• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახლიდან წამოვედი, რადგან ამის ატანა აღარ შემეძლო, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს შეცდომა იყო.. ვფიქრობ ბევრი ქალი გამიგებს, თუ რატომ გავაკეთე ეს..

by inew
19 December 2022
in საზოგადოება
0
სახლიდან წამოვედი, რადგან ამის ატანა აღარ შემეძლო, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს შეცდომა იყო.. ვფიქრობ ბევრი ქალი გამიგებს, თუ რატომ გავაკეთე ეს..
0
SHARES
405
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

სულ რამდენიმე თვის წინ ძალიან გაორებული ვიყავი. არ ვიცოდი, რა მომეხერხებინა საკუთარი თავისთვის. საქმე ისაა, რომ მყავს ქმარი, რომელსაც სიყვარულით გავყევი. როგორც ხდება ხოლმე, თავიდან ყველაფერი რომანტიკულ ფერებში წარმომედგინა, მაგრამ, თურმე ცხოვრება ისე ჩამოგაფრენს მიწაზე, გონზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ.

ჩვენი ურთიერთობა პირველი თვის გასვლისთანავე ძალიან უფერული იყო. ვერ გეტყვით, რომ ვჩხუბობდით და დაკა-დაკა გვქონდა, მაგრამ არც დიდი ვნებათაღელვით გამოირჩეოდა. ჩემი ქმარი საკმაოდ ცივი და უყურადღებო მამაკაცი აღმოჩნდა.

ოჯახზე რაღაც დონეზე ზრუნავს, მაგრამ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში მარტო ეს არ ყოფილა საკმარისი. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, არჩევანში ხომ არ შევცდი-მეთქი. რაღაცნაირი ხასიათი აქვს, თითქოს ლაპარაკიც და მოსმენაც ეზარება.

თუ განსაკუთრებულ გუნება-განწყობაზე არ არის, არც კი მომისმენს, რამე რომ მოვუყვე. არც თავისას მეტყვის. ჩვენი საუბრები ყოფითი დიალოგებით შემოიფარგლება – ეს ძირითადად ასეა. ამიტომ, რამის (თუნდაც ელემენტარულის) თქმა თუ მინდა, ხასიათი უნდა ვურჩიო, რომ მომისმინოს.

ამ დროს ჩემი დაქალი იმდენად ყველაფერს უყვება ქმარს, ისეთი წვრილმანი ამბების მოსმენა (ვთქვათ, მაღაზიაში გამყიდველმა რა უთხრა, ან სამსახურში რას ლაპარაკობენ ქალები ან მეზობელი როგორ გვიდა სადარბაზოს) ქმარს კი არა მეც არ შემიძლია ხოლმე.

სხვათა შორის, მისი ქმარიც ასეა და ერთმანეთის ყოველი ნაბიჯი იციან. ალბათ, ესეც მეტისმეტია, მაგრამ ჩემს სიტუაციას მაინც ჯობია.

ჩემი ქმრის ასეთმა ხასიათმა ისე გაანელთბილა ჩვენი ურთიერთობა, ერთხელაც, გადავწყვიტე, პირდაპირ დავუსვამ საკითხს, გავშორდეთ-მეთქი. ძალიან ბევრი ვიყოყმანე, მაგრამ ვერ გავბედე, არადა, მასთან ყოფნა აღარ შემეძლო.

ბოლოს მოვიფიქრე და ვუთხარი, მამაჩემთან უნდა დავრჩე ორი კვირა – სახლიც ძალიან დასალაგებელი აქვს და ექიმებთან არის სასიარულო, მარტოს ვერ გავუშვებ-მეთქი (დედა და და-ძმა არ მყავს).

სხვათა შორის, რაც ვუთხარი, ტყუილი არ იყო, უბრალოდ, ამ ყველაფერს ორი კვირა ნამდვილად არ სჭირდებოდა. დიდად არ ესიამოვნა, მაგრამ უარი მაინც არ მითხრა. მთელი ორი კვირის განმავლობაში ერთხელაც არ მივსულვარ სახლში – საკუთარ თავს ვცდიდი, გავძლებდი თუ არა ქმრის გარეშე.

პირველი კვირა მართლა კარგად ვგრძნობდი თავს უქმროდ. მეორე კვირას კი აშკარად გამიჭირდა, მაგრამ ვერ ვიგებდი, მონატრება იყო ეს თუ მოვალეობის გრძნობა. სხვათა შორის, ყოველდღე მირეკავდა, მოსვლით კი თვითონაც არ მოსულა.

სამსახური კი აქვს ისეთი, რომ დილიდან გვიან საღამომდე დაკავებულია, მაგრამ, ხომ შეეძლო, თუნდაც ერთხელ, გვიან ღამით მოსულიყო და თუ არ დარჩებოდა, ზრდილობის გამო მამაჩემი მაინც მოენახულებინა, მაგრამ, ერთხელაც არ მოვიდა.

შეიძლება, თვითონაც ჩემს მდგომარეობაში იყო და, ისევე, როგორც მე, საკუთარ თავს სცდიდა. ერთი სიტყვით, ორი კვირის შემდეგ დავბრუნდი.

შევატყვე, აშკარად გაუხარდა ჩემი დანახვა, მაგრამ დიდი ემოციები არ გამოუხატავს. მაშინ მივხვდი, რომ, საერთოდ, უემოციო ადამიანია და მისგან დიდი ვნებათაღელვები არ უნდა მოითხოვო – ასეთია და მორჩა!

ისე მოხდა, რომ ჩემი დაბრუნებიდან მეორე დღეს სამკვირიან მივლინებაში გაუშვეს სამსახურიდან გერმანიაში და ეს სამი კვირა ჩემთვის სატანჯველი აღმოჩნდა. დღეებს კი არა, საათებს ვითვლიდი, როდის დაბრუნდებოდა.

დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი. გაოცებულიც კი იყო, რა დაგემართა, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, ყოველ წუთში რომ მირეკავ, მალე ჩამოვალო. თვითონაც ყოველ საღამოს მირეკავდა. როგორც იქნა, გავიდა ეს სამი კვირა და, ჩვენი შეხვედრა უნდა გენახათ – მთელი აეროპორტი ჩვენ გვიყურებდა.

ამ ხუთკვირიანმა განშორებამ მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი აღმოგვაჩენინა. ორივე მივხვდით, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეგვიძლია.

ისიც გამომიტყდა, რომ რაღაც პერიოდი, თვითონაც ფიქრობდა გაყრაზე, რადგან ეგონა, არც მე მიყვარდა და თავის გრძნობებშიც ვერ იყო ბოლომდე გარკვეული. ახლა გაცილებით მეტად გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე შეყვარებულობის პერიოდში. ჩვენი ურთიერთობაც დალაგდა.

მართალია, ოცდაოთხი საათი არ ვექაქანებით ერთმანეთს, მაგრამ მისი ხანდახან უემოციო ხასიათი აღარ მაღიზიანებს.

იმ გაორებამაც, პრინციპში, გამიარა – აღარ ვარ დაეჭვებული აღარც საკუთარ გრძნობებში და აღარც ქმრის სიყვარულში. ხანდახან მაინც კი გამკენწლავს ხოლმე გულში რაღაც უსიამოვნო აზრი, მაგრამ, ალბათ, ესეც სიყვარულის გამო ხდება.

ახლახან გადავწყვიტეთ, შვილი ვიყოლიოთ. აქამდე თავს ვიკავებდით, გვინდოდა, ჯერ საკუთარ ურთიერთობაში გავრკვეულიყავით და გრძნობებში დავრწმუნებულიყავით.

ახლა ეს ეტაპი გადალახულია და, თუ მართლაც რაღაც საშინელება არ მოხდა, ვერ წარმომიდგენია, რამ უნდა დაგვაშოროს.

ელიკო, 26 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„მის ცოლად შერთვას არ ვაპირებდი, რადგან სხვა მიყვარდა.. თუმცა ერთ დღეს ის სახლში მესტუმრა, ზე არ ვარ, როგორ აღმოვჩნდით იმ ღამეს ერთად. მერე კი სოფომ მთელი ქალაქი შემიყარა, ვითომ ძალა დავატანე და კიდევ ათასი სისულელე მომიგონა.. ფაქტიურად მაიძულა ცოლად შემერთო.. უბრალოდ გთხოვ მაპატიო..“

Next Post

ვიცი, რომ მართალი არ ვარ ქმრის წინაშე, მაგრამ მასთან ცხოვრება არ მინდა.. მის ყოველ მოკარებაზე, ლამის კივილი დავიწყო… მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობს მასიამოვნოს, ეს ყველაფერი მაინც მხოლოდ მისი ბრალია..

Next Post
ვიცი, რომ მართალი არ ვარ ქმრის წინაშე, მაგრამ მასთან ცხოვრება არ მინდა.. მის ყოველ მოკარებაზე, ლამის კივილი დავიწყო… მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობს მასიამოვნოს, ეს ყველაფერი მაინც მხოლოდ მისი ბრალია..

ვიცი, რომ მართალი არ ვარ ქმრის წინაშე, მაგრამ მასთან ცხოვრება არ მინდა.. მის ყოველ მოკარებაზე, ლამის კივილი დავიწყო... მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობს მასიამოვნოს, ეს ყველაფერი მაინც მხოლოდ მისი ბრალია..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In