ავჭალაში, 45-ე საჯარო სკოლაში მუნის 4 შემთხვევა დაფიქსირდა | ამის შესახებ მთავართან ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი საუბრობს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა
,,უკვე მე-4 შემთხვევა დაფიქსირდა, დირექტორი ყურს არ იბერტყავს, დომესტოსით ჩაატარა ვითომ დეზინფექცია. თბილისის რაღაც გამოიძახა მერე ვითომ და საწუწაო თოფებით შეასხეს ვითომ ხსნარები)) და 2 საათში განაახლეს სასწავლო პროცესი… როცა 48 საათი სჭირდება იმ სუნს, რომ გავიდეს, როცა ადეკვატური დეზინფექცია კეთდება.
დღეს დავრეკეთ განათლების სამინისტროში და ჯანდაცვაში და გვითხრეს, მაგ სკოლიდან არაფერია დაფიქსირებული ჩვენთან, უშუალოდ უნდა დარეკოს დირექციამო. დირექტორმა, არ დამირეკავს, რატომ უნდა დავრეკოო, თბილისის სადეზინფექციოსთან დავრეკეო. დღეს კიდე რომ ვიყავით მშობლები, ვითომ დარეკა და დეზინფექციას ჩაატარებენო, მაგრამ არაფერი ჩატარებულა დღეს და არც ხვალ… ბავშვების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშააა და არავინ აქცევს სკოლას ყურადღებას…”, – უყვება ,,მთავარს” ერთ-ერთი მშობელი.

 
 

 
							 
 
 
 
 
 
