გორის სამხედრო ბაზაზე, სამორიგეოში ხელთუბნელი 19 წლის ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში ჭრილობები, სამსახურეობრივი ავტომატით აქვს მიყენებული.როგორც ცნობილია გარდაცვლილი ომიკო ჩალაბაშვილია. მას ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
“როგორი პატარა ხარ იმიერისთვის”
“რატო გაამწარე შენი დედაა ასეე💔💔ნათელში იყოს შენი სიცოცხლით გაუმაძღარი სული”
,,ცხედარი უკვე გადმოსვენებულია სოფელში. რა მოხდა, ეს არავინ არ იცის. ვიცი მხოლოდ ის, რომ სამსახურეობრივი ავტომატით აქვს მიყენებული ჭრილობები.“ – ამბობს სოფელში, მერის წარმომადგენელი კობა ქარელიშვილი