“ფეისბუკში” , ჟურნალისტ ეთერ ერაძის მიერ გამოქვეყნებული ამაღელვებელი ისტორია ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ესკალატორზე მაღლა მიმავალ მწვანე ქურთუკიან ქალბატონს და მის გვერდით მდგარ მაღალ ბიჭს დააკვირდით.
ფოტოშედევრს ვერ გთავაზობთ, მაგრამ მეტი ვერ გადავიღე – მეტრომ არ მომცა ამის საშუალება.
საქმე ის არის, რომ ამ დილით ამ მწვანე ქურთუკიანმა ქალბატონმა ზუსტად ჩემს ფეხებთან ჩაიჩოქა საბურთალოს ხაზზე.
მარტომ ვერ ავაყენე, ყინულივით ცივი და გადაფითრებული იყო, მთელი სხეული უცახცახებდა.
ამ დროს ხალხიც მოგროვდა, ამ მაღალმა ბიჭმა ქალბატონი ლამის ხელში აყვანილი მიიყვანა კიბეებთან, პულსი გაუსინჯა და გარშემოხვეულ ხალხს მიმართა: –
საშიში არაფერია, პულსი ნორმალურია, სასწრაფოს გამოძახება საჭირო არ არისო.
მერე ქალბატონს რაღაცები ჩაეკითხა.
მან: – მეუღლეს13 იანვარს ინსულტი მოუვიდა, იმ დღიდან არც ერთი ღამე არ მძინებია; წუხელაც გავათენე, ახლა კი სამსახურში მივდივარო.
ბიჭმა: – ალბათ მშიერიც იქნებითო, და მის პასუხს არც კი დაუცადა, ისე წამოაყენა: – აუცილებლად რამდენიმე წუთით უნდა გამომყვეთ გარეთ, შიმშილს უნდა მივხედოთო!
ამასობაში იქვე მდგარმა პოლიციელებმა ჰკითხეს, – ექიმი ხარო? იმან კიდევ, – ჯერ ისევ სტუდენტიო, და ქალბატონი ლამის კვლავ ხელით აიყვანა ესკალატორზე;
ამ ქალსაც სხვა გზა არ ჰქონდა, უსიტყვოდ ემორჩილებოდა..
ეს ფოტო მათ ზურგს უკან გადავიღე, – ცხადია, გადაღებაზე უარს მეტყოდნენ, რის გამოც ახლაც ბოდიშს ვიხდი;
მაგრამ არც სხვანაირად შემეძლო, – ამ სასწაულად ლამაზი ბიჭისთვის (სხვათა შორის, – გარეგნულადაც!) მადლობა აუცილებლად უნდა მეთქვა.
და განა მარტო ერთი და განა მარტო ერთი ადამიანის მიშველებისთვის, ზოგადად, მომავლის იმედის ჩუქებისთვისაც რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – წერს ერაძე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…