“ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ”, – ეს სიტყვები დაწერა ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა 2023 წლის 26 სექტემბერს. რითაც დაადასტურა, რომ ექსპრეზიდენტთან ოფიციალურად იყო დაშორებული.
მას შემდეგ, რულოვსი საზოგადოების წინაშე ნაკლებად ჩნდება და სოციალურ ქსელებშიც ნაკლებად აქტიურობს.
მისი ფოტოები მოწმობს, რომ იმიჯი მკვეთრად შეიცვალა.
სად გაქრა სანდრა რულოვსი და რატომ აღარ აქტიურობს სოციალურ ქსელში? – Ambebi.ge ამ თემით დაინტერესდა.
გამოცემას წყარო უყვება, რომ რულოვსის იმიჯის შეცვლა მის ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებს უკავშირდება – მას პირად ცხოვრებაში სიახლეები აქვს და თავს ბედნიერად გრძნობს.
სანდრა საქართველოში აგრძელებს ცხოვრებას და შეყვარებულია. ვინ არის მისი რჩეული, ამაზე თბილისში უკვე ბევრს საუბრობენ, თუმცა როგორც ჩანს, თავად არ სურს ამ ეტაპზე, რომ ახალი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ ისაუბროს. არსებული ცნობით, მისი რჩეული ქართველი არ არის.