nation.ge-ს დამფუძნებელი ზუკა ნემსაძე ავტობუსში მომხდარ შემთხვევაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც თავად შეესწრო. პოსტს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:
გულდაწყვეტილი, გულგახეთქილი მაგრამ ბედნიერი ვწერ ახლა ამ პოსტს.
დღეს საღამოს მეგობართან საზოგადოებრივი ტრასპორტით მივდიოდი. როგორც კი ტრასპორტში ავედი და დაიძრა, 2-3 წუთი არ იყო გასული, ვიღაც ბიჭს ცხვირიდან სისხლი ჩანჩქერივით წასკდა, ოღონდ სისხლდენა არ წყდებოდა, უცებ დაეცა, შემდეგ კი გონება დაკარგა.
უცებ ქაოსი, ყვირილი, გააჩერეთ ავტობუსი, ადამიანი ცუდადაა. ავტობუსი გაჩერდა, ხალხი მისცვივდა 16 წლის ბიჭს.
არ ვიცი, როგორ და რანაირად მეყო ძალა, რომ პირველყოვლისა ეს ადამიანები, რომლებიც ბიჭს თავზე ედგა წამებში დამეშალა, კარებთან ბიჭი წამოგვეწია. უკვე როცა მივედი მასთან ახლოს, ვიღაც ქალს მისი თავი ხელებში ეჭირა, ვიღაც ბიჭი კი ცხვირიდან სისხლს აცილებდა, აშკარად იყო წაქცევის შემდეგ სისხლი ცხვირიდან ვეღარ გადმოვიდოდა და მალე ბიჭი სისხლში დაიხრჩობოდა
სასწრაფოდ ოდნავ გადმოვატრიალეთ, მე ცივი წყლით ხელები დავისველე და საფეთქლებზე დავუწყე ხელების მოძრაობა, რამაც ცოტა აზრზე მოიყვანა.
წარმოიდგინეთ სიტუაცია, თვალებში სითეთრეა, ვერაფერს ვხედავ – გაიძახის 16 წლის ბიჭი.
მთელი ავტობუსი შეშფოთებულია, აშკარაა რომ ბიჭი ძალიან ცუდადაა.
სასწრაფოს 30 მგზავრიდან, თითქმის 15-მა დაურეკა. სადღაც 1 საათის შემდეგ პოლიცია მოვიდა, იქვე ჩაიარა ავტობუსი გაჩერებული რომ შენიშნა დაინტერესდა და ვიღაც გაბღენძილი, რამდენიმე დღის წინ პროფესიული დღე რომ აღნიშნა უტეხად მოგვარდა და “აქ რა ხდება”?!
მხოლოდ ეს იკითხა, დაინახა ცუდად გამხდარა ბავშვი, ან რა სჭირს, რა დაემართა, ან სასწრაფოს თუ გამოუძახეთ – მსგავსი არაფერი. პირდაპირ მოსთხოვა ბავშვს სახელი და გვარი და პირადობის მოწმობა. ბავშვს მხოლოდ სასკოლო ბარათი აღმოაჩნდა. გამოგლიჯა და ბაზაში დაიწყო გადამოწმება.
საათნახევრის შემდეგ კი, პოლიციის და ავტობუსში მყოფი ხალხის დაჟინებული ზარების შემდეგ, სასწრაფოც გამოჩნდა.
ამასობაში ბავშვმა გონება 4 ჯერ დაკარგა და ცხვირიდან ოდნავი სისხლდენაც ჰქონდა. პირველადი დახმარება გაწეული იყო, 2 საათიანი ლოდინის შემდეგ, აღმოჩნდა რომ არცერთ მგზავრს ავტობუსი არ დაუტოვებია და იქ მდგომები ბავშვის ჯანმრთელობაზე დარდობდნენ.
მე უსამართლობას ვერ ვიტან, აშკარა იყო რომ 3 ადამიანის მიერ გაწეულმა დახმარებამ ბავშვი გადაარჩინა.
პოლიციასა და ჩემს შორის დაპირისპირება მოხდა, პირდაპირ ვუთხარი რომ უტაქტოები იყვნენ. რამაც დაძაბულობა გამოიწვია, შემდეგ სხვა ადამიანებიც ჩაერთვნენ, იმიტომ რომ შიში გაჩნდა, რომ პოლიცია ხელს ჩამავლებდა და წამიყვანდა, ამასობაში სიტუაციას გავერიდეთ. ბავშვი გონს მოვიდა, ძალა მოიკრიბა, მშობლებს დაურეკა.
ამ ამბავში კი სადღაც 2 საათი და 30 წუთი გავიდა, ხალხნო ამ დაქანცულ, ნაჯაფარ, სამსახურიდან წამოსულ ადამიანებს ფეხი არ გაუდგამთ, სხვა ავტობუსში არ გადამჯდარან სანამ ბავშვი არ მოძლიერდა .
საოცარი შეგრძნება დამეუფლა, ცოტა სევდიანი მაგრამ ბედნიერი ვიყავი. აღმოვაჩინე რომ ადამიანებს გვერდით დგომის ნიჭი ისევ აქვთ, ამ გაციებულ და ბოროტ სამყაროში შეძლო 16 წლის ვაკომ რომ ასე ყველას ერთად გამოეხატა მისდამი გულწრფელი დახმარება.
გაოგნებული ვიყავი მძღოლით, რომელიც ბავშვს გვერდიდან არ მოსცილებია, ქალით რომელსაც ბავშვის წაქცევიდან წამოდგომა და თავი ხელში ეჭირა, ბიჭით რომელიც სისხლიან სალფეთქებს სწრაფ-სწრაფად აცილებდა ცხვირიდან. საკუთარი თავით, რომელმაც შევძელი რომ თავი ხელში ამეყვანა და ბოლომდე ამ ბიჭის გვერდით ვმდგარიყავი.
ახლა პოსტს შექებისთვის არ ვწერ, ახლა პოსტს იცით რატომ ვწერ ჯანდაცვის სისტემა რომ გაუმართავია, პრობლემა აქვს. სამწუხაროდ დღეს პოლიცია ადამიანების დახმარებაზე არაა ორიენტირებული, დღეს პოლიცია დაშინებაზე დგას.
საბედნიეროდ კი სამოქალაქო საზოგადოების ნიშან-წყალი დავინახე, რომლებიც ერთად აპროტესტებდნენ პოლიციელების ქცევებსა და სასწრაფოს უკიდეგანო დაგვიანებას – ოღონდ იქვე, მათ წინ.
და რაც მთავარია, კეთილი, მზრუნველი, უცხო ადამიანის გაჭირვების გამზიარებელი სახეები ვნახე.
მართლა გაოგნებული ვარ სისხლის დანახვაზე გული რომ მიმდიოდა იმ ბიჭმა როგორ გავძელი და შევძელი ადამიანი.
მერე რა თქმა უნდა კარგა ხანი საკუთარი თავი აზრზე თავად მომყავდა მაგრამ მთავარია, ბავშვი რომლის სიცოცხლეს საფრთხეში იყო ჩვენ, მთელმა ავტობუსმა რითაც შეგვეძლო გადავარჩინეთ და დავეხმარეთ. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც იქ იყო, თქვენ დამიბრუნეთ განცდა, რომ ისევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიკეთის კეთება შეუძლიათ. მადლობა!
ბოლოს კი, 16 წლის ვაკოს მეგობრის ნომერი ჩავიწერე, ხვალ დილით დავრეკავ და ვაკოს ჯანმრთელობის მდგომარეობას გავიგებ”, – წერს ნემსაძე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..