ეჭვგარეშეა, რომ მშობლების უმეტესობა ყველაფერს აკეთებს, რომ შვილებს ბედნიერი და ჯანმრთელი აღზრდა უზრუნველყონ.
ყველაზე კეთილსინდისიერი დედა და მამაც კი ზოგჯერ უშვებენ შეცდომებს, რაც მაშინვე ახდენს გავლენას ბავშვის ფსიქოლოგიაზე. მაგრამ არსებობს მშობლების კიდევ ერთი კატეგორია – ისინი, ვინც ბავშვებს, არასწორი დამოკიდებულებით ზიანს აყენებენ მაგრამ ამას არ აღიარებენ.
- ისინი უგულებელყოფენ საზღვრებს.
მშობლებს საშუალება აქვთ თვალი ადევნონ თავიანთი შვილის საქმიანობას. გარკვეულ სიტუაციებში, როდესაც საქმე ბავშვის უსაფრთხოებას ეხება, ეს ნამდვილად აუცილებელი ნაბიჯია. მაგრამ გასათვალისწინებელია ჯანმრთელი საზღვრები, განსაკუთრებით თუ მოზარდის დედა ან მამა ხართ.
- ისინი ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის უსაფრთხოებას.
ზოგს მიაჩნია, რომ ზედმეტად მკაცრი დამოკიდებულება საუკეთესოა ბავშვისთვუ, ფიქრობენ, რომ ბავშვი ზრდასრულობის შემდეგ შეძლებს საკუთარ თავზე ზრუნვას. თუ თქვენს მშობლებთან ურთიერთობა მუდმივად ამ პრინციპზეა აგებული, მაშინ გულწრფელად კი დაიჯერებთ, რომ ეს დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე.
- ისინი მუდმივად აკრიტიკებენ ბავშვებს.
დროდადრო, ყველა მშობელმა უნდა გააკრიტიკოს თავისუ შვილი, ამის გარეშე ვერასდროს ვისწავლეთ საშინაო საქმეების სწორად შესრულება, მაგალითად ტანსაცმლის დალაგებას.
ტოქსიკური მშობლის თავისებურება ის არის, რომ ის უკიდურესობაში გადადის, ნებისმიერი ბავშვის ქმედება მწვავე კრიტიკას ექვემდებარება. ასეთ მშობელს შეცდომით სჯერა, რომ ყველაფერს აკეთებს, რომ შვილებმა თავიდან აიცილონ სერიოზული შეცდომები.
- ისინი საჭიროებენ დიდ ყურადღებას.
ტოქსიკური მშობლები ხშირად თვლიან, რომ შვილების მიმართ გარკვეული ვალი აქვთ, რადგან მშობლებმა ბევრი დრო და ენერგია უნდა დახარჯონ მათზე. მათ არ ესმით, რომ ბავშვს აქვს საკუთარი ცხოვრება, რომელშიც ყოველთვის არ არის დრო მოზრდილებისთვის.
ამიტომ, უმჯობესია თქვენს შვილს მიანიჭოთ თავისუფლება, რომ მას თავად სურდეს დროის გატარება თქვენთან ერთად. ურთიერთობაში ძალადობა მიუღებელია – ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაშიც კი.
- ისინი დასცინია ბავშვებს
ყველა მშობელი დროდადრო დასცინის შვილებს. ამასთან, თუ ხუმრობა ჩვევად იქცა, შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს.
ბავშვი არ უნდა შეეგუოს დამცირებას მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებს უყვართ ხუმრობა მის სიმაღლეზე ან წონაზე. ეს კარგს არაფერს გამოიწვევს.
- ისინი ყველაფერში ადანაშაულებენ ბავშვს.
ტოქსიკურმა მშობლებმა იციან, თუ როგორ წარმოადგინონ ნებისმიერი სიტუაცია მათთვის სასარგებლოდ. მათ შვილებს რჩებათ ან გააცნობიერონ, რომ მშობლები არასწორად იქცევიან, ანდა მიიღონ ყველა ბრალეულობა. უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები, მაშინაც კი, ვინც დიდი ხნის წინ გაიზარდნენ, ირჩევენ ბოლო ვარიანტს.
- ისინი არ აძლევენ ბავშვს აზრისა და ემოციის გამოხატვის საშუალებას.
მშობლები, რომლებიც უარს ამბობენ თავიანთი შვილის ემოციური საჭიროებების განვითარებაზე, ჩრდილს აყენებენ მისი შვილის მომავალს, რომელშიც ის ვერ შეძლებს გრძნობების გამოხატვას.
- ისინი ზედმეტად დიდ შიშს უნერგავენ ბავშვებს
სინამდვილეში, ბავშვები, რომლებიც გრძნობენ სიყვარულს და მხარდაჭერას, ბევრად უფრო ბედნიერები არიან და მშობლებსაც მეტ პატივს სცემენ.
- ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.
მშობლები, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახური საკითხების გათვალისწინებით, პირველ რიგში, მათი გრძნობები უნდა იქნას გათვალისწინებული, ეს არის აზროვნების მოძველებული გზა, რომელიც არ უწყობს ხელს პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
- ისინი ბავშვზე მანიპულირებენ
ყველა ბავშვს ერთხელ მაინც უგრძვნია დანაშაულის გრძნობა მშობლების მიმართ. ამასთან, ტოქსიკური მშობლები ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად გამოიყენონ ეს ტაქტიკა.
თქვენ იზრდებით და მშობელი კვლავ ცდილობს თქვენს გაკონტროლებას: ის ძვირფას საჩუქრებს გაჩუქებთ სამაგიეროდ თქვენგან რამეს ელოდება. თუ თქვენ ვერ შეძლებთ გააკეთოთ ის, რაც მათ სურთ, ისინი შეეცდებიან იმანიპულირონ თქვენზე დანაშაულის გრძნობით, რადგან მათ “ამდენი გააკეთეს თქვენთვის“.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..