• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday, April 13, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს – მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე

by inew
26 February 2026
in ექსკლუზივი, ინტერვიუ, პოლიტიკა, საზოგადოება
0
ორსულა ფონ დერ ლაიენი
0
SHARES
2
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება, – ამის შესახებევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტს წერილი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა – ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი ვაშაძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, გივი თარგამაძე – 2025 წლის 22 სექტემბერს საპატიმროდან გაუგზავნეს.

ოპოზიციონერების წერილზე ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი 25 თებერვლით თარიღდება.

„ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს ამ მიზნისკენ მუშაობას მოვუწოდებთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე ევროკავშირმა მტკიცე რეაგირება მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა“, – ნათქვამია წერილში.

ასევე, წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის წინადადების თანახმად, საბჭომ საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ შეაჩერა.

„ეს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეეხება. ვიზების შეჩერების მექანიზმის შესახებ ახალი ანგარიშში კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ უკუსვლა განიცადა მმართველობის, კანონის უზენაესობის, სავიზო შესაბამისობისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ამ უკუსვლის სისტემური და წინასწარგანზრახული ხასიათის გათვალისწინებით, კომისიამ ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში შემდგომი ზომების პროცედურა დაიწყო. ახალი წესების თანახმად, პირველი ფაზის ფარგლებში ვიზების შეჩერება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შეეხება. მეორე ფაზის ფარგლებში, ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება“, – აღნიშნულია წერილში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში შემდგომი ზომების საკითხს განიხილავენ.

„მიუხედავად იმისა, რომ წევრ ქვეყნებს შორის სანქციებზე კონსენსუსი ჯერჯერობით მიღწეული არ არის, მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე. ევროკავშირის სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები ერთხმად იღებენ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ამიდნი მკვეთრად იცვლება! – სინოპტიკოსის გაფრთხილება

Next Post

გიორგი თოდუა – „ენგურჰესში“ რეორგანიზაციის სახელით 400–500 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება – ეს საკითხი სცდება ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას და ეხება სოციალურ სტაბილურობასა და ეროვნულ ინტერესებს

Next Post
გიორგი თოდუა

გიორგი თოდუა - „ენგურჰესში“ რეორგანიზაციის სახელით 400–500 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება - ეს საკითხი სცდება ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას და ეხება სოციალურ სტაბილურობასა და ეროვნულ ინტერესებს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
S კერძო სახლების პროექტები სახლების პროექტები
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.