„საშინლად გულნატკენი ვარ და უნდა დავწერო. წვიმდა, ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოვედი, მოხუცი ბაბუ იდგა ქოლგას ვერ ხსნიდა, დაგეხმარებიმეთქი, გაგახარებს ღმერთი ბაბუაო.“ – წერს ოზურგეთელი მარიკა მიქატაძე.
„თან აკანკალებდა, ვინ იცის ციოდა თუ შიოდა. რამე ხომ არ გინდა ბაბუ-მეთქი ვკითხე. არა ბაბუა, რამ წამომათრია ბერიკაცი მარა შაქარი და თუთუნი მინდოდაო, ფეხად მიმასწრო ვინცხა ახალგაზრდა კაცმა, 6 კილო იყიდა და იმ მაღაზიაში მეტი არ იყო შაქარი. კი შევეხვეწე სიარული არ შემიძლია-მეთქი მარა ვერ დამითმო ერთი კილო. თურმე გაწვეტილა ყველგან და რაფერ დამითმობდა. იმის მერე მევიარე ყველაფერი და არაა არსადო.
გული კინაღამ ამომივარდა. გამიმართლა, 2 კგ. შაქარი მქონდა ნაყიდი. – მე მოგცემ ბაბუ-მეთქი, არაო გადაირია, მერე ფულს მაძლევდა, რომ არ გამოვართვი ტირილი დაიწყო. სად ცხოვრობ-მეთქი ვკითხე, არ უთქვამს გაუჩერებლად მლოცავდა. დავემშვიდობე და წამოვედი მისი ლოცვა მომყვებოდა.
ახლა მე მაკანკალებდა ბრაზით. იმ ახალგაზრდა კაცზე ვბრაზობდი. ნეტა მამა ან ბაბუა არ ჰყავდა არასდროს? ან ადამიანის სისხლი აქვს? ან ღმერთის არსებობა იცის?
მერე გამახსენდა რამდენიმე დღის, წინ ვიდეო ვნახე უკრაინაში ვიღაც ბიჭი პურს არიგებდა და ყველა უკრაინელი თითო პურს ართმევდა.
იქ ომია..
ჩვენთან?..
რა გვემართება?“ – წერს მარიკა მიქატაძე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…