• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საკმაოდ დიდ კომპანიაში ვმუშაობდი.. დახლოებით 60 წლის უფროსი მყავდა, მუდმივად დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ და ძალიან მალე დამაწინაურა.. ვიფიქრე, ალბათ, ჩემი ხნის ბიჭი ჰყავს და სარძლოდ მოვწონვარ-მეთქი, თუმცა ძალიან ვცდებოდი.. – 28 წლის გოგოს წერილი

by inew
18 March 2023
in საზოგადოება
0
საკმაოდ დიდ კომპანიაში ვმუშაობდი.. დახლოებით 60 წლის უფროსი მყავდა, მუდმივად  დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ და ძალიან მალე დამაწინაურა.. ვიფიქრე, ალბათ, ჩემი ხნის ბიჭი ჰყავს და სარძლოდ მოვწონვარ-მეთქი, თუმცა ძალიან ვცდებოდი.. – 28 წლის გოგოს წერილი
0
SHARES
2.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

საკმაოდ სერიოზულ დაწესებულებაში ვმუშაობ. ჩემს ასაკთან შედარებით თანამდებობაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მაქვს და ხელფასიც, რის გამოც, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბევრი თანამშრომლის (განსაკუთრებით – ქალების) შურის ობიექტი გავხდი, მაგრამ, ვცდილობ, არ შევიმჩნიო და ჩემი საქმე ვაკეთო.

ფიზიკურადაც არა მიშავს რა და, ამ ყველაფრის ფონზე, მომწონებელიც ბევრი მყავს: უცოლო თანამშრომელი ბიჭების უმრავლესობა კუდში დამდევს და სიყვარულს მეფიცება და არც ცოლიანები მაკლებენ ყურადღებას.

საერთოდ, ძალიან სერიოზული ადამიანი ვარ და არც ემოციების აყოლა მჩვევია, მაგრამ ერთი თანამშრომელი ბიჭი მეც მომეწონა და ჩუმად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, სამსახურში კი არაფერს ვიმჩნევდით.

არ ვიცი, როგორ, მაგრამ ეს ამბავი ჩემმა უშუალო უფროსმა შეიტყო, დაიბარა ვაჟიკო და შეფარვით დაემუქრა, რომლის შინაარსი ასეთი იყო: აირჩიე, ან სამსახური, ან ეგ გოგოო (ანუ – მე).

ვაჟიკომაც სამსახური აირჩია და ასე დავშორდით. თუმცა ეს ყველაფერი მე გვიან შევიტყვე და ვერ ვიგებდი, რატომ მარიდებდა თვალს და გამირბოდა ჩემი ყოფილი შეყვარებული.

როცა ჩემამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია, რომ უფროსს ვაჟიკო დაუბარებია, თავიდან მეგონა, ასაკოვანი კაცია, დიდი ხანია, ვაჟიკო მასთან მუშაობს, ალბათ, რაღაც „ისეთი“ იცის მის შესახებ და უნდა, რომ მისგან დამიცვას-მეთქი, მაგრამ ჩემს ყოფილ შეყვარებულზე ცუდი ჭორადაც კი არაფერი გამიგია.

მერე ისიც კი ვიფიქრე, ალბათ, ჩემი ხნის ბიჭი ჰყავს და სარძლოდ მოვწონვარ-მეთქი, რადგან ვაჟიკოს ჩამოშორების შემდეგ განსაკუთრებით თბილად და ყურადღებით მექცეოდა, სახალხოდ მადლობას მიცხადებდა კარგი მუშაობისთვის, რაღაც სერიოზულ დავალებებს მაძლევდა და სხვების გასაგონად მაქებდა.

ერთ დღეს კი დამაწინაურა – მთავარი განყოფილების უფროსად გადამიყვანა. ესეც არ მაკმარა, ორი თვის შემდეგ თავის მოადგილედ დამნიშნა და პრაქტიკულად მთელი სამსახურის საქმე მე ჩამაბარა. მეც მიხაროდა და თავს არ ვზოგავდი, რომ მისი ნდობა გამემართლებინა.

ცუდი ნამდვილად არაფერი მიგრძვნია, რადგან ერთხელაც კი არ შეშლია რამე. მართალია, ხაზგასმით თბილად და პატივისცემით მექცეოდა, სულ მადლობებს მიხდიდა კარგი მუშაობისთვის, მაგრამ ამის იქით მისი მხრიდან პატარა „ნამიოკიც“ კი არ ყოფილა ისეთი, რომ მისი ეს კეთილგანწყობა სხვა რამისთვის მიმეწერა.

იმის გამო, რომ საქმეებით ძალიან დაკავებული ვიყავი, თანამშრომლებთანაც ვეღარ მქონდა ახლო ურთიერთობა და, აქედან გამომდინარე, ვერც კი წარმომედგინა, რომ თურმე ზურგსუკან ქირქილებდნენ და ჭორაობდნენ ჩემზე.

ვაჟიკო კი განსაკუთრებით ოფიციალურად მექცეოდა და ყველაფერში ხაზს უსვამდა, რომ მე უფროსი ვიყავი, ის კი – ჩემი ხელქვეითი და ყველაფერში მემორჩილებოდა.

მერე თანდათან შევამჩნიე, რომ სამსახურის შენობიდან ჩემი გასვლისას ან უფროსის კაბინეტში შესვლა-გამოსვლის დროს, ქალებსაც და კაცებსაც ირონიული ღიმილი ეფინებოდათ სახეზე და ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედავდნენ ხოლმე.

განსაკუთრებით კი ერთი, ქალბატონი თამრიკო, ვერ იკავებდა თავს და ჩემი დანახვისთანავე რაღაცას გადაუჩურჩულებდა ხოლმე გვერდით მჯდომს. ეს ამბავი არ მსიამოვნებდა, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. ერთ დღეს კი, სამსახურში რომ მივედი, ქალბატონმა თამრიკომ ხმამაღლა გამოაცხადა – აი, ჩვენი დიასახლისიც მოვიდაო.

ზოგმა იუხერხულა, ზოგმა ჩაიფხუკუნა, ვაჟიკო ადგა და ოთახიდან გავიდა. მხოლოდ ერთმა, ნონა დეიდამ (ასე ვეძახდით ყველა, ასაკის გამო) დაუტატანა თავშეკავებულად. ჩემს კაბინეტში შევედი და ნონა დეიდას ვთხოვე, ცოტა ხანს ჩემთან შემოსულიყო.

ეს ქალი განსაკუთრებით მიყვარდა, რადგან ყოველთვის დედასავით მექცეოდა. დავსვი და ვკითხე, გამაგებინეთ, რა ხდება-მეთქი. ჯერ იუხერხულა, მერე კი მითხრა, ჯობია, ჩემგან გაიგოო და ყველაფერი მიამბო: თურმე ქალბატონი თამრიკო წლების განმავლობაში ყოფილა შეფის საყვარელი.

ის ჰპირდებოდა, ცოლს გავეყრები და შენ შეგირთავო, მაგრამ, არათუ არ გაეყარა, საყვარლობაზეც უარი უთხრა – მომბეზრდიო. საწყალ ქალს ამ ხნის განმავლობაში გამოსჩენია ერთი-ორი მთხოვნელი, მაგრამ მათთვის უარი უთქვამს იმ იმედით, რომ შეფი შეირთავდა, ამან კი ასე უსინდისოდ დააკარგვინა წლებიც და ოჯახის შექმნის შანსიც.

მაგრამ, ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ბატონი ომარი თანამშრომელ გოგოებს „მიადგა“ და ხან ერთი ჰყავდა საყვარლად, ხან – მეორე. თანაც, ყველას, ვისაც კი თვალს დაადგამდა, ჯერ ქებას უწყებდა, მერე აწინაურებდა, დიდ ხელფასს უნიშნავდა და ბოლოს არჩევანის წინაშე აყენებდა: ან მისი საყვარლობა, ან – სამსახურიდან წასვლა.

ცდუნებას თითქმის ვერავინ უძლებდა და ეს ყველაფერი თამრიკოს თვალწინ ხდებოდა. ბოლოს, როცა ბატონ ომარს ის ვიღაც გოგო მობეზრდებოდა, მისთვის სხვა სამსახურს შოულობდა და თავიდან მშვიდობიანად იშორებდა.

მხოლოდ ვერიკო არ გაუშვია, რადგან მისი შანტაჟის ეშინოდა. როგორც გაირკვა, მეც იმიტომ ამითვალწუნა ქალბატონმა თამრიკომ, რომ შეფმა ჩემთან დასაახლოებლად ჩვეულ ხერხს მიმართა, ოღონდ, ცოტა შორიდან შემომიარა – ალბათ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ასე ადვილად ვერ გამიბედა, ეთქვა, ჩემი საყვარელი გახდიო.

მე დეიდა ნონას ვუმტკიცებდი, მსგავსი არაფერი უგრძნობინებია ომარს-მეთქი. მან კი მითხრა, აწი გაგრძნობინებს და ფრთხილად იყავიო. მისი სიტყვები რამდენიმე დღის შემდეგ გამართლდა: ომარმა შეფარვით და ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც შემომთავაზა საყვარლობა და ეს მის კაბინეტში მოხდა, როცა რაღაც საქმესთან დაკავშირებით სათათბიროდ დამიძახა.

მე შინაგანად მზად ვიყავი ამისთვის, მაგრამ მაინც ავღელდი. ჯერ ერთი, ასეთი ურთიერთობები ჩემს მორალურ პრინციპებს საშინლად ეწინააღმდეგება. მეორეც, თუ მაინცდამაინც საყვარელს გავიჩენ, რაღა 60 წლის ბეხრეკს ავირჩევ, თანაც – ცოლშვილიანს.

ერთი სიტყვით, ვუთხარი, პასუხს ხუთ წუთში გეტყვით-მეთქი და ჩემს კაბინეტში გავედი. უჯრიდან წინასწარ გამზადებული განცხადება (სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით) ამოვიღე, შევუტანე, მაგიდაზე დავუდე და უხმოდ გამოვედი. ეს რა არისო, – მხოლოდ ეს მკითხა, მეტი არაფერი უთქვამს.

ჩემს კაბინეტში დავბრუნდი, პირადი ნივთები შევაგროვე, პარკში ჩავაწყვე და ისე წამოვედი იქიდან, არავისთვის არაფერი მითქვამს, მარტო ნონა დეიდას დავემშვიდობე.

რა მოხდა იქ ჩემი წამოსვლის შემდეგ არ ვიცი და არც მაინტერესებს. ერთი თვის შემდეგ კი ვაჟიკომ დამირეკა, შენი ნახვა მინდა, საქმე მაქვსო. არ მინდოდა მასთან შეხვედრა, ტელეფონში მითხარი, რა საქმე გაქვს-მეთქი, მაგრამ, ისე გადამეკიდა, დავთანხმდი.

ყვავილებით მოვიდა. მერე მთხოვა, კაფეში დავსხდეთ, ყავა დავლიოთ და ჩემს სათქმელსაც იქ გეტყვიო. უკვე მართლა მაინტერესებდა, რა სათქმელი ჰქონდა ასეთი. ბოლოს მეუბნება, შენთან დამნაშავე ვარ, სხვა გზა არ მქონდა, ის ტიპი (ანუ – შეფი) ისე დამემუქრა.

ახლა მეც წამოვედი იქიდან და, თუ ისევ გიყვარვარ, ცოლად გამომყევიო. ნამდვილად აღარ მიყვარდა და, რომც მყვარებოდა, მაინც უარს ვეტყოდი. პირდაპირ მივახალე: ოღონდ შენი ქეციანი სამსახური არ დაგეკარგა და იმ გარყვნილი ბებრის საყვარლობისთვის გამიმეტე.

ახლა კი საშიშროება აღარ გემუქრება და ისევ ჩემთან მოირბინე-მეთქი. მერე ის თაიგული ფეხებში მივაყარე და წამოვედი. ცოტათი კი შემეცოდა, მაგრამ ეს ომარზე უარესი არაკაცი გამოდგა და ასეთ ადამიანს ცხოვრებას ნამდვილად ვერ დავუკავშირებ, სულ რომ გაუთხოვარი დავრჩე.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ელენე, 28 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

იმის გამო, რომ მე და ჩემს ქმარს შვილი არ გვყავდა მულმა ბინის წართმევა მოინდომა, თუმცა წლების შემდეგ ბავშვი ვიშვილეთ.. ამაზე სულ გაგიჟდა და შური ჩვენს შვილზე იძია..

Next Post

ჩემმა დამ და მულებმა ისეთი რამეები გააკეთეს ნერვიულობისგან მუცელი მომეშალა.. ჩემი ქმარი კი ნამდვილი არაკაცი აღმოჩნდა.. – ახალგაზრდა ქალის ემოციური წერილი

Next Post
ჩემმა დამ და მულებმა ისეთი რამეები გააკეთეს ნერვიულობისგან მუცელი მომეშალა.. ჩემი ქმარი კი ნამდვილი არაკაცი აღმოჩნდა.. – ახალგაზრდა ქალის ემოციური წერილი

ჩემმა დამ და მულებმა ისეთი რამეები გააკეთეს ნერვიულობისგან მუცელი მომეშალა.. ჩემი ქმარი კი ნამდვილი არაკაცი აღმოჩნდა.. - ახალგაზრდა ქალის ემოციური წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In