რედაქციაში ახალგაზრდა ქალმა წერილი მოგვწერა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:
“მყავს მეუღლე და შვილები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ქმრის გვერდით ერთი დღეც არ ვყოფილვარ ბედნიერიჩემზე 15 წლით არის უფროსი, პატარა გოგოს თავბრუ ადვილად დამახვია, მაგრამ ქორწინების პორველივე ღამეს მივხვდი, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე.
მაგრამ იძულებული ვიყავი ბედს შევრიგებოდი, მერე ბავშვიც გაჩნდა, პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე…
ცოლ-ქმრული ცხოვრება სატანჯველ მოვალეობად მექცა, ძალადობის მსხვერპლად უფრო ვგრძნობდი თავს, ვიდრე სასურველ მეუღლედ… ჩემს სიცივეს ისიც გრძნობდა, სმა დაიწყო და კიდევ უფრო აუტანელი გახდა ჩემი ცხოვრება.
ყველა კაცი მოძალადე მეგონა და მათი დანახვა არ მინდოდა, ვიდრე სრულიად შემთხვევით სხვა არ გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში.
ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, მეგობართან გავიცანი, მერე სოციალურ ქსელში მიპოვა, თავიდან საკამოდ უხეშად ვცადე თავიდან მომეშორებინა, მაგარამ ამის მიუხედავად ისეთი თბილი და მომთმენი იყო, ბოლოს და ბოლოს გაქვავებული გულიც გამითბა…
და ერთ დღესაც მივხვდი, რომ სხვა შემიყვარდა. მასაც ჰყავს ცოლი და 2 შვილი. ჩუმ-ჩუმად ვხვდებოდით. სიყვარულს მეფიცებოდა. მეუბნებოდა, რომ მზად იყო, ჩემ გამო ოჯახი დაენგრია და დაანგრია კიდეც…
მიყვარდა, მაგრამ გარისკვის შემეშინდა. შემეშინდა, რომ ოჯახთან ერთად, შვილებსაც დავკარგავდი. თან ბავშვებს მამა ძალიან უყვართ, რამდენადაც უვარგისი ქმარია, იმდენად საუკეთესო მამაა…
თუმცა, ღალატი მაინც გავბედე. დღემდე, ჩუმად ვხვდებით ერთმანეთს და ერთად გატარებული წუთები გვაბედნიერებს.
რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად მაქვს. მეშინია მხოლოდ იმის, ჩემი შვილები რომ დაიზრდებიან, მათ ვინმემ რამე არ უთხრას.
მართალია, მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიჩენ და ჩვენზე ჭორიც კი არ გავრცელებულა, თუმცა ისიც ვიცი, რომ ეშმაკს არ სძინავს. ჰოდა, შვილების გამო ვტანჯავ ადამიანს, რომელიც ასე მიყვარს და მეც ძალიან ვიტანჯები. არ ვიცი, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?..”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია
წყარო: კვირისპალიტრა