• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, January 23, 2026
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველოში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ ქმარი ვიღაცასთან ცხოვრობდა, შვილებს კი მისთვის არ ეცალათ”

by inew
23 January 2026
in საზოგადოება
0
“საქართველოში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ ქმარი ვიღაცასთან ცხოვრობდა, შვილებს კი მისთვის არ ეცალათ”
0
SHARES
1
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“გზის” ერთ-ერთ ნომერში გაიცანით ემიგრანტი, რომელიც “ჭინჭარის” ფსევდონიმით წერს. შეიძლება, მისი სიტყვები მართლაც ჭინჭარივით ისუსხებოდეს, მაგრამ მწარე რეალობას ასახავს. ელისო კავილაძე პროფესიით ჟურნალისტია. 5 წელზე მეტია, იტალიაში, რეჯო დი კალაბრიაში ცხოვრობს. წყალტუბოში იყიდა სახლი და ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება – სოფელში ცხოვრება აქვს გადაწყვეტილი.

– ვერ ვიტყვი, დიდი გაჭირვების გამო წამოვედი-მეთქი. მქონდა გარკვეული პრობლემები, თან გარემოს გამოცვლა, რაღაც სიახლე მინდოდა. ახალი ჩამოსულისთვის ყველაზე რთული იყო ენის ბარიერი, კომუნიკაციის პრობლემა. ამას რომ გადალახავ, მერე სხვა პრობლემა იჩენს თავს, – რაც უნდა კარგად შეეგუო ოჯახს, თავს მაინც პატიმრად გრძნობ, სხვის სახლში ხარ და ამიტომ. ძალიან მიყვარს აქაურობა და ის ოჯახიც, სადაც ახლა ვცხოვრობ, მაგრამ ამ სახლის კედლები ჩემთვის მაინც საპყრობილეა. თავისუფლების დაკარგვა ყველაზე მეტად განადგურებს – მშვიდად ვერ იძინებ, ბედნიერი ვერ იღვიძებ, შენს გემოზე ბანაობაც არ შეგიძლია, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ჯერ მოხუცი უნდა მოაწესრიგო და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრო საკუთარ თავზე. ემიგრანტობა – ეს არის შენი ცხოვრება უშენოდ. მახსოვს, ახალი ჩამოსული ვიყავი, უცებ თმა გამცვივდა და შეშინებული, ექიმთან წავედი. ბუდობრივი სიმელოტე – ასეთი დიაგნოზი დამისვა. დაინტერესდა, სად ვმუშაობდი და როდესაც ვუთხარი, უცხოელი ვარ და მომვლელად ვმუშაობ-მეთქი, – ანალიზები არ გჭირდება, მიზეზი სტრესიაო, – მითხრა.

აქ რასაც ვმუშაობ, ამდენი საქართველოში რომ მემუშავა, დღეს უზრუნველყოფილი ვიქნებოდი. ქართველებს უცებ გვინდა ყველაფერი.

გვგონია, უცხოეთში უკეთესია და იოლად აიწყობ ცხოვრებას, თუმცა აქ გაცილებით მეტია შრომა, ვიდრე საქართველოში. უბრალოდ, ეჩვევი კომფორტს და გინდა იქ, შენს სახლშიც გქონდეს საუკეთესო პირობები. კარგი, ამისთვის იმუშავე 3-4 წელი, მერე ხომ შეიძლება დაუბრუნდე ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს?! არა, ყიდულობ მანქანებს ოჯახის წევრებისთვის, უფრო მაგრად არემონტებ სახლებს და ამ ყველაფერს ისე ეჩვევი, რომ მეტი და მეტი გინდა, ვეღარ იკმაყოფილებ სურვილებსა და მოთხოვნილებებს. ამბობ, რომ შვილებისთვის თავგადადებული დედა ხარ და ამიტომ აკეთებ ამას, რაც არასწორია. საკუთარ თავს ხომ ინადგურებ ამით და გარდა ამისა, შვილების მომავალსაც ანადგურებ. ვერ დავიჯერებ, რომ დედის გარეშე გაზრდილი შვილი უფრო ბედნიერია, ვიდრე ის, ვინც დედასთანაა და მთელი წელი ერთი წყვილი ფეხსაცმლით დადის. ვცდილობ, როცა ვამბობ ან ვწერ, მსუბუქად ვთქვა სათქმელი, არ მიყვარს ადამიანების გაღიზიანება ჩემი მოსაზრებების გამო, მაგრამ რეალურად ასეა…

მთავარი ის არ არის, ბრენდის ტანსაცმელი გაცვია თუ არა, ძვირად ღირებული მანქანით დადიხარ თუ არა, ყოველდღე რესტორანში მიირთმევ თუ არა, – დიახ, ეს არ არის ბედნიერება და ჩემი ეს სიტყვები თუ ვინმეს ეწყინება, იმიტომ ეწყინება, რომ სიმართლეა. იცით, როდის იაზრებენ ამ ყველაფერს? როდესაც ჩადიან საქართველოში და გაუცხოებული ოჯახის წევრები ხვდებიან. წლობით რომ დატოვებ, იმ ბავშვმა აღარ იცის დედის სიყვარული, დედას ფუფუნებას ამჯობინებს. ამ 5 წლის განმავლობაში ერთი ქალიც არ ვიცი, ვინც საქართველოში წავიდა და დარჩა. ერთმა ნაცნობმა დაბრუნება გადაწყვიტა: 13 წელია, აქ ვარ და საკმარისიაო. 2 შვილი ჰყავდა, ორივე დაოჯახდა, ორივესთვის ბინები იყიდა, გაურემონტა, მოუწყო. საქართველოში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ ქმარი ვიღაცასთან ცხოვრობდა, შვილებს კი მისთვის არ ეცალათ. რომ დამირეკა და მითხრა, ისევ იტალიაში ვარო, გავოგნდი. – სახლში რომ ჩავედი და დრო გავიდა, მივხვდი, ჩემი სახლი იტალიაში უფრო იყო, ვიდრე ჩემს ოჯახშიო… ვიღაც იტყვის, სამაგიეროდ, შვილებსა და შვილიშვილებს ცხოვრება მოუწყოო, მე კი ვფიქრობ, რომ დაუნგრია, რადგან საღ-სალამათ, ზრდასრულ ადამიანებს ასწავლა სხვის კმაყოფაზე ცხოვრება.

მეც გამეპარა წლები. შეცდომა ის კი არ არის, აქ რომ ჩამოვედი – იტალიაში რაც ვისწავლე, საქართველოში ამის სწავლას 10 და 15 წელი მოვუნდებოდი, აქ გაცილებით ნაკლებ დროში “გავიზარდე”. ჩემი შეცდომა ის არის, 2 წლის წინ დაბრუნება რომ შემეძლო და არ დავბრუნდი. იმედი მქონდა, საბუთს გავაკეთებდი, აქ სწავლას შევძლებდი და ა.შ. რა თქმა უნდა, ვაპირებ ჩამოსვლას, აქ ყოფნას ყველაფერი მირჩევნია. 10 წელი რომ დავრჩე, შეიძლება მერე ვიფიქრო, რატომღა წავიდე, აქაც კარგად ვარ-მეთქი, მაგრამ არ მინდა, ბოლომდე ჩავრჩე ამ ჭაობში.

 

ქართველების ბაღი

– პირველი, რაც რეჯოში ჩამოსულს მასწავლეს, ფოსტა და “ქართველების ბაღი” იყო, რომელიც სანტ აგოსტინოს ეკლესიის წინ, პიაცა სანტ აგოსტინოს ეწოდება. დასვენების დღეები იქ გაჰყავდათ ქართველებს, ამიტომ შეარქვეს ასე.

რამდენი რამე უნახავს “ქართველების ბაღს”, იცით?.. მემატიანე, უტყვი მემატიანეა. იქ რომ არ მომხდარა, რეჯოში ისეთი არაფერი ყოფილა: დაბადების დღეების აღნიშვნა, ქეიფი და დროს ტარება, საქმეების გარჩევა, ხელჩართული ჩხუბი თუ ჭორების დაბადება – ყველაფერი იქ იღებდა სათავეს. ხმაურიანი, დამღლელი ადგილი იყო ერთ დროს. იმ ორღობულმა სიტუაციამ მაშინვე გამაღიზიანა. თანაც, პირველად იქ მისულს ასეთი სცენა დამხვდა: ორი ქალი, ერთი ბეწვის ქურქით და მეორე ბეჭდიანი ხელებით, ერთმანეთს “მუხლზე გადამტვრევით” ემუქრებოდა და როგორც მერე გავიგე, განახორციელეს კიდეც. ქართველი ბიჭებიც იქ ვნახე პირველად. ქართულ, საკუთარი დედის გინებაზე მივიხედე ინსტინქტურად. ახალგაზრდები იყვნენ, ასე, ჩემი ასაკის ბიჭები. გავღიზიანდი. ჩემმა მზერამ ისინი გააღიზიანა და საბოლოოდ მივხვდი – “ქართველების ბაღი” შარი იყო და მე, როგორც შარში მოხვედრის დიდოსტატს, ამ ბაღში ფეხი აღარ უნდა მიმედგა.

მერე ამ ბიჭებს მაღაზიაში შევხვდი. ფეხსაცმელს ვეძებდი, სეზონის შესაფერისს და იაფს. ნაცნობ ქალთან ერთად იყვნენ. შემომთავაზეს, აირჩიე, ზომა გვითხარი და ნახევარ ფასად “გამოგიტანთო”. ამ ქალმაც მითხრა, – სანდო ბიჭები არიან, რატომ უნდა გადაიხადო ზედმეტიო?!. არადა, ვერაფერი მაიძულებდა ასე რამის ყიდვას… მერეც ხშირად ვაწყდებოდი ქუჩაში ასეთ შემოთავაზებას, ვაჭრობას.

წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა ქართველი კაცი, მოპარული კოსმეტიკური საშუალებებით მოვაჭრე, იაფფასიანი სახის კრემის ყიდვას რომ დაჟინებით გთხოვს ან საცურაო კოსტიუმს ასაღებს. “ვერ დაგიკლებ, მეც ხომ ვწვალობ”, – თავის შესაცოდებლად წისქვილის ქვასაც რომ თავზე იბრუნებს. წარმოიდგინეთ, როგორ დგას ქართველი კაცი ქუჩაში და “ბავშვის პამპერსისთვის” ანდა ბოთლი ლუდის ფულისთვის ნაქურდალ ხარახურას გაჩეჩებს. წარმოიდგინეთ ქალები, რომლებიც უკვეთენ მოსაპარ ნივთებს და შვილებს უგზავნიან. თქვენ წარმოიდგინეთ – მე ხომ ისედაც ვხედავ!..

 

“თვითდასაქმება” იტალიაში, ეროვნული უთავმოყვარეობა, ქურდობა შემდეგში

– ეს, ერთი წლის წინ, “ჭინჭარის” ერთ-ერთი პირველი წერილია იტალიიდან და ახლა მხოლოდ ერთი მიზეზით ვიხსენებ: “ახლა ეს ყმაწვილები, ანუ “თვითდასაქმებული” ქართველები იტალიაში, უმუშევრად დარჩნენ. მაღაზიები დახურულია და ქალებიც გარეთ ვერ დადიან. ახლა ეს ქართველები საქართველოს ლანძღავენ, მხოლოდ საქართველოს მთავრობას კი არა, საქართველოს! დაგვაბრუნეთ საქართველოშიო… საინტერესოა, რამდენმა მათგანმა იფიქრა მაღაზიიდან წვრილმანი ხარახურის “გამოტანისას”, რომ ქართველი იყო, მაშასადამე – საქართველოს ელჩი იტალიაში?! რამდენმა ქალმა იფიქრა, რომ მოპარული ნივთების ოჯახში, შვილებისთვის გაგზავნა ისეთივე დანაშაულია, როგორიც ქურდობა?! გინდათ გითხრათ, რამდენმა? არც ერთმა! ქურდობით თავის რჩენაც ცხოვრებას ჰბრალდება აქ. ძვირად ღირებული მზის სათვალე რომ არ არის ხელმისაწვდომი მაღაზიაში, ესეც ცხოვრების ბრალია და ნახევარ ფასად ყიდვა – “შანსი”. არც ის ქალები ფიქრობდნენ, სათვალეში 100 ევროს გადახდისას, საქართველოს პრესტიჟსა და ქვეყნის ღირსებაზე. რატომღაც, “გუჩის” სათვალე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დედა მათ გვერდით, აბა, რა! გაგრძელება

წყარო: კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

Next Post

ლორენცოს პირველი კომენტარი „ჰაუსის“ დატოვების შემდეგ

Next Post
ლორენცოს პირველი კომენტარი „ჰაუსის“ დატოვების შემდეგ

ლორენცოს პირველი კომენტარი „ჰაუსის“ დატოვების შემდეგ

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In