ეს ისტორია ძალიან სამწუხარო ამბით იწყება – ვალერიას უკვე ძალა გამოსცლოდა მრავალსაათიანი ლოდინისგან, იმ დღეს მის უმცროს ვაჟს, სერგოს რთულ ოპერაციას უტარებდნენ. ქალი ლოცულობდა და ლოდინის გარდა აღარაფერი დარჩენოდა… საოპერაციოს დაბურული შუშიდან კაცის სილუეტი გამოჩნდა.
ეს ქირურგი იყო, რომელიც ბიჭს ოპერაციას უკეთებდა. ვალერია ეგრევე ექიმს მივარდა, მაგრამ მან ნიღაბი მოიხსნა და ისე, რომ ქალისთვის თვალებში არ შეუხედავს, ვერაფერი სასიხარულო ვერ უთხრა.
იმის მიუხედავად, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს ბიჭის სიცოცხლის გადასარჩენად, სამწუხაროდ, ის მოკვდა. იმწამსვე, ვალერიას მწველი ცემლები მოადგა და ქალი მწარედ ატირდა.
მას შემდეგ, სამი თვე გავიდა. უსასრულო წუხილი ქალს არაფრით შორდებოდა. მისი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო – ცხოვრება შვილის სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგ. მწუხარება შიგნიდან ყველაფერს უწვავდა. ბოლო ხანებში, ის ხშირად ხედავდა ერთსა და იმავე სიზმარს, თუ როგორ იყო ის შვილთან ერთად უზარმაზარ მინდორზე, რომელიც სულ ყვავილებში იყო ჩაფლული.
მაგრამ მისი შვილი, სერგო გვერდით კი არ ედგა, არამედ მოშორებით და ხელში დიდი თაიგული ეჭირა. ვალერია მისკენ მირბოდა, მაგრამ კი არ უახლოვდებოდა ბიჭს, არამედ სულ უფრო და უფრო შორდებოდა.
რაღაც მომენტში კი ბავშვი ქრებოდა, თითქოს, ჰაერში იფანტებაო. ბოლოს კი მხოლოდ ღრუბელი რჩებოდა, რომელიც ნელა ეშვებოდა მიწაზე. იმ ადგილთან რომ მიირბინა, ვალენტინამ ბარათი დაინახა, რომელზეც კონკრეტული მისამართი ეწერა.
ერთ დღესაც, ქალს უფრომა შვილმა, ნიკოლოზმადაურეკა. ის 18 წლის იყო და უკვე უნივერსიტეტში სწავლობდა. მან დედას უთხრა, რომ მის სანახავად ჩამოდიოდა და ისიც დაამატა, ძალიან მენატრება შენი მომზადებული ბლინებიო. ვალენტინამ აღმოაჩინა, რომ სახლში რძე არ ჰქონდა. თავიდან, მაღაზიაში ქმრის გაგზავნა უნდოდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და თავად გადაწყვიტა წასვლა, რომ ცოტა გაეარა და გული გადაეყოლებინა.
ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა, მას ხომ უფროსი შვილი, ნიკოლოზი ჰყავდა, რომელსაც ასევე სჭირდებოდა მისი სიყვარული და მზრუნველობა. მაღაზიაში ქალმა რძე იყიდა, როგორც აპიებდა და ასევე, ნიკოლოზის საყვარელი ტკბილეულიც გამოაყოლა ხელს.
სალაროსთან ფული რომ გადაიხადა, ის გამოსასვლელისკენ გაემართა, როცა ბავშვის ხმა მოესმა. ხმა ძალიან ნაცნობი იყო – ზუსტად ასე იცინოდა მისი შვილი, სერგო.
ქალი იმ მხარეს გაიქცა, საიდანაც ბავშვის სიცილი ისმოდა და ამ დროს, სარეკლამო ბანერს შეეჯახა და წააქცია. როცა ქალი დაიხარა, რომ აეღო, ქალი გაოცებისგან გაქვავდა, ბანერზე იგივე მისამართი იყო მითითებული, რომელიც ესიზმრებოდა. ის მიხვდა, რომ ეს უმიზეზოდ არ ხდებოდა და გარდაცვლილ შვილს მისთვის რაღაცის თქმა უნდოდა.
საღამოს, ვალერიას უფროსი ვაჟი ესტუმრა. ვახშამმა თბილ, ოჯახურ გარემოში ჩაიარა. ღამით, ქალს მისდა გასაკვირად, მალე ჩაეძინა, მაგრამ სიმღერის ხმამ გააღვიძა, რომელიც სააბაზანო ოთახიდან გამოდიოდა.
მან ისევ გაიგონა სერგოს ხმა. ის თავის საყვარელ სიმღერას მღეროდა. ქალს სუნთქვა შეეკრა და გული საშინლად აუფეთქდა. ვალერია აბაზანისკენ წავიდა, მაგრამ იქ არავინ დახვდა.
მან გადაწყვიტა, რომ ეს უბრალოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. აზრზე რომ მოსულიყო, მან ცივი წყალი შეისხა სახეზე და ხელებზე საპონი წაისვა. მოულოდნელად, საპნის ბუშტუკები ჰაერში აფარფატდნენ, ასოცების ფორმა მიიღეს და სარკეზე ქალისთვის უკვე კარგად ნაცნობი მისამართი გამოისახა.
სრულად სანახავად გთხოვთ უყურეთ ვიდეოს:
ყურადღება: ფოტო პირობითია
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..