• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday, March 22, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,სისხლის გუბესთან დამადებინა თავი და მითხრა, ამელოკა” – რას ჰყვება გიორგი ხოჭავა

by inew
13 May 2025
in საზოგადოება
0
,,სისხლის გუბესთან დამადებინა თავი და მითხრა, ამელოკა” – რას ჰყვება გიორგი ხოჭავა

Screenshot

0
SHARES
330
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

,,მეგის ქარდავამ თავზე დამადო იარაღი და მეუბნებოდა, რომ ახლა, გესვრი თუ არ მეტყვი, სად არის ალიბი, მერე დავხოცავ შენ მშობლებს და შენ 14 წლის ძმასო”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს დაზარალებულმა, გიორგი ხოჭავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებს საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ხოჭავამ განაცხადა, თავდაპირველად ის “რაღაც ნივთის ქურდობის” ბრალდებით დააკავეს. მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ აღიარებითი ჩვენება არ მისცა, მას პოლიციის მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა და მისი თანამოაზრეები ფიზიკურად გაუსწორდნენ და აწამეს.

გიორგი ხოჭავას განმარტებით, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ ადვოკატმა განუცხადა, რომ ქურდობაზე, რომლის ჩადენასაც ედავებოდნენ, საერთოდ სხვა პირი დააკავეს, ამის შემდგომ კი მას უკვე ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ჩაუდეს, კონკრეტულად კი მაღალჩინოსანმა კოხტა კოდუამ. ხოჭავას თქმით, საბოლოო ჯამში, ციხეში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ბრალდებით მოხვდა, რისთვისაც 7 წელი მიუსაჯეს. გიორგი ხოჭავამ თანმიმდევრობით გაიხსენა, თუ როგორ დააკავეს და შემდეგ როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად.

“19 წლის ვიყავი. საღამო იყო, რაღაც საქმეები მქონდა და ნათესავის სახლიდან ვბრუნდებოდი სახლში. სახლამდე გასავლელი მქონდა დაახლოებით 600-700 მეტრი. გააჩერა ორმა პიკაპმა, გადმოცვივდნენ და ჩამსვეს მანქანაში. ვაღიარებ, რომ სანამ სამმართველოში არ მიმიყვანეს, მათ ჩემთვის ხელი არ დაურტყამთ. მიმიყვანეს სამმართველოში, გაჩერდნენ და დაახლოებით 5 წუთში სამმართველოს ეზოდან გადმოვიდა მეგის ქარდავა, ჩაჯდა თავის მანქანაში და როგორც კი, მეგის ქარდავა ჩაჯდა თავის მანქანაში, გადმომიყვანეს და ჩამსვეს მეგისთან. ეს არაადამიანი, მხეცი, ცხოველი, ცხოველიც არ ეწოდება, ალბათ, მეუბნება რაღაც საქმეებს, კონკრეტულად ქურდობას ეხება ეს ყველაფერი და მეუბნება, რომ ეს ქურდობა ჩავიდინე და უნდა მეღიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წუთიც კი არ ვიცოცხლებდი. მე მას ვუთხარი შემდეგი სიტყვები, რომ “ეს ქურდობა მე არ ჩამიდენია და მე არ ვაპირებ ამის აღიარებას”, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

გიორგი ხოჭავამ გაიხსენა კონკრეტულად ის ეპიზოდიც, თუ როგორ ემუქრებოდა მეგის ქარდავა, ოჯახის წევრების მოკვლით, იმ შემთხვევაში, თუ არ მისცემდა აღიარებით ჩვენებას.

“გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი მე ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, რომ მე შენ ახლა გესვრი, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბი და მერე დავხოცავ შენ მშობლებსო, შენ ძმასო, 14 წლის ბავშვსო. ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რომ რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა ეს სიტუაცია, ვუთხარი, ეს არ გაეკეთებინა და ერთი-ერთზე, კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. მან მითხრა კარგიო, შევედი კაბინეტში და ვუთხარი, რომ მე ეს არ გამიკეთებია და შენ ეს იცი-მეთქი, უკვე მეორეჯერ გეუბნები, რომ თუ ჩემი მოკვლა გინდა, მე მომკალი-მეთქი. ვუთხარი, რომ მშობლები არაფერ შუაში იყვნენ და მათთვის თავი დაენებებინა.

ორი დღით ადრე დამიჭირეს, ვიდრე მერე ჩაწერეს ჩემი დაჭერის თარიღი. შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში”, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

ხოჭავამ, ასევე, ისაუბრა პატიმრობის დროს მასზე განხორციელებულ ძალადობაზე, რა დროსაც ფეხი დაუზიანდა. მისივე განმარტებით, 4 თვის შემდგომ ფეხზე დადგომა შეძლო, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მას ციხის ყველა თანამშრომელი ამცირებდა და ზეწოლას ახორციელებდა.

“როცა უკვე ფეხი მოვირჩინე, მომცა სიცხე. ტემპერატურა არ მიკლებდა. თურმე, გამიჩნდა ქრონიკული ტუბერკულოზი. მათ კიდევ რამდენიმე თვე არ გადამიყვანეს ე.წ. ტუბზონაზე. ზუსტად მე-11 თვეს ხდება “ტუბზონაზე” ჩემი ეტაპირება, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ძალიან ცუდად ვიყავი. ახლა ვარ 79კგ, მაშინ მივედი 38 კგ-მდე”, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ამას არავინ ელოდა! – ვრცელდება პუტინის მოულოდნელი გადაწყვეტილება

Next Post

,,დამიჯერეთ” – გიორგი კვირიკაშვილი ,,ქართულ ოცნებას” მიმართავს და ყველასთვის მოულოდნელ განცხადებას ავრცელებს!

Next Post
,,დამიჯერეთ” – გიორგი კვირიკაშვილი ,,ქართულ ოცნებას” მიმართავს და ყველასთვის მოულოდნელ განცხადებას ავრცელებს!

,,დამიჯერეთ” - გიორგი კვირიკაშვილი ,,ქართულ ოცნებას” მიმართავს და ყველასთვის მოულოდნელ განცხადებას ავრცელებს!

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.