• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Saturday, November 8, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,ფილესაც, გაყინულ ქათამსაც და სოფლის ქათამსაც შეიძლება ჰყავდეს ბაქტერიები, რეცხვა ამას ვერ შველის, ხოლო თუ დაბინძურებულია…” – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი

by inew
8 November 2025
in საზოგადოება
0
,,ფილესაც, გაყინულ ქათამსაც და სოფლის ქათამსაც შეიძლება ჰყავდეს ბაქტერიები, რეცხვა ამას ვერ შველის, ხოლო თუ დაბინძურებულია…” – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
0
SHARES
6
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, გადაცემაში “დღის პოსტი” ქათმის ხორცის სწორად დამუშავების შესახებ საუბრობს და მაყურებელს კონკრეტულ რეკომენდაციებს უზიარებს:

– ბევრ ქვეყანაში მიღებულია პრაქტიკა, რომ ქათმის ხორცი არ უნდა გაირეცხოს, რადგან როდესაც იკვლება, სასაკლაოში არსებული წესის მიხედვით, აუცილებლად გარეცხილი ქათამი უნდა დაფასოვდეს და შემდეგ რეალიზაცია მოხდეს. მიუხედავად ამ წესებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა, ჩემი პირადი აზრია, რომელიც რეალურ ფაქტებსა და ბაზარში არსებულ მდგომარეობას ეფუძნება, სასურველია, რომ ქათამი გავრეცხოთ და კარგად დავამუშაოთ. მაგრამ, წყლით გარეცხვის შემთხვევაში, იმ პათოგენურ მიკროორგანიზმებს, რომლებიც შეიძლება, ქათამს გარეკანზე ჰქონდეს, ვერ მოვაშორებთ. რეცხვა ბაქტერიებს ვერ შველის. პირიქით, თუ დაბინძურებულია, სამზარეულოში უფრო გავავრცელებთ და ამით შეიძლება, ბევრი რამ დაბინძურდეს. ამიტომ, მაინც გავრეცხოთ, მაგრამ რაც შეიძლება, მსუბუქად. ზოგი ამბობს, რომ სოდით, მჭადის ფქვილით რეცხავენ – არ არის საჭირო. მაქსიმალურად მსუბუქად გავრეცხოთ, ზედმეტი ნაწილაკები მოვაშოროთ და შემდეგ, როდესაც თერმულად დამუშავდება, მოიხარშება, შეიწვება, იქ აუცილებლად მოკვდება, თუ რამე მავნე, პათოგენური მიკროორგანიზმი არსებობდა. დუღილის შემთხვევაში კვდება 100 გრადუსზე, შეწვის შემთხვევაში, შიდა ტემპერატურა მინიმუმ 75 გრადუსი უნდა იყოს. აუცილებლად, კარგად უნდა შეიწვას, რომ ბაქტერია განადგურდეს. როდესაც ამ პროცესს მოვრჩებით, ნიჟარა საფუძვლიანად დავასუფთაოთ. შეგვიძლია, სადეზინფექციო ხსნარები გამოვიყენოთ, რომლებიც სპირტის ბაზაზეა დამზადებული. აბსოლუტურად უვნებელია და იმ დანიშნულებას, რომ ბაქტერიები გაანადგუროს, თავისუფლად მოერევა. ძმრითაც შეგვიძლია, თუმცა ეს უფრო სახლური მეთოდია. სპირტის შემცველი ხსნარი, უფრო ეფექტურია და დამტკიცებულია, რომ ბაქტერიებს საფუძვლიანად ებრძვის.

ყველანაირი ქათამი ერთნაირად უნდა დავამუშაოთ – შეიძლება, ფილესაც, გაყინულ ქათამსაც და სოფლის ქათამსაც ჰყავდეს ბაქტერიები. რისკი ყველა შემთხვევაშია. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ საკვები შესაძლოა, სოფლის ქათამმა სხვა ჭამა, ქარხნის ქათამმა – სხვა. დამუშავების მხრივ, წესები ერთნაირია.

როგორ უნდა გავალღოთ გაყინული ქათმის ხორცი სწორად?

– ყველაზე კარგი გზა საყინულიდან ქვემოთ, მაცივარში ჩამოტანა და ასე გალღობაა. ამ პროცესს მეტი დრო, დაახლოებით, 12 საათი სჭირდება, მაგრამ ყველაზე უვნებელი მეთოდია. ტემპერატურა არ აიწევს და ბაქტერიების გამრავლების რისკიც არ იქნება.

თუ გალღობა სწრაფად გვსურს, გამდინარე ცივი წყლის ქვეშ შეგვიძლია, გავალღოთ. შეფუთვა არ უნდა მოვხსნათ, რომ არ დაბინძურდეს.

მაცივარში განლაგებასაც თავისი წესები აქვს. უმი პროდუქტი ყოველთვის რაც შეიძლება, ქვედა თაროზე უნდა შევინახოთ, ხოლო მზა პროდუქტები ზედა თაროზე, რომ წვეთა არ მოხდეს და ჯვარედინი დაბინძურება არ გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, თავდახურულ მდგომარეობაში უნდა იყოს.

ქათამს დაკვლიდან შენახვის ვადა 48 საათი აქვს. ასევე, ნედლ ღორის ხორცს, ნედლ საქონლის ხორცს, როცა სასაკლაოდ გამოვა. ასეთ შემთხვევაში, 48 საათი შეგვიძლია, მაცივარში პლიუს-განყოფილებაში მოვათავსოთ. თუ იმ პერიოდში ვერ ვიყენებთ ან დამუშავებას ვერ ვახერხებთ, შეგვიძლია, გავყინოთ და შემდეგ გამოვიყენოთ. პროდუქტის ხელმეორედ გაყინვა აკრძალულია. ბაქტერიები გაყინვის დროს არ კვდება. არც მაცივარში შენახვის დროს კვდება. მაცივარში გამრავლების უნარი უჩერდება, როდესაც იყინება, იქ საერთოდ იძინებს. როდესაც გალღვება, თავიდან იწყებს გამრავლებას. თუმცა, არსებობს ერთი ბაქტერია, ლისტერია მონოციტოგენეზი, რომელიც მაცივარშიც კი მრავლდება.

რა უნდა გავითვალისწინოთ ფარშთან დაკავშირებით?

– ფარში განსაკუთრებით მალფუჭებადი და რისკის შემცველი პროდუქტია. როდესაც მანქანაში ფარშის გამოტარება მოხდება, იქიდან სამაცივრე განყოფილებაში 6 საათი აქვს შენახვის ვადა. ამიტომ როდესაც შევიძენთ ან ჩვენ თავად გავატარებთ, მაქსიმალურად მალე უნდა დავამუშაოთ. თუ გაყინვა გვინდა, გავყინოთ. თუ შევაზავებთ, ვადა უფრო გაუხანგრძლივდება. შეზავებული შეიძლება, გავყინოთ. თუმცა, კვერცხი ჯობს, მერე დავამატოთ. გაყინული პროდუქტის შენახვის ვადასთან დაკავშირებით ერთი წესი არ არსებობს. ჩვენ -18, -22 გრადუსზე ვყინავთ. როდესაც ინდუსტრიული წარმოება ხდება, იქ -40, -35 გრადუსზე. ამიტომ, ასეთი პროდუქტები 1 თვიდან 2-3 თვე შეგვიძლია, შევინახოთ. გააჩნია, როდესაც სახლში მოვიტანეთ, რამდენ ხანში გავყინეთ.

ასევე, ჯობს ხორცის ნაჭრები თავად ავირჩიოთ და ის გავატარებინოთ, ვიდრე პირდაპირ მზა ფარში ვიყიდოთ.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

სამწუხარო ინფორმაცია – გარდაიცვალა ყველასათვის პატივსაცემი და ცნობილი ქართველი

Next Post

ზოგან, ტემპერატურა -3 გრადუსამდეც დაეცემა! – სად როგორი ამინდია მოსალოდნელი?

Next Post
ზოგან, ტემპერატურა -3 გრადუსამდეც დაეცემა! – სად როგორი ამინდია მოსალოდნელი?

ზოგან, ტემპერატურა -3 გრადუსამდეც დაეცემა! - სად როგორი ამინდია მოსალოდნელი?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In