მან სიკვდილი აირჩია… პატარა არსების სიცოცხლის სანაცვლოდ – ერთი დედა-შვილის ცრემლის მომგვრელი ამბავი ჯენი სულ რაღაც 17 წლის გახლდათ, მაგრამ ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგა, რომელიც უფროს ადამიანსაც დიდ საგონებელში ჩააგდებდა. ეს მართლაც სევდიანი ამბავია…
ჯენი ლეიკი სრულიად ჩვეულებრივი, 17 წლის თინეიჯერი იყო. სკოლაში დადიოდა ამერიკის პატარა ქალაქ პოკატელოში. არც ისე დიდი ხნის წინ თავის თანატოლ ჯეისონთან დაიწყო შეხვედრა.
ყველაფერი რომ ძალიან კარგად მიდიოდა, სწორედ ამ დროს, მოულოდნელად თავის ტკივილები შემოეჩვია. გადაწყვიტა, ექიმთან მისულიყო. ტვუნის გამოკვლევამ 2-სანტიმეტრიანი ობიექტი აჩვენა და საგანგაშო დიაგნოზიც დაუსვეს: სიმსივნე.
სიმსივნის დასამარცხებლად და სიცოცხლის გადასარჩენად ქიმიოთერაპიის კურსი უნდა გაევლო. მისთვის, მისი ოჯახისა და მეგობარი ბიჭისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო, მაგრამ ყველა გვერდში დაუდგა.
ქიმიოთერაპიის დაწყებამდე საჭირო ანალიზები გაიარა და ამ დროს გაარკვია მორიგი შოკის მომგვრელი სიახლე – ორსულად იყო.
ეს ამბავი ნებისმიერ სხვა დროს სიხარულის მომნიჭებელი იქნებოდა, მაგრამ ამ მდგომარეობაში? ექიმებმა ხელები გაასავსავეს: ქიმიოთერაპიის დროს ნაყოფი ისედაც მოკვდებოდა და აბორტი უნდა გაეკეთებინა. თუ ქიმიოთერაპიას არ გაიკეთებდა, თვით მისი სიკვდილი იყო გარდაუვალი.
17 წლის გოგონას ბევრი არ უფიქრია – სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანი მალე გააკეთა, სიკვდილის სასარგებლოდ, იმისთვის, რომ მისი სიყვარულის ნაყოფს ეცოცხლა.
მან ქიმიოთერაპიაზე უარი თქვა, ნაყოფი რომ არ დაეზიანებინა, ბოლომდე განვლო ორსულობა იმ ფაქტთან შეგუებულმა, რომ მშობიარობის დროს ან მის მერე მალევე გარდაიცვლებოდა.
ცხრა თვეში პატარა ჩად მაიკლი დაიბადა. როცა ბებიაქალმა პატარა მკერდთან მიუყვანა, ჯენიმ ჩაიჩურჩულა: “მე ეს გავაკეთე. მე ჩემი ვალი მოვიხადე”.
6 დღის შემდეგ ჯენი შინ წაიყვანეს – უნდოდა, ბოლო დღეები შვილის გვერდით გაეტარებინა.
მშობიარობიდან 12 დღეში ჯენი გარდაიცვალა – ხელში პატარა შვილი ეჭირა.
ამ დედის სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ საკუთარი სიცოცხლე გაიღო ჯერ დაუბადებელი ბავშვისთვის. ასეთ აუხსნელ სიყვარულს მხოლოდ დედა გრძნობს თავისი შვილის მიმართ.
დედის სიყვარული პატარა მაიკლს მთელი ცხოვრება გაჰყვება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია