როგორ იზრუნა კატამ 2 წლის ბავშვზე და რა სურათი დახვდა ბინაში შესულ ბებიას – მოსკოვში მომხდარი ამ გულისამაჩუყებელი ამბის შესახებ რუსული გამოცემები წერენ.
ლარისამ, 2 წლის ანტუშკას შეატყო, რომ შუბლი ცხელი ჰქონდა, ამიტომ ტემპერატურა გაუზომა და აფთიაქში წამლებზე ჩავიდა. სახლში ბავშვი მან კატასთან, მარკიზასთან ერთად დატოვა, რადგან ეგონა 5 წუთში ამობრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
კატა, რომელიც ფანჯარასთან იჯდა და უყურებდა თავის პატრონს, უბედური შემთხვევის მომსწრე გახდა.
როდესაც გარეთ ძალიან დაბნელდა და ანტუშკამ შიმშილის გამო ტირილი დაიწყო, მარკიზა მიხვდა, რომ პატრონს კიდევ ბევრი დააგვაინდებოდა.
გვიან ღამით ბინაში ბავშვის ბებია მივიდა. როდესაც ქალბატონმა კარი გააღო ასეთი სასწაული სურათის მომსწრე გახდა. კატასა და შვილისშვილს, რომლისთვისაც მარკიზას გადასაფარებელი გადაუფარებია, ერთად ტკბილად ეძინათ.
ბებიამ ასევე “ხლოპიების” გახსნილი ყუთი ნახა, რომელსაც დაღრღნილი ჰქონდა თავი, ხოლო მარცვლელის რაოდენობა ძირს ეყარა, ასევე ძირს იყო დასხმული წყალიც. როგორც ჩანს, კატამ ბავშვი ამ “ხლოპიებით” და წყლით გამოკვება, შემდეგ საბანიც დააფარა და დააძინა.
ამ სურათის შემსწრე ბებიას სიხარულისგან ტირილი აუტყდა. მან ანტუშკა ხელში აიყვანა და თავის საწოლში ჩააწვინა. ბავშვს ტემპერატურა აღარ ჰქონდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ აფთიაქში ჩასულ დედას უბედური შემთხვევა მოუვიდა. ის ყინულზე მოსრიალდა და თავი დაარტყა, რის შემდეგაც გონება დაკარგა.
სასწრაფო დახმარების მანქანამ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა. როდესაც მან გაიღვიძა, დედას დაურეკა და უთხრა, რომ 2 წლის შვილი სახლში მარტო დატოვა. სწორედ ამის შემდეგ მივიდა ბებია ბინაში.
გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.
ყურადღება: ფოტო პირობითია