ადამიანთა უმრავლესობას აქვთ ისეთი ნივთები, რომელებთან განშორებაც უმძიმთ. იქნება ეს ბებიის ნაჩუქარი ჭურჭელი, თუ ძველი ჯინსები. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში გვიგროვდება არა საჭირო ნივთები.
- ვადაგასული კოსმეტიკა
კოსმეტიკას ძალიან სწრაფად გასდის ვადა. ზოგიერთი კრემის გამოყენება შესაძლებელია, გახსნიდან სამი თვე. დროთა განმავლობაში შრება ტუში, ტონალურ კრემს უჩნდება ლაქები. კოსმეტიკის აღდგენას აზრი არა აქვს, უმჯობესია ახალი შეიძინოთ. შეძენისას კი კარგად დააკვირდით ვადებს.
- არა საჭირო ნივთები ყუთებში
თქვენ შეიძლება დაიწყოთ ჩეკების დაანგარიშება, თუ რამდენ ხარჯავთ თვეში და დატოვოთ მაგიდის უჯრებში. ასევე შეიძლება დატოვოთ უჯრაში, კინოთეატრების ბილეთები, ფლაერები ან ღია ბარათები. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ნაგვის ხროვად იქცევა.
- ძველი გაზეთები და ჟურნალები
რა აზრი აქვს პერიოდული გამოცემების შენახვას? თუ მათ არ იყენებთ რაიმე კოლაჟებისათვის, მაშინ გაზეთები და ჟურნალები ტყუილად დაიკავებენ ადგილს თქვენს კარადებში.
- პოლიეთილენის პარკები
ბევრ ჩვენგანს აქვს პოლიეთილენის პარკები, რომლებსაც არ ვიყენებთ. პოლიეთილენის დაშლას 100-120 წელი სჭირდება, უმჯობესია ამის ნაცვლად რაიმე ჩანთა იყიდოთ და ის გამოიყენოთ.
- ნივთები, რომლებსაც არ გამოიყენებთ
ვთქვათ, დროდადრო იცვლით ტელეფონს, ყიდულობთ ახალსა და უფრო მოდურს. გახსოვდეთ, რომ გამოყენებული ტექნიკა, რომელსაც აღარ იყენებთ უკეთესია გაყიდოთ ან აჩუქოთ იმას, ვისაც უფრო სჭირდება.
- გამოყენებული საწმენდი ტილოები
ღრუბლებსა და ტილოებზე დროთა განმავლობაში გროვდება ბაქტერიები, ამიტომ ისინი ყოველ კვირას უნდა შეცვალოთ. პრობლემა იმაში გახლავთ, რომ პოლიეთილენის მსგავსა, მათ დაშლას 100-200 წელი სჭირდება. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ღრუბელს ჩაანაცვლებთ ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული ხელსაცოხებით.
- ბავშვის ძველი ნივთები
ბავშვები სრწაფად იზრდებიან და ყველაფერი ზედმეტი ხდება. თუ არ გინდათ მათი ნივთებისა და სათამაშოების მოშორება, უბრალოდ ვინმეს აჩუქეთ ან საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცით.
- უაზრო ნივთები
მეზობლის მიერ მეექვსე კლასში ნაჩუქარი უსარგებლო პატარა ქანდაკებები, გატეხილი საათი, სანთლები, რომლებიც უბრალოდ დიდ ადგილს იკავებენ სახლში.
- მძიმე ფარდები და ძველი ხალიჩები
მუქი მძიმე ფარდები მხოლო და მხოლოდ ამძიმებენ ოთახს და აგროვებენ მტვერს. უმჯობესია მოიშოროთ მსგავსი ფარდები და ხალიჩები, ჟალუზების ჩანაცვლებით.
- წარუმატებელი საჩუქრები
თუ კონკრეტული ნაჩუქარი ნივთები არ მოგწონთ, ისინი არც უნდა შეინახოთ. მათი დანახვა უსიამოვნი შეგრძნებების გარდა, არაფერს გაძლევთ. წარუმატებელი საჩუქრები უმჯობესია გადააგდოთ ან ვინმეს აჩუქოთ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.