რატომღაც ხშირად გაურბით მამაკაცებს თვალები და გული სხვისი ცოლებისკენ, რატომ? განა სხვისი ცოლი საკუთარზე უფრო ტკბილია? თქვენ რას ფიქრობთ ამაზე არ ვიცი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, მინდა ერთი სახალისო მითი გიამბოთ.
რატომ არის სხვისი ცოლი უფრო ტკბილი?
ოდესღაც, უძველეს დროში, ღმერთმა ათი ადამიანი გამოძერწა.. ერთი მათგანი მიწას ამუშავებდა, მეორე თევზს იჭერდა, მესამე ცხვარს მწყემსავდა და ა.შ…
-ერთ დღეს ეახლნენ ღმერთს და შეჰკადრეს: თითქოს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაც გვაკლია, მოვიწყინეთ ძალიან.
ღმერთმა მისცა მათ თიხა და უბრძანა:
-ყოველმა თქვენგანმა გამოძერწოს თავისთვის ქალი, როგორიც თავად სურს -გამხდარი, მსუქანი, დაბალი, მაღალი… მე კი მათ სიცოცხლეს ვაჩუქებ.
ადამებიც ასე მოიქცნენ. მაშინ მათ ღმერთმა ლანგრით შაქრის ნატეხები გამოუტანა და თქვა:
-აქ ათი ნატეხი შაქარია. თითოეულმა თქვენგანმა თითო აიღოს და მისცეს თავის ცოლს, რათა ცხოვრება მასთან ერთად ასეთივე ტკბილი იყოს.
კაცები ასეც მოიქცნენ.
ღმერთი განრისხდა და განაცხადა:
-თქვენ შორის ერთი თაღლითია, რადგან ლარნაგზე თერთმეტი ნატეხი შაქარი იდო! რომელმა აიღო ორი ნატეხი?!
ყველა გაჩუმდა.
გაბრაზებულმა ღმერთმა წაართვა მათ ცოლები, აურია ისინი და ალალბედზე დაურიგა.
-მას შემდეგ ათიდან ცხრა მამაკაცი ფიქრობს, რომ სხვისი ცოლი უფრო ტკბილია, რადგან ზედმეტი ნატეხი შაქარი შეჭამა.
და მხოლოდ ერთმა მამაკაცმა იცის, რომ ყველა ქალი ერთნაირია, რამეთუ ის ერთი ნატეხი შაქარი მან თავად შეჭამა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია