„ხშირად მხვდება ხოლმე გოგონების წერილები, რომლებიც თავიანთი ოჯახის ისტორიებს ანონიმურად ჰყვებიან. მეც გადავწყვიტე, ჩემი ამბავი დავწერო და ცოტა გული მოვიოხო. ჩემს მეუღლეს დედ-მამა ადრეულ ასაკში დაეღუპა, არ გამომიცდია დედამთილთან და მამამთილთან ერთად ცხოვრება, სამაგიეროდ, ისეთი მაზლი და რძალი შემხვდა, მტერსაც რომ არ ვუსურვებ.
პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, ერთ უბანში. მინდა-არ მინდა, ხშირად გვიწევს შეხვედრა.რაც გავთხოვდი, მათ სახლში 2-ჯერ ან 3-ჯერ თუ ვიქნები ნამყოფი.ჩემი ქმარი უმცროსია, სანამ ოჯახს შევქმნიდით, ძმა და რძალი თავის ჭკუაზე ატრიალებდნენ და ყველანაირად იყენებდნენ: მისი ხელფასი, მანქანა, სახლიც მათ განკარგულებაში იყო. თავისი სტუმრებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ცალკე ცხოვრობენ, უმცროს ძმასთან მოჰყავდათ.
როცა აქ გადმოვედი საცხოვრებლად, სახლი ჩემს გემოზე მოვაწყვე – ძველი ავეჯი ახლით შევცვალეთ, გავარემონტეთ, ჩემი რძალი ყველაფერს იწუნებდა და ცინიკურად მეუბნებოდა მაგალითად:
„ეს ავეჯი ამ კედლის ფერს არ უხდება, ამ მაგიდის ფორმა არ მომწონს, ძველმოდურია, ისევ ძველი ჯობდა“… მე ასე მომწონს და ჩემს სახლში როგორ ავეჯსაც მინდა, ისეთს დავდგამ-თქო ვუთხარი ერთხელ უკმეხად, ისე შეცბა, არ ელოდა.რადგან ჩემზე ასაკით უფროსია, ჰგონია, რომ მეც მაგის ჭკუაზე უნდა ვიარო.
მკაცრად დავიჭირე მათთან დისტანცია. ვაგრძნობინე, რომ არ მსიამოვნებდა მათი ხილვა ყოველ საღმოს ჩემს სახლში და ჩემი სივრცე მჭირდებოდა.ცოტა ხანს გაჭრა ჩემმა მცდელობამ და ორსულობის პერიოდში დავისვენე, მაგრამ მალე პატარაც შეგვეძინა და ისევ მოუხშირეს სიარულს.
არც ისე დიდი სახლი გვაქვს, ბავშვს არც ძილი ჰქონდა და არც მოსვენება იმათ ხელში, მოიყვანდნენ თავის უცელქეს ბავშვს, რომელმაც თუ რამე დასალეწი და გასაფუჭებელი იყო, ძვირფასი და დასანანებელი, ყველაფერი მომისპო.ჩემი რძალიც ასე უტიფრად მომადგებოდა, განზრახ, რადგან ხედავდა, როგორ ვღიზიანდებოდი მათი მოსვლით.
შენს სახლში რომ ფეხს არ ვადგამ და თავს გარიდებ, ხომ უნდა მიხვდე, რომ ვცდილობ, დისტანცია დავიჭირო?!
საშინლად აფერისტი გოგოა, ჭორიკანა. მაზლი უარესი. ფერი ფერსო, რომ იტყვიან. კაცია, მაგრამ ნებისმიერ ქალს აჯობებს ჭორაობაში, ენაზე არაფერი დაადგება. თუ სადმე მივდივართ, უნდა გამოიკითხოს, სად, როდის, როგორ, რატომ. ამ დროს თვითონ ისე გაიპარებიან ჩუმად, ერთს არ იტყვიან, არც მაინტერესებს, მაგრამ ჩემსას რაღას კითხულობ?!
ზემოდან უყურეებენ ჩემს ქმარსაც, რადგან ალალია და კეთილი, მათსავით გამორჩენაზე არ არის და გულწრფელად უყვარს თავისი ძმა და ძმის შვილი, მაგრამ ისინი მხოლოდ სარგებელს ელიან.
შაბათ-კვირა შემძულდა. დილიდან გამოუშვებენ ბავშვს, „თქვენთან უნდაო“ და საღამომდე არც მოიკითხავენ, რას აკეთებს. ერთი შვილი ჰყავთ და იმის მოვლაც არ უნდათ, გეგონება მათი ძიძა ვარ, მოხალისე. როდისღაც გვიან საღამოს გაახსენდებათ და მოაკითხავენ. „გაერთე, მამიკო?!“ „ხომ არავინ გაგაბრაზა?!“- გამარჯობასაც არ ვეუბნები ხშირად, ზედაც არ ვუყურებ, მაგრამ მაინც ასე იქცევიან.მშობლების გამო ამ ბავშვზეც გული მაქვს აცრუებული, არც ერთის დანახვა არ მინდა.
ბავშვი ვერსად წამიყვანია მაგათი გადამკიდე, თითქოს ვალდებული ვიყო, რომ ჩემი მაზლიშვილი ყველგან თან ვატარო. არცერთს მივიჩნევ ჩემი ოჯახის წევრებად და არ მინდა ურთიერთობა მქონდეს.ზოგჯერ, ისე ვბრაზდები და გამოვდივარ წყობიდან, არ მინდა ცხელ გულზე ცუდად გამოვჩნდე ჩემი ქმრის თვალში, იმათაც ხომ ეს უნდათ?!
არ ვიცი, რა გზას დავადგე და როგორ მოვიშორო ეს ხალხი ცივილურად თავიდან. თქვენ რას მირჩევთ?“
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ნათია, 31 წლის, სტატია მომზადებულია მშობლები.გე-ზე გამოქვეყნებული წერილის მიხედვით..
ყურადღება: ფოტო პირობითია