ამერიკაში, ნიუ იორკში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. 35 წლის დიმა ქარდავა სამეგრელოდან იყო და ამერიკაში სამუშაოდ წელიწად-ნახევრის წინ წავიდა.
ახლობლის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ავარიის შედეგად, ახალგაზრდა კაცს მკლავზე ოპერაცია დასჭირდა, რის შემდეგაც თრომბი განუვითარდა.
„ერთი კვირის წინ გაუკეთდა ოპერაცია, მერე თითქოს კარგად იყო და უცებ თრომბმა მოსპო მთასავით ბიჭი. ავარია მისი ბრალეულობით არ მომხდარა და სასამართლოც მოიგო. კომპენსაციას ელოდებოდა და ორ თვეში უნდა წამოსულიყო სამშობლოში, სადაც საცოლე ელოდებოდა“, – გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
ახალგაზრდა კაცს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
„შენზე როგორ დავწერო მოკვდა-თქო ბიჭოო? შენზე როგორ დავწეროო? დიმაააა… როგორ დაგვხოცე ყველააა…. ჩემო ძვირფასო ადამიანო, მეორე ძმა მომიკვდი დიმააა… უძმოდ დარჩენილს ძალიან რომ მეიმედებოდი ხომ იცოდი და შენც რატომ მიღალატე ალიკასავით??? არ გრცხვენიათ ბიჭო???“,– წერენ სოციალურ ქსელში.
გარდაცვლილს დედა და ძმა დარჩა. დიმა ქარდავას ცხედარს სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ.



