რა თვისებები უნდა ჰქონდეს იდეალურ მიმტანს? მიმტანი ყოველთვის თავაზიანი უნდა იყოს, მიუხედავად რესტორნის სტუმრების საქციელისა. მაგრამ ზოგჯერ მდიდარი ადამიანები თავს უფლებას აძლევენ თავხედურად მოიქცნენ.
მე მთლიანად ყრუ ვარ მარცხენა ყურში და ნაწილობრივ ყრუ ვარ მარჯვენაში. მარჯვენა ყურზე მიკეთია ჩვეულებრივი სმენის აპარატი, მარცხენა მხარეს კი იმპლანტი მაქვს. ახლა 19 წლის ვარ და ლამაზ რესტორანში ვმუშაობ.
ერთხელ ჩვენთან დაქორწინებული წყვილი მოვიდა, რომელიც ჩვენს რესტორანში საკმაოდ რეგულარულად მოდიოდნენ. ქმარი ძალიან კარგი კაცია, ცოლი კი კაპრიზული და უხეში.
მე: საღამო მშვიდობისა თქვენ მზად ხართ შეკვეთისთვის?
ცოლი: შეგიძლიათ მენეჯერს დაურეკოთ? ახლავე!
მე: რა თქმა უნდა, ქალბატონო. შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
ცოლი: არა! უბრალოდ დაურეკე მას!
მენეჯერისკენ წავედი და ვუთხარი მას სტუმრების მოთხოვნა ყოველგვარი მიზეზების ახსნის გარეშე.
მენეჯერი – საღამო მშვიდობისა, ქალბატონო. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
ცოლი: როგორ ბედავთ და აძლევთ თქვენს თანამშრომლებს ყურსასმენების ტარების უფლებას? ჩვენ ბევრ ფულს გიხდით და ველით გარკვეული დონის მომსახურებას. მაგრამ ეს ძალიან სამწუხაროა!
სხვა სტუმრების უმეტესობამ დაბნეულად შეხედა მას, რადგან მიხვდნენ, რომ ის ჩემზე ლაპარაკობდა და აშკარად ჩანდა, რომ სმენის აპარატებს ვატარებდი.
მენეჯერი- ქალბატონო, გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თუ თქვენ მიმანიშნებთ მიმტანზე, რომელიც ყურსასმენებს ატარებს! დამიჯერეთ მე ამას არ დავუშვებ.
ცოლი: ღვთის გულისათვის! ეს გოგო! “მან ჩემსკენ მიუთითა რადგან მე ახლაც მათ მაგიდასთან ვიდექი“ ჩვენ აქ ხშირი სტუმრები ვართ, მაგრამ კლიენტისადმი ასეთი ზიზღი აქამდე არ მინახავს.
მენეჯერი: ბოდიში. არ არსებობს ერთი არგუმენტი, რამაც შეიძლება ამგვარი საქციელი გაამართლოს..
ცოლი: მეც ასე ვფიქრობ. მე უბრალოდ…
ბოსი: მე თქვენ არ გესაუბრებით. მე ჩემს თანამშრომელს და მეგობარს ვესაუბრები, თქვენ კი … – ცოლს გულისხმობს, – საზიზღარი ადამიანი ბრძანდებით, როგორ გაბედეთ აქ მოსვლა და ჩემს თანამშრომლებთან ასე ლაპარაკი? აშკარაა, რომ ის ატარებს სმენის აპარატებს. რატომღაც, ეს ყველა დანარჩენმა სტუმარმა შეამჩნია. უკაცრავად, მაგრამ უნდა გთხოვოთ, რომ დატოვოთ რესტორანი ქალბატონო.
თქვენს მაგიდასთან დარჩენილ სტუმრებს შეუძლიათ დარჩნენ, თუკი ასე მოისურვებენ, მაგრამ მე არ შემიძლია უფლება მოგცეთ ასე მოექცეთ ჩემს თანამშრომლებს. გთხოვთ, დატოვოთ ჩვენი დაწესებულება. ახლავე!
ცოლი: კარგი! მაგრამ მალე ინანებთ, რომ ასეთი დიდი შეცდომა დაუშვით, ამ ტონით რომ მესაუბრებით! თქვენ დაკარგავთ თქვენს ბიზნესს! ჩემი მეუღლე იურისტია და ის..
ქმარი: საკმარისია. ვწუხვარ, თქვენი მიმტანი ადრეც გვემსახურებოდა და მე ვიცი, რომ ის ატარებს სმენის აპარატებს და მე არ ვუჭერ მხარს ჩემს ცოლს! ”შემდეგ ის მიუბრუნდა ცოლს:” მე ვფიქრობ, რომ სახლში უნდა წახვიდე. მშიერი ვარ და მინდა რამე შევუკვეთო.
ცოლი ირგვლივ იყურებოდა და ყველა დანარჩენი სტუმრები სტუმრები ჩუმად ისხდნენ, ის ადგა და რესტორნიდან გაიქცა. შეკვეთა ავიღე და საღამო ძალიან მშვიდად გაგრძელდა. როდესაც მამაკაცი ვახშმის საფასურს იხდიდა მან დამიძახა.
ქმარი: მე ძალიან მრცხვენია ჩემი ცოლის საქციელის. იცით, არც მე და არც ის არ ვმუშაობთ, ლატარიაში მოვიგე ფული. სანამ გავმდიდრდებოდი, მე უბრალო ბუღალტერი ვიყავი და ფეხსაცმლის მაღაზიაში ვმუშაობდი. მე ნამდვილად არ ვიცი, რატომ შეიცვალა იგი ასე ძალიან. გპირდები, რომ აქ არასდროს მოვიყვან!
ვახშამის საფასური 400 ლარი იყო, მაგრამ ამის გარდა მან კიდევ დამიტოვა პირადად მე თანხა, მას მერე იგი ხშირად სტუმრობს ჩვენს რესტორანს მეგობრებთან ერთად, მაგრამ არასდროს მოჰყავს მეუღლე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია