• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Monday, June 23, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II განჩინება მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად

by inew
24 July 2021
in საზოგადოება
0
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II განჩინება მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად
0
SHARES
2.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ყოველი ოჯახი მძიმედ განიცდის უახლოესი წევრის გარდაცვალებას და გლოვით გამოხატავს თავის წუხილს, მაგრამ ბოლო დროს ეს დამახინჯებული ფორმით ვლინდება.

ხშირია შემთხვევა, როცა ახლობლები მრავალი წლის ან მთელი სიცოცხლის მანძილზე არ იხდიან შავ სამოსს და ჩამოშორებულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებას.

უსაზღვრო გლოვა, გოდება, ტირილი მეტყველებს ადამიანის ურწმუნოებაზე; იმაზე, რომ მას არ სწამს ღმერთი, არ სწამს სულის უკვდავება და თვლის, რომ გარდაცვლილი სამუდამოდ დაკარგულია მისთვის; ამით კი ჭირისუფალის უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე, რადგან იგი არასწორი ქცევით მეტად ამძიმებს გარდაცვლილის უკვდავ სულს, ამძიმებს თავისი ოჯახის ცხოვრებას.

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს მის მოსპობას. ადამიანის სული ცოცხალია, უკვდავია და იგი მარადიულ ცხოვრებაში იმკვიდრებს იმ ადგილს, რასაც თავისი სარწმუნოებითა და ქცევით იმსახურებს.

მიწიერი ჩვენი ცხოვრება არის მომზადება მარადიულობისათვის. იგია თითოეული ჩვენთაგანისათვის უდიდესი გამოცდა.

ბედნიერია, ვინც მართლმადიდებელი სარწმუნოებით, სიყვარულითა და კეთილი საქმით წარდგება ამ გარდაუვალი დღის წინაშე და მართალთა სავანის მკვიდრი გახდება.

ხშირია შემთხვევა, როცა კეთილი ადამიანი ადრე ტოვებს ამ წუთისოფელს, ანდა მცირე ასაკისა შეერთვის მარადიულობას. ამაშიც ჩვენ უნდა დავინახოთ განგება უფლისა: ღმერთს ისინი ნაკლებად ცოდვილნი მიჰყავს თავისთან.

  • ყოველივე ამის გამო განვაჩინებთ:

ავადმყოფს აუცილებლად უნდა მოვუყვანოთ მოძღვარი აღსარებისა და ზიარებისთვის, რადგან წმიდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა და ხშირია შემთხვევა, როცა წმიდა ზიარებით სასწაულებრივად განკურნებულა ადამიანი; ასევე მეტად კარგია ავადმყოფისთვის ზეთის კურთხევა.

გარდაცვალების შემთხვევაში პირველივე დღიდან დასაფლავებამდე მიცვალებულის თავთან ჩაუქრობლად უნდა ენთოს სანთელი და კანდელი, უნდა იდგეს ხატი, ხორბალი, წყალი, ღვინო, მარილი, და დღედაღამ ახლობლების მიერ უნდა იკითხებოდეს დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები.

ფსალმუნის კითხვა (თუნდაც დღეს მხოლოდ ერთი კანონის) სასურველია, დასაფლავების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მაინც გაგრძელდეს. გარდაცვლილს გულზე უნდა ეკიდოს ნაკურთხი ჯვარი.

თუ მიცვალებულის ახლობლები მოუნათლავია, კარგია თუ ისინი გარდაცვლილის დასაფლავებამდე მოინათლებიან; თუ მიცვალებულია მოუნათლავი, მისი მონათვლა არ შეიძლება. საერო პანაშვიდების დროს სასურველია საერო სიმღერებისა და მუსიკის ნაცვლად შესრულდეს საეკლესიო საგალობლები.

მიცვალებული უნდა დაიკრძალოს გარდაცვალებიდან 3-5 დღის განმავლობაში. მიცვალებულს არ უნდა ჩაატანონ ზედმეტი ტანსაცმელი ან სხვა რაიმე ნივთები. დასაფლავების დღეს, დილით, ან წინა ღამეს მოძღვარმა უნდა აუგოს წესი მიცვალებულს და უკურთხოს საფლავის მიწა, ღვინო, პური, მარილი, წყალი.

დასაფლავების დღიდანვე საფლავზე უნდა დაიდგას მღვდლის მიერ ნაკურთხი დროებითი ჯვარი (ხის, ლითონის ან სხვა მასალის), რადგან უჯვრო საფლავს, წმიდა მამების სწავლებით, ეშმაკი ეპატრონება.

გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ მისი სულის მოსახსენებლად მზადდება მოკრძალებული ქელეხი მხოლოდ უახლოესი ნათესავებისა და ახლობლებისთვის. ქელეხი არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს. თუ ადამიანი მარხვის დროს გარდაიცვალა, საჭმელი მზადდება მხოლოდ სამარხვო. თუ ადამიანი გარდაიცვალა ხსნილში, კარგია, თუ მისი ახლობლები გარდაცვლილის დასაფლავებამდე შეინახავენ მარხვას.

გარდაცვალებიდან 39-ე დღეს მოძღვარმა უნდა შეასრულოს პანაშვიდი, ხოლო მეორმოცე დღეს და წლისთავზე მიცვალებულისთვის უნდა დამზადდეს საკურთხი და ეკლესიაში შესრულდეს შეკვეთილი წირვა და პანაშვიდი.

მიცვალებულის ორმოცი უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ზუსტად მეორმოცე დღეს, ან წინა დღეს, რადგან მეორმოცე დღეს ხდება გარდაცვლილის სულის დამკვიდრება მისთვის განკუთვნის სავანეში.

წლისთავიც უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ. ორივე შემთხვევაში მიცვალებულის სული საოხად გამზადებული საჭმელი მარხვაში უნდა იყოს სამარხვო, ხსნილში – სახსნილო.

ყოველ წელიწადს მიცვალებულთა ხსენების დღეს (მისი ახლობლები) უნდა ამზადებდნენ საკურთხს, რომელსაც დილით, წირვის დაწყების წინ, მიიტანენ ტაძარში პანაშვიდისთვის. მეტად კარგია თუ მიცვალებულის ახლობლები გააკეთებენ საკურთხს და ეკლესიაში მოძღვარს შეასრულებინებენ პანაშვიდს გარდაცვლილის დაბადების დღეს, გარდაცვალებისა და ანგელოზის დღეებში.

  • საკურთხი: ზეთი, ღვინო, პური, წანდილი, ან კოლიო (სხვა საჭმელიც შეიძლება).

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიცვალებულისათვის, თუ მისი ახლობლები ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ესწრებიან წირვა-ლოცვას, ეზიარებიან და სეფისკვერს აგზავნიან საკურთხეველში გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად.

ქრისტიანის საფლავი არ უნდა იყოს მდიდრული. მიცვალებულის სულისთვის უკეთესია, თუ თანხა გაჭირვებულთ დაურიგდებათ. მოძღვრის მიერ საფლავის კურთხევა კარგია მიცვალებულთა მოხსენების დღეებში. ორმოცი დღის შემდეგ გარდაცვლილის ტანსაცმელი და ნივთები უნდა დაურიგდეთ გაჭირვებულთ.

თვითმკვლელობით აღსრულებულის და მოუნათლავისათვის საეკლესიო წესების შესრულება საეკლესიო კანონების თანახმად აკრძალულია. მათ სახელზე მხოლოდ მოწყალება შეიძლება გაიცეს. საერთოდ მიცვალებულის სახელზე მოწყალების გაცემა მეტად კარგია.

თუ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი მოიკლავს თავს, მისთვის საეკლესიო კანონის თანახმად, საკლესიო წესების შესრულება ნებადართულია.

გარდაცვლილის ახლობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ატარონ შავი ტანსაცმელი 40 დღე ან არაუმეტეს 1 წელი. ერთი წლის შემდეგ შავი სამოსი აუცილებლად უნდა გაიხადოს ყველამ. შვილის, მეუღლის, ან მეტად ახლობელი ადამიანის სიყვარული უნდა გამოიხატოს არა შავი სამოსის ტარებით, არამედ ლოცვით და მიცვალებულის სულისთვის ღვთის სათნო კეთილ საქმეთა აღსრულებით.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

არავითარ შემთხვევაში არ ჩართოთ კონდიციონერი მანქანაში დაქოქვისთანავე! ამან, შესაძლოა, ძალიან ტრაგიკულ შედეგამდე მიგიყვანოთ…

Next Post

როგორ შეისმინოს უფალმა ჩვენი ლოცვა ? – ბერი პაისის დარიგება ქრისტიანებს

Next Post
როგორ შეისმინოს უფალმა ჩვენი ლოცვა ? – ბერი პაისის დარიგება ქრისტიანებს

როგორ შეისმინოს უფალმა ჩვენი ლოცვა ? – ბერი პაისის დარიგება ქრისტიანებს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In