მის ტრაგიკულ ისტორიას ინტერნეტსივრცეში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს ინტერნეტმომხმარებელი ეკა ლეყვა ჰყვება. მის ტრაგიკულ ისტორიას ინტერნეტსივრცეში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
“25 წლის უკან, დღევანდელ დღეს, ზუსტად ამ საათებში, ჩვენს თვალწინ დაგცხრილეს, დე.. ძლივს მოვიპოვე ეს ფოტო… “ოდნოებში” მქონია შენახული… გპირდები, შენს შესახებ მოვუყვები ყველას…
თუ რა ბარბაროსულად გაგიმეტეს და ჩაგცხრილეს უდანაშაულო, უმწეო ქალი, შვილი და პატარა შვილიშვილების თვალწინ… ნათელში იყოს შენი სული და შენთან ერთად, აფხაზეთში უმოწყალოდ, ჩახოცილთა სულები…
27 სექტემბრის საღამოს, ბევრ ვიდეოებს ვუყურე, აფხაზეთის ომზე გადაღებულს თუ მიძღვნილს… ძალიან იმოქმედა… ალბად იმიტომ რომ, მე ჩემი ისტორია მაქვს ცალკე, და არც თუ ისე, უბრალო…. ვერ დავიძინე და მომინდა აქ, მეთქვა სათქმელი. დავიწყე კიდეც, წინა პოსტში აღწერა, ჩემი მოგონებების და ვერ შევძელი, სერიოზულად ცუდად გავხდი…
25 წელია, მე ჩუმად ვარ. ამ ამბავზე ტაბუ მედო. ალბად იმიტომ, რომ სინდის ქეჯნას ვერ ვუძლებდი და სადღაც, ტვინის უფსკრულში, ცხრაკლიტული მედო.
25 წლის მანძილზე, ეს ამბავი ხუთი ადამიანისთვის თუ მაქვს მოყოლილი, შეიძლება ორით მეტი იყოს… და ისიც, ეტყობა, ძალიან მომაწვა მაგ დროს ბურთი ყელში… მინდა განვთავისუფლდე ამ ფიქრებისგან, ტანჯვისგან… მიიღეთ, როგორც აღსარება…..
მე დედა, მომაკვდავი, სულთმობრძავი მივატოვე და გავიქეცი… ფეხმოგლეჯილი, სისხლში მცურავი მივატოვე ღვთის თუ მტერის ანაბარა და გავიქეცი… მე მას ვუღალატე.. დედა-შვილობას ვუღალატე.
მე თავის საშველად არ გავქცეულვარ ოღონდ..
მე, შვილებს, თამთას და ირაკლის გავეკიდე… რომლებსაც… ასევე, დაჭრილმა და სისხლში მცურავმა, მათმა ბებია (დედამთილმა ჩემმა) ხელი ჩაავლო და გააქცია…”
ეკა, მე მივდივარ. თუ არ მოდიხარ, დარჩი დედაშენთან მაშინ და მიხედე… მე ბავშვები მიმყავს” – თქვა. აქეთ, იქეთ დაავლო ხელი ბავშვებს და გაიქცა. არასდროს ასეთი არჩევნის წინაშე, არ დაგაყენოთ უფალმა არასდროს.. რამეთუ..
მე, დაჭრილი დედა, ავიყვანე ხელში, მივაწვინე ლოგინზე, გადავუჭირე ფეხზე მაგრად ნაჭერი. სისხლს ვაჩერებდი ჩემი ჭკუით…. თვალებში ვერ ვუყურებდი. სული, გული ბავშვებს გაჰყვა. 6 და 7 წლის ბავშვებს.. დამიცხრილავენ, მომიკლავენ, რა ვქნა? არადა, დედა როგორ მივატოვო?.. და ბავშვები?
“დე, ბავშვებს გადავმალავ სანდო ადგილას და დავბრუნდები.. ცოტა მოითმინე, კარგი?” პასუხს არ ველოდები, სამი თვის ქრისტინას, ვიტაცებ ხელში, ინსტიქტურად იქვე მიგდებულ, პილიონკებით სავსე, სპორტულ ჩანთას ვიკიდებ მხარზე და მივდივარ კარებისკენ…
ზდურბლთან ვქვავდები წამიერად და უკან ვიხედები.. “უკანასკნელად შეხედე დედაშენს!” მიბრძანა ვიღაცამ, თითქოს გაბრაზებულმა… მივიხედე… მარჯვენა ფეხი, ხელებით ეჭირა. ფეხს, რომ ვამბობ, მუხლს ქვემოთ, შუა წვივზე გადამსხვრეული, ერთ ტყავზე ეკიდა მთელი ტერფით…
სისხლი? არც იკითხოთ… იცლებოდა… თავი ჩემკენ ქონდა მობრუნებული და… თვალები… თვალები… იქნებ არ დამიჯეროთ, მაგრამ მე ახლა სიმწრისგან ვყმუი… ვტირი, ვღმუი და ვაგრძელებ წერას… უნდა ვთქვა ბოლომდე, შევპირდი დღეს, ანთებულ სანთელთან დედას…
თვალები… იცით რა იყო თვალებში?… მიდიხარ? მტოვებ? რა მეშველება?.. მეშინია… არ წახვიდე, მეშინია… ეწერა
თვალებში…. შიში და უიმედობა ეწერა.. სასოწარკვეთა ეწერა… და მე მაინც, გადავდგი ფეხი და გავიქეცი..
რატომ გააჩინე ღმერთო, დედა-შვილობა? რატომ დგას ყველაფერზე წინ შვილი? რატომ დამაყენე არჩევანის წინაშე, რატომ? რა შეგცოდე ასეთი მიუტევებელი?.. მოკლედ, გავეკიდე შვილებს, რომ ისინი გადამერჩინა.
29 სექტემბერს, ნაშუადღევს, ჩაის ფაბრიკის, ბინების უკანა ქუჩას მივადექით… სვანეთისკენ გზა ვერ გავაგრძელეთ და დავბრუნდით. სიჩუმეა, არავინ ჭაჭანებს. თურმე ყველა იმალება ყანებში. ფრთხილად მივაბიჯებთ ორღობეში. გვინდა სადმე მოვასწროთ შემალვა.
უცებ ავტობუსი შემორიხინდა საიდანღაც.. კარები გაიღო და გადმოვიდა და გადმოვიდა, აფხაზი სეპარატისტები, მაგათ მებრძოლს როგორ ვუწოდებ, მაგ ნაძირალებს. გამოიქცნენ ჩვენსკენ.. წინ ერთი დაწინაურდა და მეგრულად მეუბნება.. ჩქარა შეასწარი სადმე, დაიმალე და დამალე ბავშვები.
თან შებრუნდა და დანარჩენებს ეუბნება: – ..ცოდარე, ცოდა, ბაღანებ, იდას… (ცოდვაა, ცოდვა ბავშვები, წავიდესო)..
ვიღაცის სახლში შევირბინეთ და უკანა მხარეს ავეფარეთ… დედამთილი, მანამდე დაგვშორდა.. ვნახავ, ბინებში რა ხდება, როინს წამოვიყვან (მაზლზე თქვა) და მოვალ, წაგიყვანთ, შედით მანდ სახლში, მანამდე დაიმალეთო.
ვერ მოვასწარით, მოგვისწრეს.. ორ-ორად, სამ-სამად შემოდიოდნენ, დაგვხედავდნენ, გვაგინებდნენ, გვლანძღავდნენ და… ამ პატარას უმადლოდეთ – ამის თქმით გადიოდნენ. ეს პატარა კი, სამი თვის ქრისტინა იყო, ზეწრებში გახვეული. იმედი მომეცა, რომ არ დაგვხოცავდნენ…
უცებ დედა მეუბნება, შეხედე შენი დედამთილი დაუჭერიათ, აფხაზებს მოჰყავთო. გავიხედე ფანჯრიდან, მოაპროწიალებდნენ. ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ, ბავშვიანად გავიჭერი გარეთ. იმედი მქონდა ქრისტინა გადამარჩენდა.
– რა გვარის ხარ, რა გვარის ხარ? – დამიწყო ყვირილი აფხაზმა. საჯაია ვეუბნები. დედამთილსაც იგივე უთქვამს, საჯაია ვარ, ქალიშვილი და შვილიშვილებია მანდო. დაემთხვა, გადავრჩით. გვეგონა.. გამოგვყვა უკან..
– სადაა შენი ქმარი? ამ ბავშვის მამა სადაა? ომობდა ხომ? – ღრიალებს საქონელი.
– არა, რას ამბობთ, რუსეთშია, არც კი იცის შვილი, რომ გაუჩნდა… – ვიტყუები, არადა ომობდა, თანაც თეთრ გვარდიაში, “გიჟების ბატალიონში”.
– დენგი ესტ? ზოლოტა ესტ?.. – ყვირის.
– არა. – ვეუბნებით.
ყველანი სახლს უკან, გარეთ ვდგავართ. დედა, იკა, თაკო, დედამთილი, მე ჩვილით ხელში. კაცი გამხეცებულია. ცისფერ თვალებში ეშმაკი უზის. ჭაღარა, თმები და წვერები, სადღაც ორ თვეს ითვლიან ყველაზე ნაკლებს. მაღალი, მოსული ტანით და ყინულოვანი მზერით… შენს სახეს რა დამავიწყებს ნადირო?
– ტი ზნაეეშ? – დედამთილს ეუბნება. – მაია მამა, ნა ტიბია ბილა პახოჟა ი ვაში გრუზინი ზასტრელილი იო, ზნაეეეშ?.. ია იხნიი… – და აგინებს უსაშველოდ, ყვირის, ღრიალებს. თვალები ჩაუსისხლიანდა… გადმოიღო კალაშნიკოვის ავტომატი, მომართა… – ნუ ი ვზდოხნი ტი ტოჟე, ტვაიუ მამუ ნა…
დაა.. გაჩერდა დრო… დამეხშო სმენა.. მე ავტომატის ხმა არ გამიგია.. დამიგუბდა გონება, დამეხშო. სრულ სიჩუმეში, უბრალოდ, მოძრავ ადამიანებს ვხხედავდი.. ვხედავდი დედამთილმა, თვალები როგორ გადმოკარკლა… მერე, იკას ხელი დაავლო, კუთხეში მიაგდო და გადაეფარა…
დედა ასკინკილა ხტუნვით ოთახისკენ მიხტოდა… ვუყურებ, ამ სიჩუმეში, ამ ყველაფერს. ყურები წივიან.. ვუყურებ, ეს რა ხდება?? ასე, კინოს ფირივით რატომ მოძრაობენ??. რაღაც ხმა შემომესმა.. ვიღაცა ღნავის თუ ბლუყუნებს… თურმე მე ვარ, ბავშვით ხელში, ამ აწოწილ, ბურძგლიან აფხაზს ვეკიდები ყელზე..
ვლუღლუღებ… ვხავივარ…. ნი სტრილიაი დარაგოი, უმალაიუ, ნინადა.. და ვუკოცნი ბინძურ სახეს, ყელს, ვეხვევი, ვემუდარები… გაჭრა, შეკრთა თითქოს… გაჩერდა… იხტიბარი მაინც არ გაიტეხა.. “ჩერეზ დვაციტ მინუტ ვერნიუს, ი ესლი, ზოლოტა ი დენგი გატოვა ნი ბუდეტ, ვსეხ ზასტრელიუ ნა ხ…, (იგინება) სერავნო ვაინა სპიშიტ”-ო და გაბრუნდა და გავიდა ეზოდან…
…ფეხიიი…დედაა… დედიკოოო, ფეხიიი… – მესმის ირაკლის ბღავილი, რომელიც ჩემსკენ გამორბის და დაფლეთილ შარვლიან და სისხლიან მუხლს მაჩვენებს… თვალთ მებინდება. მახსოვს, ქრისტინა მაგიდაზე მოვისროლე…
მივვარდი იკას, გადაფლეთილ, დახეულ შარვალში ვიხედები მუხლთან.. გიჟივით ვიცინი.. საშიში არაფერია, ჯინსმა გადაარჩინა, ტყვია აისხლიტა, შარვალი გაფლითა და მუხლი გადაუტყავა მხოლოდ, ძვლამდის არ ჩავიდა.
ვიცინი დებილივით და თვალი, უცებ ძირს დაგდებულ დედას ამჩნევს.. შენ რაღა გჭირს? ვყვირივარ.. მომკლეს, მომკლეს, ვერ ხედავ? და ფეხისკენ მახედებს……
არავის, არავის გამოგეცადოთ ეს სიმწარე არასდროს, არასდროს.. ვისაც ომი, არ გამოუვლია, მაგან არ თქვას ვიცი, რა არის ომიო… ომი, რო იცოდე რა არი, უნდა იწვნიო თავზე.. მაშინ დააფასებ მშვიდობას… პესიმისტურად ჟღერს ვიცი, მაგრამ აქსიომაა ეგ…
მუხლსა და წვივ შორის, არ ვიცი, რამდენმა ტყვიამ ქნა ეს, გადაგლეჯილი ფეხი, ტყავზე ეკიდა და სისხლი თქრიალით სდიოდა… თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა.. დედა, შენ მოგიკვდი, მოგიკვდი მეე..
ვიკივლე და ვეცი… ვითომ გადავუჭირე ნაჭრით ფეხი, სისხლის შესაჩერებლად.. ავიყვანე და ლოგინზე მივაწვინე… იცით? შეწუხდა.. ფეხი გვერდზე გასწია.. სირცხვილია, სხვისი ლოგინი არ გავსვაროთო…
მაგ დროს, მაგაზე ფიქრობდა.. ახლა რომ ვუფიქრდები, შენ ვინ მყოლიხარ, დე, მეამაყება, შენი გაზრდილი რომ ვარ… როგორ ამბობდი? შობას არა აქ ჭკუა, მთავარი გაზრდააოო… მართალი ყოფილხარ, უძვირფასესო ადამიანო.
– …ეკა გავიქცეთ, მობრუნდებიან და ჩაგვხოცავენ აქ, გავიყვანოთ ბავშვები… – მესმის ამ მწუხარებაში დედამთილის, ციალა დედას ხმა…
არსად არ მოვდივარ, რაა, დედა დავტოვოოო? – ვკივივარ გამწარებული…
“იყავი მაშინ, მე მიმყავს ბავშვები, დარჩი და შეაკალი თავიო”… – გამწარებულმა მიყვირა მანაც… “შემომხედე, შემომხედე, მეც დაჭრილი ვარ”.. ყვირის და გადაგლეჯილ ფეხს და მკლავს მაჩვენებს… “ბავშვები უნდა გადავარჩინოთ, გესმის ჩემი?” ყვირის… მე ვერ ვაზროვნებ, მთლად გავგიჟდი… ცეცხლი მიკიდია, ორ მხრივ…
…”მე მივდივარ”… მესმის განწირული ყვირილი. მივიხედე და ციალაც მიეფარა თვალს ბავშვებიანად…
…ზღურბლზე ვდგავარ და უკანასკნელად ვუყურებ დედას, მინდა ჩავიბეჭდო გონებაში, რომ აღარასოდეს დამავიწყდეს. ვგრძნობ და ზუსტად ვიცი, მეტად ვერ ვნახავ…
გადაწყვეტილება მივიღე, არჩევანი გავაკეთე, გავეკიდე ბავშვებს… დავტოვე მარტო… შევატოვე სიკვდილს ხელში, უნუგეშოდ, უპატრონოდ და გავიქეცი….. მაპატიე, დე…
..სიმინდის ყანებში წამოვეწიე ბავშვებს.. ტყვიები ზუზუნით მოგვზდევდა.. ჩვენს გვერდით, უკან, წინ ტყდებოდა სიმინდის ღეროები, წიოდნენ ტყვიები ყურთან, ცხვირწინ. გავრბოდით უკანმოუხედავად. მოგვდევდა ტყვიები, წივილით,ზუზუნით, მაგრამ არ გვეკარებოდა.. სიკვდილი უკვე, მსხვერპლს სულს აძრობდა უმოწყალოდ, ჩვენთვის არ ეცალა… შეიწირა ჩვენს სანაცვლოდ…
…იმ დღეს, უკან ვერ მივბრუნდი. გადაწვეს და გადაბუგეს უკანა ქუჩა. დილამდის ისროდნენ და აფეთქებდნენ სახლებს, ძარცვავდნენ, ყვლეფდნენ, ხოცავდნენ და ვერ ძღებოდნენ მაინც… ეშმაკი ეჯდათ სულში და სხეულში და არ ინდობდნენ არაფერს და არავის… მეორე დღესაც ვერ გადავედი…
იწვოდა და ქოთქოთებდა იქაურობა.. ჯოჯოხეთი მიწაზე გამეფებულიყო, სიკვდილი არ ინდობდა, მოხუცს, ქალს, კაცს, ბავშვს,ღორს,ძაღლს, ძროხას… ყველა ერთად ეყარა ქუჩებსა თუ ორღობეებში… შიშისგან გადალეული და მწუხარებისგან განადგურებული, ბავშვებს ვერ ვტოვებდი… თანაც, სტრესისგან რძე გამიშრა.
სამი თვის ბავშვი, მშიერი მყავდა და ვერ ვაჩუმებდი. დედამთილი ვერ დგებოდა, დაჭრილი და სიცხიანი იწვა. ვიმალებოდით, გარეთ სამ 666-ნიშნა მხეცები, დათარეშობდნენ.. ვერ ძღებოდნენ ჩვენი სისხლით…
…მესამე დღეს გავეპარე დედამთილს და ბავშვებს და გადავედი უკანა ქუჩაზე, სადაც დედა დავტოვე… სახლი გადანახშირებული დამხვდა… შეშინებული, ფეხაკრეფით დავდივარ დამწვარ სახლში და დედას დავეძებ…
ჰმ… მართლა მქონდა იმედი ნეტავ, რომ ვიპოვიდი, და თანაც ცოცხალს? უცებ საიდღანაც, ვიღაც კაცი ამეტუზა… გული გადამიქანდა.
– ვის ეძებ? – მეკითხება ცივად.
– გუშინწინ აქ, დაჭრილი ქალი დავტოვეთ.. – ვლუღლუღებ დარცხვენილი, რომ დავტოვე, მრცხვენია…
– …ააა… ანა უმერლა, პახარანილი მი… (სომეხი იყო)… ბედნაია, დვა ჩასა მუჩალას ი უმერლა…
იცით, რას ყვიროდა თურმე?… არავინ არ ხართ ქრისტიანი, დამეხმარეთ, ღმერთი არ გწამთ?-ოო. იცი რას გეტყვი, დეე? შენნაირი სიკვდილი მარგუნოს ღმერთმა მეც და უპატრონოდ მომკლას… აი, მაშინ დამიმშვიდდება სინდისი… მანამდე, რაც არ უნდა ვიმართლო თავი, ფუჭია… და, არც ერთ ნუგეშს, არა აქვს აზრი ჩემთვის…”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია