ჩემი მეუღლე სანატორიუმში გავიცანი. მე 27 წლის ვიყავი,ზაზა ერთი წლით უფროსი. მას აქტიურად აინტერესებდა ჩემი ცხოვრება: საიდან ვარ, ვინ არიან ჩემი მშობლები, სად ვმუშაობ.
ვმუშაობდი იურისტად, პატარა ფირმაში. იგი რაიონში ცხოვრობდა. მე მქონდა ჩემი პატარა ბინა, სადაც სამშენებლო გუნდი ამთავრებდა რემონტს. გულუბრყვილო ადამიანი ვარ, მე მაშინვე ვუამბე ყველაფერი: ბინის და ხელფასის შესახებ ასევე ჩემი ოცნებაც გავუმხილე: დაქორწინება და ბავშვის გაჩენა.
დაიწყო აქტიური შეყვარებულობის ფაზა: ყვავილები, კინო, რესტორნები. მან ცოტა ისაუბრა საკუთარ თავზე. მხოლოდ ის გავიგე, რომ ის დაიბადა და გაიზარდა დედაქალაქში, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა, შემდეგ კი გადასვლა მოუწიათ რაიონში, ის მუშაობს კომპიუტერულ კომპანიაში მენეჯერად.
მან, როგორც ჩანს, მომხიბლა. რატომღაც, დაუყოვნებლივ დაიწყო საუბრები ჩვენს ერთობლივ მომავალზე, წამიყვანა დედასა და დასთან შესახვედრად.
ძალიან სწრაფად შემიყვარდა და ვარდისფერი სათვალეები ადრევე მოვირგე. როცა განშორების დრო მოვიდა, მე ძალიან დამწუხრებული ვიყავი, მან დამარწმუნა, რომ მას ვუყვარვარ და მალე ჩამოვა ჩემს ქალაქში და წამიყვანს, ერთად ვიცხოვრებთ.
ერთი კვირის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა, გაიცნო ჩემი მშობლები და ესაუბრა მათ რომ ჩემზე დაქორწინება სურდა.
რამოდენიმე დღეში ბარგი ჩავილაგე, ოჯახს დავემშვიდობე და წამოვედი.
მან თავის სახლში მიმიყვანა. ეს იყო სამ ოთახიანი ბინა. დედა დიდ ოთახში ცხოვრობდა, ჩემი საქმრო პატარა ოთახში, ხოლო მესამე ოთახი ნაგვით იყო სავსე.
საქმროს დედა მაშინვე ჩამეხუტა და ქალიშვილი დამიძახა. მან თქვა, რომ შემიძლია ამ თავისუფალ ოთახში ვიცხოვრო. მაშინ მაინც გამიკვირდა, აქ რატომ უნდა ვცხოვრობდე მე ხომ სტუმრად არ მოვსულვარ.
მე მისი შვილის მეუღლე ვარ,უფრო ბუნებრივია, თუ მასთან ერთად ერთ ოთახში ვიცხოვრებთ. ამაზე კი უბრალოდ აიჩეჩეს მხრები: “მოიქეცი როგორც გინდა”.
ძალიან მალე უცნაური რამ მოხდა. ერთხელ ჩემს ოთახს ვასუფთავებდი და დივნის მიღმა კოლოფი ვიპოვე, სადაც ჩემი ბინის ფოტოსურათები იყო გამოსახული.საღამოს ვაჩვენე ზაზას ეს ფოტოები მას სიცილი აუტყდა და თქვა, რომ მან ისინი დედას აჩვენა რადგან ამ სახლშოც მსგავსი დიზაინით მომეწყო, დავიჯერე და დავმშვიდდი.
ჩემი ბინა გავაქორავე რომ ჩემი ფული მქონოდა სანამ ვიპოვიდი სამსახურს.
ერთ დღეს ჩემი მეუღლის დამ შემომთავაზა გაგმეყიდა ჩემი ბინა ასევე მისი დედის და გვეყიდა ორი ბინა, სადაც ერთში იცხოვრებდა დედამისი ხოლო მეორეში მე და ჩემი მეუღლე, სიმართლე გითხრათ ამაზე დავფიქრდი რადგან ვფიქრობდი, რომ მარტო ცხოვრება უკეთესი იქნებოდა. ჩემი დედამთილი თავის მეგობართან, ნანასთან იყო წასული შინ მარტო ვიყავი, ცალკე გადასვლაზე ვფიქრობდი, როდესაც ტელეფონკს ზარმა დარეკა, ეს ნანა იყო ჩემი დედამთილი მეგობარი:
– მისმინე, არ გაყიდო შენი ბინა. ნუ გააკეთებ ამას, – ჩამჩურჩულა მან ტელეფონში, – იფიქრე და იზრუნე საკუთარ თავზე, არავის უთხრა, რომ დაგირეკე, – დაამატა მან და გათიშა.
მე გამიკვირდა. ის არც კი მიცნობდა, მაგრამ ფარულად მირეკავს, მაფრთხილებს. საფიქრალი გამიჩნდა, აქ რაღაც რიგზე არ იყო.
დედამთილის ოთახში შევედი, მისი უჯრები გავქექე და ვიპოვე ანდერძი. მისი ანდერძის თანახმად, დედამთილის გარდაცვალების შემდეგ ბინას ქალიშვილი მიიღებდა, ხოლო ვაჟზე არაფერი იყო ნახსენები. სწრაფად დავაბრუნე დოკუმენტები ადგილზე და გავედი ოთახიდან.
ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა. ჩემმა მეუღლემ გამაფრთხილა, რომ ის სპეციალურ საჩუქარს ამზადებდა ჩემთვის. მან მთხოვა დილით ჩაცმა და პირადობის თან წაღება. შემდეგ მან სარეგისტრაციო სამსახურში წამიყვანა. ეს მისი საჩუქარი იყო. მან ჩვენი ურთიერთობის ლეგიტიმაცია გადაწყვიტა. მაგრამ იმ დღეს იყო დასვენების დღე და ეს არ გამოვიდა.
ერთხელ ჩემი მული მოვიდა ჩვენთან, მე ოთახში ვიყავი მაგრამ მათი ჩურჩული გავიგონე, მათ თქვეს, რომ ლოდინი მალე დასრულდებოდა, ზაზა შეიტანდა განაცხადს რეესტრში დაქორწინდება ამ სულელზე და ყველაფერს გააკეთებს, როგორც მათ სურთ.
ორი დღის შემდეგ, არაფერი ავუხსენი, ბარგი ჩავილაგე და ჩემი ქალაქისკენ გავემგზავრე. ჩემმა მეუღლემ ახლახან გამომიგზავნა შეტყობინება: “კარგია რომ წახვედი შენს მსგავსს კიდევ ასს ვიპოვნი”.
ძველ ოფისში დავბრუნდი სამუშაოდ. იქ ლევანს შევხვდი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ დავქორწინდით. მშვენიერი ბიჭი გვყავს. ჩემი ოცნებები ახდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..