თელავში ხანძარს 75 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. ახვლედიანის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლს ერთი საათის წინ გაუჩნდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ასაკოვანი ქალი და მისი ვაჟი ცხოვრობდნენ.
მამაკაცმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო, ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, ქალს გადაადგილება უჭირდა და მან ალმოდებული სახლის დატოვება ვერ მოახერხა.
@primetime.geთელავში ხანძარს 75 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. ახვლედიანის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლს ერთი საათის წინ გაუჩნდა. .


