ზაპოროჟიელი, 11 წლის ბიჭის დედამ ინტერვიუ მისცა უცხოურ მედიას და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მისი ვაჟის მატარებელში ჩასმისა და სლოვაკეთში გამგზავრების შესახებ ქალაქის აეს-ში ხანძრის შემდეგ მიიღო.
ვიდეომ, სადაც ჩანს, როგორ ჩადის 11 წლის, ატირებული ბიჭი სლოვაკეთის საზღვართა, ხელზე დაწერილი ტელეფონის ნომრითა და ერთადერთი ჩანთით, მთელი მსოფლიო მოიარა. ატირებული ბიჭი საზღვრისკენ მიემართებოდა, როცა ვოლონტერების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად ის უსაფრთხოდაა.
“ზაპოროჟიეში რომ ხანძარი მძვინვარებდა, ძალიან შემეშინდა, ბიჭი მატარებელში ჩავსვი და სლოვაკეთისკენ გავამგზავრე, მე კი იძულებული ვიყავი, დავრჩენილიყავი, რადგან სახლში ხანშიშესული დედა მყავს.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ვოლონტერს, რომელმაც ჩემს შვილს ყურადღება მიაქცია”, – ამბობს იულია პისეცკაია, ბიჭის დედა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..