ზურა, 25 წლის: ჯვარი დავიწერეთ და სახლში მივედით, სადაც 200 კაცი მაინც გველოდებოდა. შუა ქეიფის დროს ნია სადღაც დაიკარგა. დიდხანს ვეძებდით, მაგრამ უშედეგოდ.
რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახის წევრებს დაუკავშირდა და უთხრა: ზურა არ მიყვარდა, მას უსიყვარულოდ გავყევი.
ახლა ბედნიერი ვარ, რადგან საყვარელი ადამიანის გვერდით გახლავართ და იმედია, ჩემს სიყვარულს თქვენც მიიღებთო.
– მერე, მიიღო ოჯახმა სხვა სიძე?
– თავიდან მამამისი იმუქრებოდა, – ჩემი ხელით გამოვჭრი ყელსო, მისი ძმებიც ყველაფერს ბდღვნიდნენ და დედამისიც მპირდებოდა: შენ გარდა ოჯახში
არავის მივიღებო, მაგრამ… წლები გავიდა და ნიას ოჯახს წყენა დაავიწყდა. ახლა ის ბიჭი მათი საამაყო სიძე გახდა, მე კი ისე მიყურებენ, როგორც მტერს…
– ნია აღარ გინახავს?
– ერთხელ ბაზარში ვნახე, უზარმაზარ ჩანთებს მიათრევდა. რომ დამინახა, შევატყვე, დაიბნა და ლამის სირბილით გამეცალა.
არ გავკიდებივარ – რა აზრი აქვს იმ ქალის დევნას, რომელსაც არაფრად უღირხარ? მან გული საშინლად მატკინა, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ არ ვიცი, ოდესმე ქალებისკენ გავიხედავ თუ არა;
ყველა მოღალატე მგონია, ვერც ერთს ვერ ვენდობი. საკუთარ დასაც კი, რომელიც გათხოვილია და შესანიშნავი ქმარი ჰყავს, უკან დავდევ – მეუღლეს არ უღალატოს-მეთქი და ჩემი ეს ავადმყოფური ეჭვიანობა ლამის, მისი ოჯახის დანგრევის მიზეზად იქცა. თუმცა, ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
– ახლა რას აპირებ?
– უკვე მივხვდი, რომ ქალთან მკაცრი უნდა იყო. როგორც უნდა გიყვარდეს, არ უნდა აგრძნობინო და ბოლომდე არ უნდა ენდო.
მეგონა, ნიას სიგიჟემდე ვუყვარდი, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი. მერწმუნეთ, იმაზე მტკივნეული არაფერია, როცა გღალატობენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ჟურნალი ”გზა”