გათხოვილი ვარ და ოჯახი მაქვს, მაგრამ ინტერნეტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთხელ ფეისბუკზე სასიამოვნო კომპლიმენტი მივიღე ძალიან სიმპათიური მამაკაცისგან.
ძალიან მესიამოვნა და ის ბიჭი დავიმეგობრე. ამის მერე მოვლენებს მივყევი. ძალიან შევეჩვიე ჩემს ვირტუალურ მეგობარს.
კარგა ხანს გაგრძელდა ჩვენი მიმოწერა და ის ისე ემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ვეღარც კი წარმომედგინა, ერთ მშვენიერ დღეს რომ გამქრალიყო, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება..
არ დაუმალავს, რომ ოჯახი ჰქონდა. თავს კარგად ვგრძნობდით ვირტუალურ სამყაროში და არც ვცდილობდით, რეალურ ურთიერთობას. გარკვეული ხნის შემდეგ კი უკვე შეხვედრაზეც ალაპარაკდა. რა თქმა უნდა, თავს ვიკავებდი მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი მკლავდა.. ბოლოს კი ცნობისმოყვარეობამ დამჯაბნა, ფარ-ხმალი დავყარე და შეხვედრაზე დავთანხმდი..
მოკლედ, ერთ-ერთ რესტორანში დავთქვით შეხვედრა.. რაღა თქმა უნდა, კუპეში დავსხედით. ფანჯრიდან რესტრონის ეზო და შესასვლელი მშვენივრად ჩანდა და უეცრად, ჩემს ძვირფას მეუღლესაც მოვკარი თვალი, წითელთმიან ლამაზმანთან ერთად..
სახეზე წამოვწითლდი, ძალიან გავნერვიულდი.. რეზომ შემატყო და მიზეზი მკითხა. არ დავუმალე.. – თუ გინდა, მათ წასვლას დაველოდოთ და უკან გავყვეთ ჩემი მანქანითო, – შემომთავაზა.. რა ნამუსით უნდა გავყოლოდი არ ვიცი, მაგრამ დავთანხმდი.
2 საათი მაინც იყვნენ იქ და მერე წავიდნენ. ჩვენც უკან მივყევით.. ერთ-ერთ კორპუსთან მიიყვანა ის ქალი, ცოტა ხანს მანქანაში ილაპარაკეს, მერე აკოცა და დაემშვიდობა..
ამის დანახვაზე თავზარი დამეცა. რეზო შეძლებისდაგვარად მამშვიდებდა. ჩემი მეუღლე რომ წავიდა, მე ტაქსიში გადვჯექი და შინ ისე წავედი..
ქმრისთვის არაფერი მითქვამს, ახლა სულ ვუთვალთვალებ და ვცდლობ, გამოვიჭირო.. თუმცა, სამართალმა პური ჭამა.. მე უცხო კაცთან შესახვედრად რომ წავედი, ეს ალბათ ერთგვარი ღალატი იყო და იმიტომაც მანერვიულებს ასე ღმერთი..
ისე, ვინ იცის, იქნებ მაგ შეხვედრამ ღალატსაც კი ამარიდა.. რეზო დავბლოკე და იმის მერე აღარ შევხმიანებივარ. ახლა მთავარია, რომ ქმარი არ დავკარგო..
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია