგადოება
0
„საბოლოოდ ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჩემი დედამთილი აღმოჩნდა..  ვაკანსიის გასაუბრებაზე რომ მივედი და გოგო დამინახეს, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა”
0
SHARES
413
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

“ქალები საქართველოდან” ფარგლებში გამოქვეყნდა 34 წლის ანი თითმერიას ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ანა თითმერია, 34 წლის, ზუგდიდი

“მათემატიკა ყოველთვის კარგად გამომდიოდა და სკოლიდანვე ვიცოდი, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა მინდოდა. მათემატიკის მასწავლებელს რომ ვუთხარი, ინფორმატიკაზე ვაბარებ-მეთქი, სხვათა შორის, არ გაჰკვირვებია, პირიქით – ძალიან გაუხარდა და სულ ხელს მიწყობდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ბაკალავრის დიპლომიც ავიღე, მაგრამ მეგონა, უნივერსიტეტში უკეთეს ცოდნას მივიღებდი და, მაგალითად, ალგორითმებზე მეტს ვისწავლიდი.

სინამდვილეში, ერთი წელიც საკმარისია, რომელიმე მიმართულება საფუძვლიანად რომ შეისწავლო და კონკრეტული პროფესია შეიძინო, მაგრამ იმდროინდელი სისტემა მხოლოდ ზოგად განათლებას გაძლევდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და სახლში კომპიუტერი არ მქონდა, ინტერნეტ კაფეებში დავდიოდი, სადაც საათობრივად გვიწევდა თანხის გადახდა და იქ მეტი განვითარება შეუძლებელი იყო.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, რეპეტიტორად ვმუშაობდი – ბავშვებს მათემატიკაში ვამზადებდი, თუმცა ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარება არასოდეს შემიწყვიტავს, შანსს არ ვუშვებდი ხელიდან და ყოველთვის ვერთვებოდი სხვადასხვა ტრენინგში, სადაც უამრავი რამე ვისწავლე. ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, ვერასოდეს იტყვი, რომ ამ სფეროში განვითარება ამოწურე.

რა ტრენინგებიც ამ წლების განმავლობაში გამივლია, ჯერჯერობით, ყველაზე პროდუქტიული გაეროს ქალთა ორგანიზაციის კურსი აღმოჩნდა. ზუსტად მახსოვს, აპლიკაცია ბოლო წუთებში შევავსე და ღამის 4 საათზე გავაგზავნე. მართალი გითხრათ, მაშინ დიდი მოლოდინი არ მქონდა, რომ რამე განსაკუთრებულ ცოდნას მივიღებდი, მაგრამ ძალიან მოკლე დროში ზუსტად ის ვისწავლე, რაც მე მჭირდებოდა.

ეს კურსი ჩემთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან, შეიძლება ითქვას, იმ პროფესიასთან დამაბრუნა, რომელიც უნივერსიტეტში ბოლომდე ვერ ვისწავლე. 125 ქალიდან, რომლებიც პროგრამის ფარგლებში შეირჩა, 40 საუკეთესოშიც მოვხვდი და ამ პროგრამითვე გავიარე სტაჟირება ლოჯისტიკის ქართულ კომპანია „STYX”-ში, სოცმედიისა და ვებ პროგრამირების მიმართულებით.

პროგრამის დასრულების შემდეგ კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სამეგრელოს ჯგუფის ქალები ერთ გუნდად შევიკრიბეთ და სხვადასხვა კერძო შეკვეთაზე ვმუშაობთ. რამდენიმე ადგილობრივ მეწარმეს გავუკეთეთ ვებგვერდი, სადაც საკუთარი პროდუქციის გაყიდვა შეუძლიათ. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ჩემი შემოსავალი მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩემს გუნდთან ერთად კერძო პროექტებზე მუშაობა და დამატებითი შემოსავლის მიღებაც შემიძლია.

ჩემი ინტერესის გამო, ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობა არასდროს მქონია. პირიქით, ყველა მხარს მიჭერდა მაშინაც, როცა ინფორმატიკაზე ჩაბარება გადავწყვიტე და მერეც – როცა ამ სფეროში განვითარებას ვცდილობდი, მეუღლის ოჯახისგანაც მხარდაჭერა მქონდა. ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჩემი დედამთილი იყო, რომელიც ყველაფერში ხელს მიწყობდა.

ამიტომ, ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, რომ ქალების ერთად დგომა ბევრ რამეს ნიშნავს. თუმცა საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპები, რომ ტექნოლოგიები ქალების სფერო არ არის. წლების წინ, ერთ-ერთ ბანკში ვაკანსია გამოჩნდა, ტექნიკური ხელმძღვანელი სჭირდებოდათ. გასაუბრებაზე რომ მივედი და გოგო დამინახეს, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ვერ იჯერებდნენ, რომ ქალსაც შეეძლო ამ პოზიციაზე მუშაობა. ბოლოს, რა თქმა უნდა, არ ამიყვანეს. ასეთი შემთხვევები მეტ სტიმულს მაძლევდა და სწორედ ამის შემდეგ გავიარე არაერთი ტრენინგი.

სხვათა შორის, კერვა დედამთილმა მასწავლა და ჰობი ბიზნესად ვაქციე – 2017 წელს „აწარმოე საქართველომ“ დაგვაფინანსა და საკერავი მანქანები შევიძინე. საოჯახო ტექსტილის წარმოება როცა დავიწყე, მალევე მივხვდი, რომ გაყიდვებში მნიშვნელოვან როლს სოციალური მედია ასრულებდა, ვებგვერდიც თუ გაქვს, შეგიძლია, შენს ქალაქს, რეგიონს და თუნდაც, ქვეყანას გასცდე. ამ ტრენინგების შემდეგ, შევქმენი საკუთარი ბიზნესის ვებგვერდი და გავმართე ფეისბუქის გვერდიც.

შედეგად, ჩემი გაყიდვები 30%-ით გაიზარდა, რაც მცირე ბიზნესისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა და ვცდილობ, რომ ქალებსა და ახალგაზრდებს ცოდნა გავუზიარო და სოცმედია საკუთარი და ოჯახის ბიზნესების განვითარებაში გამოიყენონ. სხვათა შორის, ერთ-ერთ მეზობელს, რომელსაც ტანსაცმლის მაღაზია აქვს, სოციალურ ქსელში გვერდი ახლახანს გავუკეთე და ამბობს, რომ ეს ბიზნესის გადარჩენაში დაეხმარა.

ამ ტრენინგებმა ყველაზე მეტად თავდაჯერებულობა შემმატა – 34 წელი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაგვიანებულია, რამე ახალი ისწავლო. მეტი ინტერესი და სტიმული გამიჩნდა, ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით გავიღრმავო და პროფესიულ სასწავლებელშიც ჩავაბარო ვებ-დიზაინის მიმართულებით.”

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის “ქალები საქართველოდან”(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი “ქალები საქართველოდან”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

“საკუთარი თავის იმედენად მრცხვენოდა რომ ღამეები თითქმის არ მეძინა ხოლმე”

Next Post

„საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოგვიშვეს! სადღაც რეკავდნენ და ბოდიშსაც კი იხდიდნენ იმის გამო, რომ პასუხს სადღაც ზემოდან ელოდნენ” – რუსი ჟურნალისტი

Next Post
„საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოგვიშვეს! სადღაც რეკავდნენ და ბოდიშსაც კი იხდიდნენ იმის გამო, რომ პასუხს სადღაც ზემოდან ელოდნენ” – რუსი ჟურნალისტი

„საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოგვიშვეს! სადღაც რეკავდნენ და ბოდიშსაც კი იხდიდნენ იმის გამო, რომ პასუხს სადღაც ზემოდან ელოდნენ” – რუსი ჟურნალისტი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In