დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში ესპანეთი საქართველოს უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთი ამ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება – ტრავმის გამო არ იქნებიან, იამალი, როდრი, რუისი, უილიამსი და ჰაუსენი.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს – ლუკა ლოჩოშვილი დისკვალიფიკაციის გამო არ ითამაშებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით სუპერკომპიუტერმა პროგნოზი გააკეთა.
მისი აზრით, მატჩი ფურია როხას გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდება.
ჩვენი მხრიდან გოლს ხვიჩა კვარაცხელია გაიტანს, ესპანელესიგან კი თავს მიგელ მერინო დუბლით და პედრი გამოიჩენენ.


