პოლიტიკოს გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, პოლიტიკოსს თავის ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს.
ის კლინიკაში ღამის 2 საათის შემდეგ შეიყვანეს.
არსებული ცნობით, გახარიას თავს სასტუმრო „შერატონში” დაესხნენ.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.