პოსტი რედაქტირებულია – პოსტის ავტორია ზუკა ნემსაძე..
ერთ-ერთი ქართველი ბიჭი, ზუკა ნემსაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გუშინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შემზარავ ამბავს შეესწრო. მისი თქმით 16 წლის ბიჭს ცხვირიდან სისხლი წასკდა, რომელიც აღარ ჩერდებოდა, ბიჭი უგონოდ დაეცა, რა დროსაც მგზავრებმა აღმოუჩინეს პირველადი დახმარება.
გულდაწყვეტილი, გულგახეთქილი მაგრამ ბედნიერი ვწერ ახლა ამ პოსტს.
გუშინ საღამოს მეგობართან საზოგადოებრივი ტრასპორტით მივდიოდი. როგორც კი ტრასპორტში ავედი და დაიძრა, 2-3 წუთი არ იყო გასული, ვიღაც ბიჭს ცხვირიდან სისხლი ჩანჩქერივით წასკდა, ოღონდ სისხლდენა არ წყდებოდა, უცებ დაეცა, შემდეგ კი გონება დაკარგა.
უცებ ქაოსი, ყვირილი, გააჩერეთ ავტობუსი, ადამიანი ცუდადაა. ავტობუსი გაჩერდა, ხალხი მისცვივდა 16 წლის ბიჭს.
არ ვიცი, როგორ და რანაიარად მეყო ძალა, რომ პირველყოვლისა ეს ადამიანები, რომლებიც ბიჭს თავზე ედგა წამებში დამეშალა, კარებთან ბიჭი გამოგვეწია. უკვე როცა მივედი მასთან ახლოს, ვიღაც ქალს მისი თავი ხელებში ეჭირა, ვიღაც ბიჭი კი ცხვირიდან სისხლს აცილებდა, აშკარადა იყო წაქცევის შემდეგ სისხლი ცხვირიდან ვეღარ გადმოვიდოდა და მალე ბიჭი სისხლში დაიხრჩობოდა, სასწრაფოდ ოდნავ გადმოვატრიალეთ, მე ცივი წყლით ხელები დავისველე და საფეთქლებზე დაუწყე ხელების მოძრაობა, რამაც ცოტა აზრზე მოიყვანა.
წარმოიდგინეთ სიტუაცია, თვალებში სითეთრეა, ვერაფერს ვხედავ-გაიძახის 16 წლის ბიჭი.
მთელი ავტობუსი შეშფოთებულია, აშკარაა რომ ბიჭი ძალიან ცუდადაა.
სასწრაფოს 30 მგზავრიდან, თითქმის 15-მა დაურეკა. სადღაც 1 საათის შემდეგ პოლიცია მოვიდა, იქვე ჩაირა ავტობუსი გაჩერებული რომ შენიშნა დაინტერესდა და ვიღაც გაბღენძილი, რამდენიმე დღის წინ პროფესიული დღე რომ აღნიშნა უტეხად მოგვარდა და “აქ რა ხდება”?! მხოლოდ ეს იკითხა, დაინახა ცუდად გამხდარა ბავშვი, ან რა სჭირს, რა დაემართა, ან სასწრაფოს თუ გამოუძახეთ-მსგავსი არაფერი. პირდაპირ მოსთხოვა ბავშვს სახელი და გვარი და პირადობის მოწმობა. ბავშვს მხოლოდ სასკოლო ბარათი აღმოაჩნდა. გამოგლიჯა და ბაზაში დაიწყო გადამომწება.
საათ ნახევრის შემდეგ კი, პოლიციის და ავტობუსში მყოფი ხალხის დაჟინებული ზარების შემდეგ, სასწრაფოც გამოჩნდა.
ამასობაში ბავშვმა გონება 4 ჯერ დაკარგა და ცხვირიდან ოდნავი სისხლდენაც ქონდა. პირველადი დახმარება გაწეული იყო, 2 საათაინი ლოდინის შემდეგ, აღმოჩნდა რომ არცერთ მგზავრს ავტობუსი არ დაუტოვებია და იქ მდგომები ბავშვის ჯანმრთელობაზე დარდობდნენ.
მე უსამართლობას ვერ ვიტან, აშკარა იყო რომ 3 ადამიანის მიერ გაწეულმა დახმარებამ ბავშვი გადაარჩინა.
პოლიციასა და ჩემს შორის დაპირისპირება მოხდა, პირდაპირ ვუთხარი რომ უტაქტოები იყვნენ. რამაც დაძაბულობა გამოიწვია, შემდეგ სხვა ადამინებიც ჩაერთნენ, იმიტომ რომ შიში გაჩნდა, რომ პოლიცია ხელს ჩამავლებდა და წამიყვანდა, ამასობაში სიტუაციას გავერიდეთ. ბავშვი გონს მოვიდა, ძალა მოიკრიბა, მშობლებს დაურეკა.
ამ ამბავში კი სადღაც 2 საათი და 30 წუთი გავიდა, ხალხნო ამ დაქანცულ, ნაჯაფარ, სამსახურიდან წამოსულ ადამიანებს ფეხი არ გაუდგამთ, სხვა ავტობუსში არ გადამჯდარან სანამ ბავშვი არ მოძლიერდა .
საოცარი შეგრძნება დამეუფლა, ცოტა სევდიანი მაგრამ ბედნიერი ვიყავი. აღმოვაჩინე რომ ადამიანებს გვერდით დგომის ნიჭი ისევ აქვთ, ამ გაციებულ და ბოროტ სამყაროში შეძლო 16 წლის ვაკომ რომ ასე ყველას ერთად გამოეხატა მისდამი გულწრფელი დახმარება.
გაოგნებული ვიყავი მძღოლით, რომელიც ბავშვს გვერდიდან არ მოსცილებია, ქალით რომელსაც ბავშვის წაქცევიდან წამოდგომადა თავი ხელში ეჭირა, ბიჭით რომელიც სისხლიან სალფეთქებს სწრაფ-სწრაფად აცილებდა ცხვირიდან. საკუთარი თავით, რომელმაც შევძელი რომ თავი ხელში ამეყვანა და ბოლომდე ამ ბიჭის გვერდით ვმდგარიყავი.
ახლა პოსტს შექებისთვის არ ვწერ, ახლა პოსტს იცით რატომ ვწერ ჯანდაცვის სისტემა რო გაუმართავია,პრობლემა აქვს. სამწუხაროდ დღეს პოლიცია ადამიანების დახმარებაზე არაა ორიენტირებული, დღეს პოლიცია დაშინებაზე დგას.
საბედნიეროდ კი სამოქალაქო საზოგადოების ნიშან წყალი დავინახე, რომლებიც ერთად აპროტესტებდნენ პოლიციელების ქცევებსა და სასწრაფოს უკიდეგანო დაგვიანებას-ოღონდ იქვე, მათ წინ.
და რაც მთავარია, კეთილი, მზრუნველი, უცხო ადამიანის გაჭირვების გამზიარებელი სახეები ვნახე.
მართლა გაოგნებული ვარ სისხლის დანახვაზე გული რომ მიმდიოდა იმ
ბიჭმა როგორ გავძელი და შევძელი ადამიანი. მერე რა თქმა უნდა კარგა ხანი საკუთარი თავი აზრზე თავად მომყავდა მაგრამ მთავარია, ბავშვი რომლის სიცოცხლეს საფრთხეში იყო ჩვენ, მთელმა ავტობუსმა რითაც შეგვეძლო გადავარჩინეთ და დავეხმარეთ. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც იქ იყო, თქვენ დამიბრუნეთ განცდა, რომ ისევ არსებობენ ადამინები, რომლებსაც სიკეთის კეთება შეუძლიათ. მადლობა!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…