განქორწინება ნამდვილად არასასიამოვნო პროცესია. მას სტრესის გარეშე ვერ გადაიტან. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ გაქორწინებულ ადამიანებს, გადატანილი სტრესის გამო გარკვეულწილად შერყეული აქვთ როგორც ემოციური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა.
ყველაზე მეტად კი ამ დროს ბავშვები ზარალდებიან.
გთავაზობთ ერთ-ერთი ქალბატონის წერილს, რომელიც განქორწინებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ მისი ოჯახის ისტორია სულ სხვა მიმართულებით წავიდა. იქნებ ამ წერილმა თქვენს ურთიერთობაშიც შეცვალოს რამე და ის ადამიანი, ვისი წარსულში დატოვებაც გქონდათ გადაწყვეტილი, სულ სხვა თვალით დაგანახოთ.
“მაქსიმალურად ვაჭიანურებდი ამ მომენტს და აი, ეს დღეც დადგა. დღე, როცა ჩემი ქმარი, ბილი სამსახურში წავიდა, მე კი ბარგი ჩავალაგე, მოვკიდე ხელი ჩემს 2 წლის ბიჭუნას და ჩემს მშობლებთან გადავბარგდით.
დედამ მითხრა, რომ ის და მამაჩემი ყველაფერში დამეხმარებოდნენ და გვერდით დამიდგებოდნენ.
“ოღონდ მანამდე, სანამ ქმრისგან საბოლოოდ წამოხვალ, ერთი თხოვნა შემისრულე”, – მითხრა დედამ და წინ სუფთა ფურცელი დამიდო. შუაში ვერტიკალური ხაზი გაავლო და მთხოვა, ერთ ნაწილში ჩამეწერა თვისებები, რომელიც ქმარში ყველაზე მეტად მაღიზიანებდა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ფურცლის მეორე ნაწილში დადებითი თვისებების ჩამოწერას მთხოვდა და ისიც ვიცოდი, რომ მეორე სია ძალიან მოკლე იქნებოდა.
აი, რა დავწერე პირველ ნაწილში:
ბილი სულ აქეთ-იქეთ ყრის თავის ნივთებს არასოდეს მეუბნება, სად მიდის სუფრასთან პირს აწკლაპუნებს და სხვა გულისამრევი ჩვევებიც აქვს.
არასოდეს მიკეთებს საჩუქრებს ძუნწია და ფულს ხელიდან ვერ გააგდებინებ საოჯახო საქმეებში არ მეხმარება სულ ჩუმადაა, ხმას არ მცემს…
გვერდი ჩათავდა, არადა კიდევ ბევრის დაწერას ვაპირებდი. თან ჩემი გადაწყვეტილება უფრო გამართლებულად მომეჩვენა – აბა რომელი ქალი გაძლებდა ამ მონსტრთან.
ფურცლის მეორე ნაწილის შევსების დრო დადგა. არ გამართლდა ჩემი მოლოდინი. დედამ მითხრა, მისი დადებითი თვისებები მეც ვიცი, შენ ის დაწერე, რა რეაქცია გქონდა ქმრის ამ საშინელ ჩვევებზეო. რას აკეთებდი მათ საპასუხოდო. ეს უფრო რთული იყო… მაგრამ დავიწყე.
რას ვაკეთებდი საპასუხოდ: ვბრაზობდი ვყვიროდი და ვტიროდი მრცხვენოდა მის გვერდით გამოჩენის მინდოდა, სხვა ქმარი მყოლოდა ვფიქრობდი, რომ მეტს ვიმსახურებდი და საერთოდ, ის ჩემი ღირსი არ იყო.
ამ სიის გაგრძელებაც უსასრულოდ შეიძლებოდა. დედამ გამომართვა ფურცელი, ზუსტად შუაზე გადაჭრა, ბილის ნაკლოვანებები დახია და გადაყარა.
მეორე ნაწილი კი მომცა და მითხრა. “ბავშვს ჩვენ დავიტოვებთ. ეს ფურცელი კი სახლში წაიღე და დაფიქრდი იმაზე, რაც დაწერე. თუ ისევ ბილის მიტოვებას გადაწყვეტ, მე და მამაშენი შენს გვერდით ვართ” დავბრუნდი სახლში და სიას ჩავხედე.
პირველ პუნქტს თუ არ ჩავთვლით, საშინელება იყო. მივხვდი ჩემი ქცევების უაზრობას, ჩემს უტაქტო რეაქციებს. ქმრის თვისებებზეც დავფიქრდი… მივხვდი, რომ იმდენად გაბრაზებული ვიყავი, მისგან ნამდვილი მონსტრი დავხატე. არადა, რა მონსტრი, ჩვეულებრივი ბიჭი იყო..
კეთილი, პატიოსანი, კარგი ადამიანი. იდეალურისგან შორს იყო, მაგრამ მე? მე ახლოს ვიდექი იდეალთან? ორივეს გვქონდა ნაკლი, უბრალოდ, ვერ ვისწავლეთ ერთმანეთის ნაკლთან შეგუება.
უფრო სწორად, ერთმანეთის ნაკლს უფრო ვამჩნევდით, ვიდრე მთავარს. არადა, 5 წლის წინ საკურთხეველთან საუკუნო სიყვარული და თანადგომა შევფიცე. ახლა კი რა ადვილად ვთქვი უარი და რა მარტივად ვტოვებდი ბავშვს უმამოდ…. სანამ ბილი სამსახურიდან მოვიდა, მე და ჩვენი ბიჭი უკვე სახლში ვიყავით და ველოდით.
ძალიან მინდა ეს წერილი ასე სრულდებოდეს “და ბილი საოცრად შეიცვალა”, მაგრამ არა, ის არ შეცვლილა. ისევ გააგრძელა ის ქცევები, რითაც ჭკუიდან მშლიდა, მაგრამ ამჯერად მე შევცვალე ჩემი დამოკიდებულება მისი საქციელისადმი.
დღემდე მადლიერი ვარ დედაჩემის, რომელმაც ძალიან ჭკვიანურად მოახერხა ჩვენი ქორწინების გადარჩენა. როცა ბილი 49 წლის გახდა, ალცჰეიმერის დაავადება დაუდგინეს. სამსახურიდან წამოსვლა მოუხდა.
ჩემს საყვარელ მეუღლეს მე ვუვლიდი. ერთხელ შვილმა მკითხა, რა უნდა ვქნათ, როცა ვეღარ გვიცნობსო.
მე კი ვუპასუხე: “სამაგიეროდ, ჩვენ გვემახსოვრება, როგორც საყვარელი მამა და ქმარი. გვემახსოვრება, როგორ ვუყვარდით და როგორ გვეფერებოდა”.
ბეკი ზერბე. ბილი ზერბეს ცოლი იყო 29 წლის განმავლობაში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია