ძალიან სასიხარულო ინფორმაცია… ბიჭს, რომელსაც სურამში ორი დღეა ეძებდნენ, იპოვეს. „პრაიმთაიმმა“ მოიპოვა იმ პიროვნების კომენტარი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი იპოვა.
„ბათუმში ვნახე. აქამდე არ ვიცნობდი. ტანსაცმლით და ფოტოსურათით ამოვიცანი. აღელვებულია. პრობლემების მოგვარება სურს. მთავარია, ეს ყველაფერი მოგვარდეს. მისი ოჯახი უკვე დამიკავშირდა. იციან, რომ კარგად არის, “- ამბობს ჩვენთან საუბრისას ბესო დვალიშვილი.
ცნობისთვის, გიორგი კობაალძემ სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ცხოვრების შესახებ გარკვეულ დეტალებს ჰყვება.
„თუ ამ ვიდეოს ნახულობთ, ანუ მე გარდაცვლილი ვარ… ჩემი სისულელეებით ცხოვრება გავიფუჭე. განა ვინმე მოსაკლავად დამდევს. მე უეჭველი ვიცი, გადაცდომა გავაკეთე. ვერ მოვიქეცი ადამიანურად. როგორც მე შემეფერებოდა. თამაში დავიწყე. ფული დავხარჯე. ნახევარი ხელფასი ჩემებს მივეცი, ნახევარით ვითამაშე და წავაგე.
გადასახადები ვერ გადავიხადე… ვიცი, ამ გადაცდომებით გავლოთდები. აღარავის შევუყვარდები. მირჩევნია დაგემშვიდობოთ. გული ნუ დაგწყდებათ. აქამდე ბედნიერი კაცი ვიყავი. აქ ვარ, სურამის რომელიღაცა ტყეში… ოღონდ მიპოვით მკვდარს.
მიხარია, რომ დედამიწაზე 20 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. ბედნიერება მქონდა. ხალხი გვერდში მედგა, ყველაფერი გავიფუჭე. ბევრი უაზრო რაღაცები გავაკეთე. ლოთობას გადავყევი, ვალები დავიდე.
ბანკის ვალები ვეღარ გადავიხადე. დღეს ბოლო დღეა, აზრი არ აქვს. ვერაფერს მივაღწევ, ვერც ვიშოვი, ვერც გადავიხდი. ნუ იდარდებთ. არ ინერვიულოთ. დამმარხეთ ჩემი მშობლის გვერდით და იქ ვიქნებით ან არ ვიცი, მიწაში ჩამაგდეთ“, – ამბობდა გიორგი კობალაძე.