• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, September 18, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უზრდელობდნენ, იგინებოდნენ, გიამ შენიშვნა მისცა… ამის გამო მოკლეს სადისტურად, დანით არაერთი ჭრილობა მიაყენეს” – ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი?

by inew
27 April 2025
in საზოგადოება
0
უზრდელობდნენ, იგინებოდნენ, გიამ შენიშვნა მისცა… ამის გამო მოკლეს სადისტურად, დანით არაერთი ჭრილობა მიაყენეს” – ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი?
0
SHARES
7.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 47 წლის გია ხა­ი­კაშ­ვილს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 22 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს. ნიკა ქუ­შაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე პირს – პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვილს 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ორი პირი და­ა­კა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე, ორ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა, შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, და­ზა­რა­ლე­ბულს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ­მა მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ­მა იცო­და, რომ ჩა­დე­ნი­ლი იყო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, თუმ­ცა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 22 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. ერთ პირს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, მე­ო­რე პირს ბრალ­დე­ბა 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

მოკ­ლუ­ლი გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი ambebi.ge – ს უყ­ვე­ბა:

გია სტე­ფან­წმინ­და­ში ცხოვ­რობ­და, უძ­ვირ­ფა­სე­სი პი­როვ­ნე­ბა იყო, ყვე­ლას იმე­დი და გვერ­დში მდგო­მი ვაჟ­კა­ცი. იმ ღა­მით აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მობ­დნენ მე­ზობ­ლე­ბი, დღე­ო­ბა­ზე გიაც იყო. ქუ­შაშ­ვი­ლე­ბი – ძმე­ბი და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი (სულ ხუთ­ნი იყ­ვნენ) უზ­რდე­ლობ­დნენ, იგი­ნე­ბოდ­ნენ, რის­თვი­საც გიამ შე­ნიშ­ვნა მის­ცა, წეს­რი­გის­კენ მო­უ­წო­და. ძმებს უთ­ქვამთ, ჩვენ კი­დევ შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთ­სო. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ისი­ნი რეს­ტო­რან “წა­ნა­რეთ­ში“ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, სა­დაც ქუ­შაშ­ვი­ლებს გიას და­ცინ­ვა და­უ­წყი­ათ, სათ­ვა­ლე ხომ არ გი­ჭერ­სო და მსგავ­სი რეპ­ლი­კე­ბით აიგ­დეს. იქაც მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა და როცა გია უკან წა­მო­სუ­ლა, და­უ­რე­კავთ მის­თვის და საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად და­უ­ბა­რე­ბი­ათ – გვე­ლეთს ჩა­მო­დი, იქ გე­ლო­დე­ბი­თო.

გია ად­გილ­ზე მარ­ტო მი­ვი­და, გვიკ­ვირს, ასე რა­ტომ მო­იქ­ცა, როცა იცო­და, რა სა­ში­ნელ პი­როვ­ნე­ბებ­თან ჰქონ­და საქ­მე… თუმ­ცა, გია უძ­ლი­ე­რე­სი ბიჭი იყო და მის­თვის 4 და 5 კაც­თან გამ­კლა­ვე­ბა, არა­ფე­რი იყო. მისი მე­სი­ჯე­ბი ნა­ხეს, სა­დაც ქუ­შაშ­ვი­ლე­ბი წერ­დნენ, – სადა ხარ, არ მო­დი­ხარ? შე­გე­შინ­და? გე­ლო­დე­ბით… გია და­ნით დაჭ­რეს, ჭრი­ლო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად თა­ვი­სა და ყე­ლის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ად­გილ­ზე ხუთ­ნი ყო­ფი­ლან – ძმე­ბი და მათი სამი ბი­ძაშ­ვი­ლი. სამ­მა მათ­გან­მა მო­ა­ხერ­ხა ყაზ­ბე­გი­დან ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში გა­დას­ვლა, ნი­კამ და პა­ა­ტამ ვერა, რად­გან პი­რო­ბი­თი ჰქონ­დათ (ესე­ნიც ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ სა­ზღვა­რი ვერ გა­დაკ­ვე­თეს, უკან მო­აბ­რუ­ნეს და და­ა­კა­ვეს), ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი არი­ან. ამ­დე­ნი ჭრი­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო და ლა­პა­რა­კიც შე­ეძ­ლო.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მის გამო მოკ­ლეს ასე სა­დის­ტუ­რად მთა­სა­ვით კაცი. ბოლო რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია, ხევ­ში მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, მკვლე­ლო­ბა არა­ვის ახ­სოვს, რაც სა­ა­მა­ყოდ გვქონ­და. ბოლო წლებ­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა და ისეც ასე­თი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა…

გიას მთე­ლი ხევი გლო­ვობს, ისე­თი კარ­გი პი­როვ­ნე­ბა იყო.. მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოჯა­ხი ჰყავს. გიას კო­ტე­ჯე­ბი ჰქონ­და ყაზ­ბეგ­ში და აქი­რა­ვებ­და, საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხია, ქალ-ვაჟი და ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. გიას დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ, გუ­შინ ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვა­რიც შე­ი­რი­გეს (ეს დაკ­რძალ­ვამ­დე უნდა მომ­ხდა­რი­ყო), მაგ­რამ ამ ამ ტრა­გე­დი­ის გაგ­რძე­ლე­ბა რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის“.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

,,დიდი გლოვა ელოდება სრულიად საქართველოს” – გოგა მანია შოკისმომგვრელ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს!

Next Post

უარი 340 000 ევროიან ხელფასსა და მდიდრულ რეზიდენციაში ცხობრებაზე – რა ქონებას ფლობდა პაპი ფრანცისკე?

Next Post
უარი 340 000 ევროიან ხელფასსა და მდიდრულ რეზიდენციაში ცხობრებაზე – რა ქონებას ფლობდა პაპი ფრანცისკე?

უარი 340 000 ევროიან ხელფასსა და მდიდრულ რეზიდენციაში ცხობრებაზე - რა ქონებას ფლობდა პაპი ფრანცისკე?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In