ფეისბუქ ჯგუფში “ვეძებ” ქართველი ბიჭის, გიორგი ისტორია ვრცელდება, რომელიც აშშ-ში გააშვილეს. სავარაუდოდ, ბავშვი უკანონოდ არის გაშვილებული.
“ინფორმაცია მოგვაწოდა ამერიკაში მცხოვრებმა ქალბატონმა :
2003 ან 4 წლებში ვცხოვრობდი კონექტიკუტის შტატის პატარა ქალაქ ვალინგფორდში. მომიხდა კბილის ექიმთან მისვლა,მან ჩემი ვინაობის გაგების შემდეგ მომიყვა , რომ მას ყავს ორი ნაშვილები ბავშვი.
პირველად ბავშვის ასაყვანად ჩავიდა მოსკოვში და იშვილა ბიჭი,იქ ვიღაცას უთქვამს კიდევ თუ გინდა ბავშვის აყვანა, საქართველოში წადიო.
ჩამოსულა მეუღლესთან ერთად და ერთი კვირა დარჩენილა თბილისში. ჳელოდებოდით ბავშვი როდის გამოჩდებოდაო გადავიხადეთ ძვირი, ძალიან გაგვიჭირდა წამოყვანა, პასპორტის გაკეთებაო.
ბავშვის სურათი მეორე დღეს მოიტანა და მაჩვენა ,სახელად ქვია გიორგი, გვარიც მითხრა შავგვრემანი ბრიალა თვალებიანი ბავშვი იყო.
თან უნიჭიერესი ბავშვი ყოფილა მეორე კლასის მოსწავლისთვის სპეციალური პროგრამა შეუდგენიათ თავისი ასაკის ბავშვებს ბევრად უსწრებს განვითარებითო ეს ქალაქი პატარაქალაქია თუ ვინმეს მიუწვება ხელი და დაუკავშირდება მე გვარი საუბედუროდ აღარ მახსოვს თითონ ექიმი ბავშვს არ უმალავდა რომ ქართველია.
პირიქით რომ ვეუბნები, ბავშვი თვითონ ეძებს საქართველოს შესახებ ცნობებსო. მე მაშინვე შევვეჭვდი რომ ბავშვი მოპარული იყო, ექიმს კერძო კლინიკა ქონდა დარწმუნებული ვარ ახლც იქ არის.
ბავშვი ალბათ 86_87 წლებში იქნებოდა დაბადებული”, – წერენ სოციალურ ქსელში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია