აშშ-ში, კერძოდ, არკანზას შტატში მომხდარი დაუჯერებელი ისტორია დასავლურ მედიას იპყრობს. 23 წლის ჩასტი პეტერსონი ოთხი წლის განმავლობაში, გარდაცვლილ მამას მობილურზე ტექსტურ შეტყობინებებს წერდა.
ბოლო გზავნილის შემდეგ, გოგონამ ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
”ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად ვწერდი მამაჩემს, რომ მეთქვა, როგორ მიდიოდა ჩემი ცხოვრება. დღეს იყო ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი კარგადაა და შემიძლია დავასვენო ის“- წერს პეტერსონი
საქმე იმაშია, რომ გოგონამ მამის გარდაცვალებიდან ოთხი წლისთავზე პასუხი მიიღო კაცისგან, რომელსაც ზუსტად 4 წლის წინ ავტოკატასტროფაში ქალიშვილი დაეღუპა.
,,გამარჯობა საყვარელო, მე არ ვარ შენი მამა, მაგრამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვიღებდი ყველა შეტყობინებას და ყოველ დილით მოუთმენლად ველოდებოდი.
მე 2014 წლის აგვისტოში, ავტოკატასტროფაში დამეღუპა ქალიშვილი და შენმა მესიჯებმა სიცოცხლე შემინარჩუნა. ვიცი, რომ ეს ღვთის გზავნილია. შენ არაჩვეულებრივი ქალი ხარ და ვისურვებდი ჩემი ქალიშვილი გახდე, ” – წერს ბრედი
ის ამბობს, რომ ხშირად უფიქრია პასუხის გაცემაზე, თუმცა ვერ გაბედა, რადგან გოგონას უფრთხილდებოდა.
როგორ აღმოჩნდა გარდაცვლილი გოგონას მამის ნომერი ბრედის ხელში, უცნობია. სავარაუდოდ, ნომერი სხვა აბონენტს მისცეს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..