დედა შვილს სამშობიაროში სხვადასხვა მიზეზის გამო ტოვებს. ერთხელ ერთმა ახალგაზრდა ქალმა გოგონა გააჩინა.
ბავშვს მუხლს ქვემოთ ფეხები არ ჰქონდა განვითარებული და დედამ მასზე უარი განაცხადა. 13 თვის იყო ჩვილი, როცა იგი ამერიკელმა ცოლ-ქმარმა ბეტმა და სტივმა იშვილა და გოგონას ჯესიკა დაარქვა.
გოგონას არ ჰქონდა ქვედა კიდურები და პროთეზებით ისწავლა სიარული. მშობლებმა ბავშვობიდანვე შეიყვანეს ცურვაზე.
გოგონა სიყვარულსა და მზრუნველობაში იზრდებოდა და ერთ დღესაც მსოფლის ჩემპიონი გახდა პარაოლიმპიურ თამაშებზე.
გოგონამ ბავშვობიდანვე იცოდა, რომ ნაშვილები იყო. 18 თვიდან დამოუკიდებლად შეძლო პროთეზებით გადაადგილება. ახლა მას რამდენიმე წყვილი `ფეხი~ აქვს.
ერთი ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ, მეორე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, ერთიც ორიგინალური ტატუთი.
როცა ჯესიკა წყალშია, ხელებისა და ფეხების ზედა ნაწილების დახმარებით ცურავს. ის მუდამ ვარჯიშობს საკუთარი შედეგის გასაუმჯობესებლად.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონა კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით, მას აინტერესებდა ენახა ქალი, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა, მაგრამ ახალდაბადებული მიატოვა.
ერთ დღესაც ის თავის ბიოლოგიურ დედას შეხვდა. ქალი გაოგნებული იყო, როცა წლების წინ მიტოვებული, ახლა კი გაზრდილი შვილი დაინახა. თვალები ცრემლით აევსო.
ინტერვიუში ჯესიკამ განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან დედის ნახვის ბედნიერება ეღირსა.
“არ ვნანობ, რომ მოვძებნე ჩემი ბიოლოგიური მშობელი. ყველაფერი ღმერთის ნებაა, მაგრამ მე მაინც მიყვარს ჩემი დედა”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია