• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, September 18, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქართველი თაღლითის ისტორია, რომელმაც 15 „ქალწული“ ყაზახეთში გაათხოვა – შოკისმომგვრელი ამბის დეტალები

by inew
23 May 2025
in საზოგადოება
0
ქართველი თაღლითის ისტორია, რომელმაც 15 „ქალწული“ ყაზახეთში გაათხოვა – შოკისმომგვრელი ამბის დეტალები
0
SHARES
93
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მრავალმხრივი თაღლითი

რობერტ მშვილდაძე ქუთაისში იყო დაბადებული და როგორც თაღლითმა, ადრეული ბავშვობიდანვე გაითქვა სახელი. ფული მას მუდმივად ჰქონდა, სხვადასხვა ხერხით შოულობდა. სულ რაღაც 10 წლის იყო, როდესაც მაღაზიის, აფთიაქის ან სხვა სავაჭრო დაწესებულების წინ ატირებული დადგებოდა და როდესაც რომელიმე გულმოწყალე მოქალაქე ჰკითხავდა მას, რა ატირებდა, პატარა თაღლითი პასუხობდა: დედამ წამლის ფული გამომატანა, დავკარგე და სახლში როგორ მივიდეო. გულმოწყალე, რა თქმა უნდა, 5 მანეთს არ დაამადლებდა პატარას და რობერტი დღის განმავლობაში, მინიმუმ, 50 მანეთს შოულობდა. თუმცა, უფრო შემოსავლიანი დღეებიც ჰქონდა. პატარა თაღლითი ერთხელ ქუთაისის საკოლმეურნეო ბაზარში ახორციელებდა თავის სქემას და ერთ გლეხ მოხუც ბებოს ისე აუჩუყდა გული, რომ ქალმა მას ორი კალათი აუვსო ძვირფასი, ნარჩევი ხილით, 5 მანეთიც აჩუქა და უთხრა: სახლში ტაქსით წადიო. ამ ამბავს რობერტის სკოლის დირექტორი როინ ბუცხრიკიძე შეესწრო. როდესაც რობერტმა მრისხანე დირექტორი დაინახა, ხილით სავსე კალათები ხელიდან გააგდო, ხუთმანეთიანი მაგრად ჩაბღუჯა ხელში და თავქუდმოგლეჯილმა მოკურცხლა. დირექტორმა რობერტის მშობლები დაიბარა და მართალია, ბიჭი დასაჯეს და გარეთ აღარ უშვებდნენ, მაგრამ ის უკვე კრიმინალის გზაზე იყო შემდგარი. იოლი ფულის გემო გასინჯული ჰქონდა და გადახვევას აღარ აპირებდა.

ბილეთების აფიორა

რობერტ მშვილდაძის მდიდარ კრიმინალურ ბიოგრაფიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს, ეგრეთ წოდებულ, „ბილეთების აფერას“. საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ საერთაშორისო მატჩებზე ერთი ბილეთის ფასი იმ პერიოდისთვის ასტრონომიულ თანხას აღწევდა და 100 მანეთად იყიდებოდა. თავად ბილეთი კი ძალიან მარტივად გასაყალბებელი იყო. იბეჭდებოდა უბრალო ქაღალდზე. არანაირი ჰოლოგრამა არ გააჩნდა და მხოლოდ შრიფტი და კონტურები ჰქონდა სხვადასხვა ფერის და მართკუთხედი ბეჭედი ერტყა. თაღლითმა ბეჭედი რეზინისგან გამოჭრა. ზომაზე დაჭრილი ქაღალდი კი რეისფედერის მეშვეობით, სხვადასხვა ფერის ტუშით მოხატა და გააშრო. სულ 100-100 ცალი ყალბი ბილეთი დაამზადა და „დინამო“–„ლივერპულისა“ და „დინამო“-„ჰამბურგის“ თამაშების დღეს გაყიდა. ამ აფერით მშვილდაძემ 20 ათასი მანეთი იშოვა, რაც იმ დროს დიდი ფული იყო. თუმცა, მილიცია უკვე ეძებდა ბილეთების გამყალბებელს და რობერტი თბილისი-სოჭის მატარებლიდან იმ დროს „მოხსნეს“, როდესაც ის ცნობილ საკავშირო კურორტზე „საგულაოდ“ მიემგზავრებოდა. ჩხრეკისას მას 10 600 მანეთი აღმოუჩინეს. გაასამართლეს და თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხის უკანონოდ მითვისებისთვის 8 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. თუმცა, ციხეში მან მხოლოდ 6 წელი გაატარა – სანიმუშო ყოფაქცევისთვის მშვილდაძე 1985 წელს გაათავისუფლეს.

აღმოსავლური ტრადიცია

„პერესტროიკის“ პერიოდში რობერტ მშვილდაძე შუა აზიაში „მოღვაწეობდა“ და პატარ-პატარა თაღლითობებით გაჰქონდა თავი. 1990 წელს კი მან გრანდიოზული ტრაგიკომიკური კომბინაცია განახორციელა. რობერტი ნიჭიერი კაცი იყო. მრავალმხრივი უნარი ჰქონდა და ენებსაც იოლად ითვისებდა. ის უაქცენტოდ ლაპარაკობდა უზბეკურ და ყაზახურ ენებზე. აგრეთვე, კარგად იცოდა მათი ტრადიციები. 1990 წლის მიწურულს მშვილდაძე ყაზახეთის ერთ-ერთ მთიან სოფელს ესტუმრა და ჯერ კიდევ ლენინის სახელობის კოლმეურნეობაში, სადაც მეცხვარეები სახლობდნენ და უამრავი საქონელი ჰყავდათ, ბევრ ადამიანს დაუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები დიდი სწავლა-განათლებით არ გამოირჩეოდნენ, რუსული ენა მეტ-ნაკლებად იცოდნენ. სოფელში საბჭოთა არმიის ნაწილი იყო განთავსებული, რუსულენოვანი სკოლა ფუნქციონირებდა და რუსული ენა ყაზახ გლეხებს თავიანთი საქმიანობის საწარმოებლად სჭირდებოდათ. სამხედროები ცხვრის ხორცისა და მატყლის უდიდეს ნაწილს სწორედ მათგან ყიდულობდნენ. საქმის წარმოება სწორედ რუსულად ხორციელდებოდა. რობერტი ადგილობრივ გლეხ მეცხვარეებს ვაჭარ-კომერსანტად გაეცნო, რომელიც ცხვრით იყო დაინტერესებული. ამასთან, მათ „სიტყვა შეუგდო“, რომ ექვსი ცოლისგან თხუთმეტი ქალწული ჰყავდა და მათი გათხოვება სურდა ისეთ პატიოსან, მშრომელ ადამიანებზე, როგორებიც ამ სოფლის ახალგაზრდა მეცხვარეები იყვნენ. ეს ხმა მალევე გავრცელდა სოფელში. რობერტს შვილების გათხოვების მსურველები აკითხავდნენ, კალიმს (ქალის გამოსასყიდი) სთავაზობდნენ. რობერტი მათ „უხსნიდა“, რომ მართალია, მე ყაზახი ვარ, ჩემი ულამაზესი ქალწული გოგონები ნახევრად რუსები არიან და ყაზახურად ვერ ლაპარაკობენო, ადგილობრივები ამბობდნენ, რუსულად დაველაპარაკებით და მშობლიურ (ყაზახურ ენას) ჩვენ ვასწავლითო. რობერტმა, აღმოსავლური ტრადიციისამებრ, 15 სასიძო შეარჩია. წინასწარ მოურიგდა მათ. კალიმის მესამედი გამოართვა და თავისი „ქალწულების“ ჩამოსაყვანად ყაზახეთის დედაქალაქში გაემგზავრა. სინამდვილეში კი მშვილდაძე თბილისში ჩამოვიდა. თბილისის ბორდელებში 15 გოგონა შეარჩია, თანხა წინასწარ გადაუხადა. მოელაპარაკა: აღმოსავლურად გამოაწყო და ყაზახეთში „წაასხა“.

რობერტის „ქალწულების“ ქორწილებმა ყაზახეთის მთიან სოფელში ზარ-ზეიმით ჩაიარა. ქალს მონატრებულმა ჭაბუკებმა მათ „უმანკოებას“ ვერაფერი გაუგეს, რადგან ძალიან გამოცდილ გოგონებთან ჰქონდათ საქმე. „მამა“ კიდევ ერთი კვირა დარჩა „შვილებთან“, შემდგომ კი, აღმოსავლური ტრადიციისამებრ, ყველანი დასამშვიდობებლად და ჭკუის დასარიგებლად გაიხმო. ნახევარი საათის შემდეგ კი რუსული (საბჭოთა) სამხედრო ნაწილიდან სატვირთო ვერტმფრენი აფრინდა და რობერტი, თავისი „ქალწულებით“, სამუდამოდ წაიყვანა იმ სოფლიდან. თაღლითმა პილოტს ვალუტით გადაუხადა, გოგონები თავიანთ „ბუდეებს“ უვნებლად დაუბრუნა, თავად კი კალიმის დანარჩენი ნაწილი ჩაიჯიბა.

წყარო: tbiliselebi.ge

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ცნობილი გახდა, მიიღებს თუ არა კვარა ნაპოლის გაჩემპიონების შემთხვევაში მედალს

Next Post

13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის ბიჭი დააკავეს – სად მოხდა შემთხვევა?

Next Post
13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის ბიჭი დააკავეს – სად მოხდა შემთხვევა?

13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის ბიჭი დააკავეს - სად მოხდა შემთხვევა?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In