ტრაგედია პოლონეთში – ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა
დაღუპულთაგან ერთ-ერთი 29 წლის ნიკა ნაპოვნიშევი, წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის.
ნათესავების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა.
მათი მანქანა ცენტრალურ მაგისტრალზე ტრაილერს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ნიკა ნაპოვნიშევის ოჯახის წევრების თქმით, ისინი ამჟამად პოლონეთში საქართველოს საკონსულოსთან ერთად, გარდაცვლილების გადმოსვენების საკითხის მოგვარებას ცდილობენ.
ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთის სამართალდამცავი უწყებები შემთხვევის გარემოებებს იკვლევენ.

წყარო: მთავარი ამბები კახეთიდან


