სამწუხაროდ, პროცესები განვითარდა ისე, რომ ძალიან სწრაფად დაეცა მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ეს დიდი ტრაგედია, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან.
მისივე თქმით, კონსილიუმის თითოეულმა წევრმა აღნიშნა, რომ ასეთი რამ ნებისმიერ დროს იყო მოსალოდნელი.
„როდესაც შესაბამისი მანიპულაციები ჩატარდა, ამას მოჰყვა პოლიორგანული უკმარისობა. ეს გამოიხატა ფილტვების, თირკმელების და გულის უკმარისობაში. ეს არის მდგომარეობა, რის გამოც წნევის შენარჩუნება უჭირდა ორგანიზმს. მოულოდნელად, თუმცა მოსალოდნელად, რადგან ნებისმიერ დროს ასეთი არასტაბილურობის პირობებში შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები.
კონსილიუმის თითოეულმა წევრმა აღნიშნა, რომ ასეთი რამ ნებისმიერ დროს სამწუხაროდ მოსალოდნელი იყო. ნამდვილად არ მინდოდა იმედი წამერთმია მოსახლეობისთვის.
მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც ჩემს სიცოცხლეში არც მახსენდება. ეს მართლაც უმძიმესი ტრაგედია, უმძიმესი დანაკარგია. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო. ყველას ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.


