• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„საბოლოოდ ჩემმა დამ ღია ცის ქვეშ დამტოვა..“

by inew
7 March 2023
in საზოგადოება
0
„საბოლოოდ ჩემმა დამ ღია ცის ქვეშ დამტოვა..“
0
SHARES
854
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

იმაზე დიდი ტკივილი რა უნდა იყოს, ვიდრე ახლობლის ღალატი? მე დამ მიღალატა და ღია ცის ქვეშ დამტოვა, – მეუბნება ქალბატონი ციცო, რომელიც დღეს თბილისში წვრილმანით ვაჭრობს.

ციცო ქუთაისელი გახლავთ. ერთ დროს შეძლებული ოჯახი ჰქონდათ. მერე მშობლები გარდაიცვალნენ და შვილებსაც ბევრი რამ მოაკლდათ. ციცოს  და სამტრედიაში გათხოვდა.  ძმებმა კი სახლში ფეხსაცმლის საამქრო  გახსნეს.

ასე თუ ისე, თავი გაჰქონდათ.  სანამ ცოცხალი ვარ, ვიშრომებ, ძმებს მხარში ამოვუდგები, ისინი კი ლუკმაპურს არ დამაყვედრიანო, – ამბობდა ციცო.

ძმების ბიზნესი კარგად ვერ აეწყო. რაც შემოსდიოდათ, საჭმლისთვის ძლივს ჰყოფნიდათ… სახლ-კარი დიდი ჰქონდათ, თანაც ქუთაისის პრესტიჟულ უბანში. გაჭირვების მიუხედავად, სახლის გაყიდვაზე არც უფიქრიათ, მაინც იმედით შეჰყურებდნენ მომავალს..

მერე მთელი საქართველო დაიძრა საბერძნეთისკენ. ქალებისთვის უფრო იოლი იყო სამუშაოს მოძებნა, მაგრამ ციცოს არ უნდოდა ძმების დატოვება, ედარდებოდა, უცოლო კაცებს ვინ მიხედავსო.

სამტრედიაში გათხოვილ დას ქმარი გარდაეცვალა და ქვრივს იმდენი თავში საცემი გაუჩნდა, ძმებს რას მიხედავდა. სწორედ ამ დროს მეზობელი ქალი უმცროს ძმას, მამუკას შეუჩნდა, – ჩემი ნაცნობი საბერძნეთში კაცებს გზავნის დასაქმების პერსპექტივით, წადი და იქიდან შეეშველე ოჯახსო.

არც ციცოს, არც უფროს ძმას, თემურს უნდოდა მამუკას გაშვება, მაგრამ  – როდემდე უნდა ვიყოთ ასე გაჭირვებულებიო და მამუკა საბერძნეთში წავიდა, მაგრამ დაპირებული ტყუილი გამოდგა – სამუშაო ვერ იშოვა.

მამუკა დას ათასში ერთხელ  შეეხმიანებოდა, დასარეკი ფული არა მაქვს, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, სამუშაოს უთუოდ ვიპოვიო…

ციცო უფროს ძმასაც  უვლიდა და ქვრივ დასთანაც ხშირად დადიოდა საოჯახო საქმეებში ხელის წასაკრავად. ერთხელ სამტრედიიდან დაბრუნებულს თემური გარდაცვლილი დაუხვდა.

მარტოდ დარჩენილმა ვაჭრობას მიჰყო ხელი. ერთხელ,  მეზობლების საუბარს  მოჰკრა ყური, – მაშინ გაიგო, რომ მისი სახლი გაყიდული იყო.  სახტად დარჩენილმა გაიკითხ-გამოიკითხა, თურმე, მათ წინ მცხოვრებ ახალ მეზობელს თვალი დაუდგამს მისი სახლ-კარისთვის.

მერე იმდენი უქნია, ციცოს და დაუთანხმებია სახლის გაყიდვაზე, ისე რომ მან არაფერი იცოდა, დამ სახლი გაუყიდა.

გამწარებულმა ქალმა დასახმარებლად ვის არ მიმართა, მაგრამ სიტყვიერი დაიმედების გარდა, ვერაფერი მიიღო, ყველგან ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ, – დას შენი ნებართვის გარეშე სახლის გაყიდვის უფლება არ ჰქონდა, იბრძოლე და დაიბრუნებო.

ციცო კი, ვერც ბინას იბრუნებს და ვერც უცხოეთში დაკარგულ ძმას. ის ახლა თბილისშია,  საერთო საცხოვრებელში ღამის გასათევად 5 ლარს იხდის. უკიდურესად განიცდის თავის მდგომარეობას, უფრო იმას, რომ დამ უღალატა და ქუჩაში გააგდო.

ასე დაუნდობლად რატომ გაწირა? – ეს კითხვა არ ასვენებს. ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვს, უმცროსი ძმა  სამშობლოში რომ დაბრუნდება, ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ჩემი ქალიშვილი დარწმუნებული იყო, რომ კარგ ბედში ჩავარდა, თუმცა საქმის ასე საშინლად შემოტრიალებას ვერავინ ვერ იფიქრებდა..“

Next Post

ლამაზი გოგოს საშინელი ბედი..

Next Post
ლამაზი გოგოს საშინელი ბედი..

ლამაზი გოგოს საშინელი ბედი..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In