თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა. დაძაბული ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა – კვარცხლბეკზე გენოსთან ერთად გიორგი მეშვილდიშვილიც იდგა, რომელიც აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობდა და ბრინჯაოს მედალი აიღო.
სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაკა მუკვანი სპორტსმენის შესახებ სსოციალურ ქსელში წერს:
,,ტყიდან გამოვარდა გოლიათი, რომელიც მშველელად მოგვევლინა, ტალახში შევარდა და გამოყვანა დაიწყო ხალხის” – ამას შარშანდელი შოვის ტრაგედიდან ყვებოდა თვითმხილველი ხალხი.
ესაა აზერბაიჯანის სახელით რომ ასპარეზობს ეს დიდი გულის ბიჭი, ონში დაბადებული ჩემპიონი გირგი მეშვილდიშვილი.
საამაყო ბიჭია ნამდვილად მეც განსაკუთრებით მეამაყება ვაჟკაცი ჩემი რაჭიდან! – წერს მუკვანი.