ვინ იფიქრებდა, რომ ჩვეულებრივი საწრუპი მილი უსიამოვნების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. გოგონა, სახელად რაიანა, ასეთი საწრუპი მილის ჯადოსნურ მოქმედებაში თავად დარწმუნდა, რომელსაც ყოველთვის ჩანთით ატარებდა. მის გარეშე ჩვეულებრივი პაემანი დიდ უსიამოვნებად გადაიქცეოდა.
წარუმატებელი პაემანი
რაიანამ სოციალურ ქსელებში ახალგაზრდა ადამიანი გაიცნო. ისინი ერთმანეთს დიდხანს წერდნენ და ბოლოს ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში პაემანი დანიშნეს. პაემანი კარგად დაიწყო, ახალგაზრდები ერთმანეთს გაეცნენ, ილაპარაკეს, შემდეგ ბიჭი ბარის დახლთან კოქტეილების წამოსაღებად წავიდა.
სწორედ მის მიერ მოტანილმა სასმელებმა ყველაფერი შეცვალა. საქმე იმაშია, რომ რაიანა ჩანთით ყოველთვის ჭკვიან საწრუპ მილს ატარებდა, რომელიც მას დაქალმა აჩუქა.
ბიჭი გოგონას კოქტეილით გაუმასპინძლდა, მაგრამ მან არ დალია, რადგან საწრუპმა მილმა ფერი შეიცვალა. ეს განგაშის სიგნალი იყო და რაიანამ დაუყონებლივ პოლიცია გამოიძახა.
გოგონა ხვდებოდა, რომ უცნობ მამაკაცს არ უნდა ენდოს და მით უმეტეს მის მიერ მოტანილი სასმელი დალიოს. სიფხიზლე უსიამოვნების თავიდან აცილებაში დაეხმარა. პოლიციამ ბიჭი დააპატიმრა.
ახლა რაიანა თავდაცვის კურსებს გადის, რომ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. გოგონა დარწმუნებულია, რომ სჯობს უსაფრთხოდ იყოს და თან სპეციალური მოწყობილობა ატაროს.
- საფრთხე
ფსიქოტროპული ნივთიერება ქალზე თავდასხმის მიზეზი ხშირად ხდება. სასმელის დალევის შემდეგ, რომელშიც ასეთი ნივთიერება ან საძილე აბია გარეული, გოგოები გონებას კარგავენ, ან ყურადღება ეფინტებათ, მგრძნობელობა უმცირდებათ და მოძრაობა ეზღუდებათ.
ასეთ მდგომარეობაში ქალები ბოროტმზრახველზე წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებენ. ისინი უფულოდ, საბანკო ბარათების და აქსესუარების გარეშე რჩებიან. რა უნდა გააკეთოთ, რომ ამ სიტუაციაში თავი დაიცვათ?
- ჭკვიანი საწრუპი მილი
უჩვეულო ნივთი ფლორიდიდან სამმა ნიჭიერმა გოგონამ შექმნა. ვიქტორია, სუსანა და კაროლინა კოლეჯში სწავლობენ და ქიმიით გატაცებულნი არიან. სკოლის მოსწავლეებს გენიალური იდეა გაუჩნდათ იმის შესახებ, თუ ქალებმა კლუბებში ან ბარში დასვენების დროს თავი უსაფრთხოდ როგორ იგრძნონ.
მათ ჯადოსნური საწრუპი მილი მოიფიქრეს, რომელიც სასმელში ინტოქსიკაციასთან შეხების დროს ფერს იცვლის. ამრიგად, საწრუპი მილი გაფრთხილებთ, რომ სასმელი ფსიქოტროპულ ან საძილე ნივთიერებას შეიცავს. ეს წარმოუდგენლად ინოვაციური პროდუქტია.
- პატენტი
საწრუპი მილი სპეციალურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც მწვავედ რეაგირებენ რეაგენტებზე, რომლებიც საძილე ან ფსიქოტროპულ ეფექტს ფლობენ. ალკოჰოლურ ან უალკოჰოლო სასმელში ამ ნივთიერების აღმოჩენისას საწრუპი მილი ლურჯი ხდება და განგაშის ნიშანს იძლევა.
გოგონების გამოგონების შესახებ საპატენტო სააგენტოში გაიგეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს ნივთი ძალიან მალე ბევრ ქვეყანაში გამოჩნდება. ყველა გოგოს ასეთი ნივთი უნდა ჰქონდეს.
- სიფრთხილის ზომები
სამწუხაროდ, ჭკვიანი საწრუპი მილი ქალების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი არაა. სწორედ ამიტომ, საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოთ, როცა ღამის დაწესებულებებში გართობას და მამაკაცთან პირველად შეხვედრას აპირებთ:
- თუნდაც ერთ ადამიანს (ახლობელს) მაინც უთხარით, თუ სად და ვისთან ერთად აპირებთ გართობას. სასურველია, ამ ადამიანის ტელეფონის ნომერი ჩაიწეროთ.
- დაქალს ამ ბიჭთან თქვენი მიმოწერის სქრინშოტი გაუგზავნეთ. შეხვედრის შემდეგ ამ ბიჭის მანქანის ნომერი გაუგზავნეთ.
- უცნობ ადამიანს ხალხმრავალ ადგილებში შეხვდით. მეგობარს მისი სურათი აჩვენეთ.
- მხოლოდ ის სასმელები დალიეთ, რომელსაც უშუალოდ ბარმენის ხელით მიიღებთ.
უცნობთან შეხვედრა ქალს ერთდროულად აშინებს და ინტერესსაც აღვიძებს. შეიძლება მას არც თუ ისე კარგი ჩანაფიქრი აქვს, ამიტომ ფხიზლად იყავით, რომ უსიამოვნო სიტუაციაში არ მოხვდეთ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..