ბათუმში, ბონის ბაზართან მდებარე სარკინიგზო ხიდიდან 16 წლის ბიჭი გადავარდა და დაიღუპა.ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოზარდი ხიდიდან ვარდნის შედეგად სარკინიგზო ხიდის ქვეშ მდებარე სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა.
პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ხიდზე რამდენიმე მოზარდი ფოტოებს იღებდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


