ვიდრე ადამიანი ცოცხალია, მისი ცნობიერება სხეულში არის, და ბევრ რამეში, საკუთარ თავს მასთან აიგივებს. სხეული – სულის ყველაზე მკვრივი ხედია, ყველა დანარჩენ ხედებს შორის, რადგან ადამიანის ფსიქიკისთვის ფიზიკური შეგრძნება ყველაზე აშკარა არის.
სიკვდილის შემდეგ, სული სხეულთან კარგავს კავშირს და ფიზიკური შეგრძნებების მატერიალური სამყაროდან ასტრალში გადადის, სადაც არ არსებობს დრო და საზღვრები. ნებისმიერი აზრის რეალიზება მაშინვე ხდება, ხოლო ემოციები ულამაზეს ფერებში აისახება.
გარდაცვალების შემდეგ, სულის მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად იმაზეაა დამოკიდებული, თუ როგორი მსოფლმხედველობა ჰქონდა ადამიანს სიცოცხლეში და რამდენად ჰარმონიული იყო მისი შინაგანი «მე» გარე სამყაროსთან. ის, ვისი გონებაც დაჩვეულია სიცოცხლეში ფორიაქს და შფოთვას, სიკვდილის შემდეგაც მოუსვენრად იქნება.
შინაგანი კონფლიქტის არსებობა სულს ასტრალურ დონეზე მანამდე აყოვნებს, ვიდრე ეს კომფლიქტი სრულად არ აღმოიფხვრება. თუ სიცოცხლეში ადამიანმა რამის გააზრება ვერ შეძლო ან ვერ მოასწრო, ამის გაკეთების შესაძლებლობა მას სიკვდილის შემდეგ ეძლევა.
ასტრალი შინაარსობრივად, იგივეა რაც ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ჰადესის ქვესკნელის სამეფოა, რომელშიც სული ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ხვდება. ხოლო ქრისტიანები (კათოლიკები) – საიქიოს ამ ნაწილს განსაწმენდელს (ადგილი სადაც სულის განწმენდა ხდება, ვიდრე ის თავის გზას გააგრძელებს) ეძახიან.
ასტრალური დონე, – ემოციურ-მენტალური სამყარო არის, რომელშიც ცნობიერება საკუთარ «მე»-ს ხვდება, მის ყველა ასპექტში – ხედავს ყველაფერს, რაც მიწიერი სიცოცხლის დროს, მის პიროვნულ ქვეცნობიერში ღრმად იყო ჩამალული.
საქციელს, ფიქრებს, თუ სიტყვებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეში, მის სინდისთან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ, გაარდაცვალების შემდეგ, სული ხელახლა იაზრებს და ეს იქამდე გრძელდება, ვიდრე მონანიების მომენტი არ დადგება. ჩვევები, უკმაყოფილებები და შიშები მანამდე დასდევენ სულს ჩრდილებივით, ვიდრე მათ თავად არ გაათავისუფლებს.
მიწიერი ცხოვრების ტვირთისგან სრულად გათავისუფლების შემდეგ, სული გზას აგრძელებს. მისი მენტალური და ემოციური სხეული განიბნევა, ხოლო უკვდავი ნაწილი – უმაღლეს, სულიერ სამყაროში მიემართება. სამყაროში, სადაც არც აზრებია და არც ემოციები. უპირობო სიყვარულის სუფთა სინათლის მსგავსად, ის ყოველგვარი დაპირისპირების და სუბიექტივიზმისგან არის თავისუფალი. სული განვითარების ამ ეტაპზე ნირვანას აღწევს, ანუ ყოველგვარი ტანჯვისგან საბოლოოდ თავისუფლდება.
- მაგრამ, ამით, სულის გზა არ სრულდება…
ჩრდილოეთ კაროლინის სამედიცინო სკოლა-უნივერსიტეტის პროფესორის რობერტ ლანცის განცხადებით, ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სიკვდილი ილუზიაა, რომელსაც ჩვენი ცნობიერება ქმნის.
მეცნიერი ამტკიცებს, რომ სიკვდილის შემდეგ, ადამიანი პარალელურ სამყაროში გადადის და რომ ადამიანის ცხოვრება მრავალწლოვანი მცენარის ცხოვრებას ჰგავს, რომელიც ყოველთვის ბრუნდება, რომ მულტისამყაროში ისევ გაყვავდეს.
ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენი ცნობიერების წყალობით არსებობს (მაგ., ჩვენს სამყაროში არ არსებობს ფერი და ხმა. არსებობს მხოლოდ ფერისა და ხმის ტალღები, რომლებსაც საგნები ასხივებენ ან გამოსცემენ), თვლის ლანცი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანებს სიკვდილის იმიტომ სჯერათ, რომ ასე ასწავლეს, ან იმიტომ, რომ ჩვენი ცნობიერებისთვის სიცოცხლე, შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებასთან ასოცირდება. მეცნიერის აზრით, სიკვდილი არ არის სიცოცხლის აბსოლიტური დასასრული – ის, მხოლოდ სხვა სამყაროში გადასვლას ნიშნავს
ფიზიკაში უკვე დიდი ხანია რაც არსებობს თეორია უსასერულო რაოდენობის სამყაროს არსებობის შესახებ, სიტუაციებისა და ადამიანების სხვადასხვა ვარიაციებით. ყველაფერი, რაც აქ შეიძლება მოხდეს, უკვე სადღაცას ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილი პრინციპში არ არსებობს.
უძველეს რელიგიურ სისტემებში, საიქიო არადიფერენცირებულ ბნელ სამეფოს წარმოადგენს, მზის სხივებისა და სიხარულის გარეშე. რომელიც, ხშირ შემთხვევაში, სამიარუსიანი (ზეცა – მიწა – მიწისქვეშეთი) სამყაროს ქვედა იარუსზე მდებარეობს.
სხვადასხვა ხალხები საიქიოს განსხვავებულად მოიხსენიებენ, მაგრამ შინაარსი ყველგან ერთია. მაგ., კი-გალი ან კური («დიდი მიწა», «მთიანი მხარე») – შუმერულ კულტურაში. კურ-ნუ-გი («ქვეყანა დაბრუნების გარეშე») – აკადურში; დუატი (ბნელი, ღრმა და უსასრულო) – ეგვიპტურ რელიგიაში; ბერძნულში – აიდი ან გადესი («უჩინარი», «უხილავი»); შეოლი (ქვემო სამყარო) – იუდაიზმში.
საიქიოს შესახებ, ყველაზე უძველეს წარმოდგენებში, არ იყო ეთიკური დაყოფა და ყველა გარდაცვლილი ადამიანის სული ერთი და იგივე ადგილზე ხვდებოდა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო დედამიწაზე. ყველაზე უძველეს წყაროს, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია სულების დიფერინცირების შესახებ, ძვ. წ. აღრ. XXI-XVII სს. შექმნილი, ძველეგვიპტური, «გარდაცვლილების წიგნი» წარმოადგენს.
მასში აღწერილია ოსირისის (ძვ. ეგვიპტურ მითოლოგიაში მცენარეების და წყლის ღმერთი, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული) სასამართლო, რომლის შემდეგ, ღვთისმოსავი ადამიანის სული იალუს ველზე მიდიოდა, სადაც სრული ნეტარება ელოდა, ხოლო ცოდვილის სული – მონსტრი ამატის ლუკმა ხდებოდა ანუ ნადგურდებოდა.
საიქიოში, სულების დაყოფის მსგავსი წარმოდგენები, უფრო გვიანდელ, ძველბერძნულ წყაროებშიც შეიმჩნევა, რომელთა მიხედვით, გარდაცვლილი ადამიანის სული, რომელსაც სიცოცხლეში ღმერთების წყრომა არ დაიმსახურებია, სამოთხეში ხვდებოდა, ხოლო ცოდვილის სული ისჯებოდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია..